Nukriko Posted December 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 newstudio აი ეს სხვის ხარჯზე რას ნიშნავს ამიხსენით რა... წაგეკითხა სტატია და გაიგებდი.. ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted December 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 სოციალიზმი მინიმუმამდე შეამცირებს, იმ უსამართლობას რა უსამარტლობას სუფევსრეალობიდან გამოვიდეთ უსამართლობა იყო და იქნება ნებისმიერი ფორმაციის დროს და მისი მინიმუმამდე დაყვანა, შენ წარმოიდგინე კაპიტალიზმის პირობებშიც შეიძლება პენსიონრების და ინვალიდების ფულებსაც ჭამენ. მათ ჩვენ ვუყოფ ფულს და ეს ფული მათ ჯიბეებში მიდის.. მგონი უფრო კორუფციაზე ვსაუბრობთ და კოლონიალიზმი რა შუაშია ვერ გავიგე ისე პათოსში გეთანხმები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 Nukrikoწაგეკითხა სტატია და გაიგებდი.. წავიკითხე და რა შუაშა კაპიტალიზმი სოციალიზმი>? სტრატეგიული მინერალებია და ყველას უნდა თავის "წილი"... შენ თუ გგონია სოციალისტური სახელმწიფო არ მიიღებდა ამაშ მონაწილეობას...ცდები! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 უსამართლობა იყო და იქნება ნებისმიერი ფორმაციის დროს და მისი მინიმუმამდე დაყვანა, შენ წარმოიდგინე კაპიტალიზმის პირობებშიც შეიძლებაშეუძლებელია. მოდი ფაქტებიდან გამოვიდეთ, რომელ კაპიტალისტურ ქვეყანას იცნობ, სადაც უსამართლობის დონე მინიმუმამდე არის დაყვანილი. მე კაპიტალიზმის ორ ფორმას გამოვყოფ: 1) იმპერიალურს - ანუ კოლონიების ხარჯზე რომ ცხოვრობს და აცხოვრებენ საკუთარ მოსახლეობას2) ოლიგიგარქიულს - საკუთარ ხალხის ხარჯზე რომ ცხოვრობენ newstudio წავიკითხე და რა შუაშა კაპიტალიზმი სოციალიზმი>?მერე ვინ აქტიურობსო, რა ორგანიზაციებიო?სტრატეგიული მინერალებია და ყველას უნდა თავის "წილი"... შენ თუ გგონია სოციალისტური სახელმწიფო არ მიიღებდა ამაშ მონაწილეობას...ცდები! ფაქტებიდან გამოვიდეთ, დღეს იქ ძირითადად დასავლური კომპანიები აქტიურობენ და ამ კომპანიების წყალობით, კონგო ცოცხალ არსებებისგან ცარიელდება. სოციალიზმის პირობებშიც კი, აი სსრკ-ს დროს, რომელ თავის დაქვემდებარებულ კოლონიას ექცეოდა ესე სსრკ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 სოციალიზმის პირობებშიც კი, აი სსრკ-ს დროს, რომელ თავის დაქვემდებარებულ კოლონიას ექცეოდა ესე სსრკ? შენ უნდა გაცხოვროს კაცმა იმ სსრკ-ში. ეგ აღარ გამოვა მაგრამ კუბაზე გაგიშვებდი დიდი სიამოვნებით და ვნახავდი ცოტა ხანში როგორ აჭიკჭიკდებოდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 შენ უნდა გაცხოვროს კაცმა იმ სსრკ-ში. ეგ აღარ გამოვა მაგრამ კუბაზე გაგიშვებდი დიდი სიამოვნებით და ვნახავდი ცოტა ხანში როგორ აჭიკჭიკდებოდიმე ვცხოვრობდი სსრკ-ში ;) საერთოდ სტატია წაიკითხე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 Nukrikoმე ვცხოვრობდი სსრკ-ში და მოგწონდა? სტატია წაიკითხე? სტატია რა შუაშია, შენს დაწერილზე გავაკეთე კომენტარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 Nukrikoფაქტებიდან გამოვიდეთ, დღეს იქ ძირითადად დასავლური კომპანიები აქტიურობენ და ამ კომპანიების წყალობით, კონგო ცოცხალ არსებებისგან ცარიელდება. სოციალიზმის პირობებშიც კი, აი სსრკ-ს დროს, რომელ თავის დაქვემდებარებულ კოლონიას ექცეოდა ესე სსრკ?ავღანეთი გაიხსენე მარტო... დღეს ძალა დასავლეთს აქვს და იმიტომაც აქტიურობენ...მაგრამ ჩინეთიც ნახსენები იყო სტატიაში თუ დაუკვირდი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 (edited) Saturn და მოგწონდა?ის ვიცი, რომ დღევანდელობასთან შედარებით ცხოვრების დონე უფრო მაღალი იყო, ყველა სოციალური ფენისთვის. დღეს მარტო ერთეულებისთვის არის ძალიან მაღალი ცხოვრების დონე, დანარჩენს უჭირს, დაბალი ხელფასების ან უმუშევრობის გამო.. სტატია რა შუაშია, შენს დაწერილზე გავაკეთე კომენტარი. აბა სტატიას თუ არ წაკითხავ, ჩემი კომენტარი ცალკე აღებული არაფრისმთქმელი იქნება. დიდი არ არის მაქსიმუმ 2 გვერდი იყოს - ვორდის დოკუმენტით.. წაიკითხე და მითხარი, რომ ეს კაპიტალიზმის ბუნების გამოვლინება არ არის. Edited December 6, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 Nukrikoის ვიცი, რომ დღევანდელობასთან შედარებით ცხოვრების დონე უფრო მაღალი იყო, ყველა სოციალური ფენისთვის.საჭმელი იაფი ღირდა. დანარჩენი ნებისმიერი რაც არ უნდა აიღო, უფრო ძვირი იყო ყველაფერი თუ გაითვალისწინებ ახლანდელ და მაშინდელ ფასებს და ხელფასებს. და რაც მთავარია ის გავიწყდება. ის ქვეყანა დაინგრა. დაინგრა იმიტომ რომ არ იყო სიცოცხლისუნარიანი, იყო ხელოვნურად შეკოწიწებული სიმახინჯე. შენ კი გინდა ისევ იმ სიმახინჯეში დაგვაბრუნო, რომელიც ერთხელ უკვე დაინგრა. რისთვის? რომ კიდევ ერთხელ დაინგრეს? საშინელებაა ეს უარგუმენტო, რელიგიის რანგში აყვანილი ბოლშევიკური ფსიქოლოგია რაღაც გადანაწილებებზე და მსგავს სისულელეებზე. რატომ უნდა გადავუნაწილო ვთქვათ მე, ადამიანმა რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე დღემდე მუდმივად რაღაცას ვსწავლობდი და 18 წლიდან ვმუშაობდი, ვიღაც უვარგისს რომელსაც ორი წიგნი არ წაუკითხავს და ცხოვრებას ბირჟავიკობაში ატარებს, ჩემი შრომით, პროფესიონალიზმით და ნიჭით მიღებული შემოსავალი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted December 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 (edited) მოდი ფაქტებიდან გამოვიდეთ, რომელ კაპიტალისტურ ქვეყანას იცნობ, სადაც უსამართლობის დონე მინიმუმამდე არის დაყვანილი.ამ შეკითხვაზე ნაწილობრივ პასუხის გასაცემად ერთ–ერთ აქაურ იუზერს დავესესხები ერთ-ერთი არგუმენტი ჩემი მხრიდან იმისა, რომ კაპიტალიზმი წამოადგენს მახინჯ სისტემას, არის კოლონიალისტური სისტემა..ევროპელთა ცხოვრების დონე მაღალია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი დღემდე არიან კოლონიური იმპერიები. სოციალიზმის პირობებშიც კი, აი სსრკ-ს დროს, რომელ თავის დაქვემდებარებულ კოლონიას ექცეოდა ესე სსრკ? ზოგადად სოციალიზმის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ სამართლიანობისათვის ბრძოლაში სსრკ–ს მაგალითის მოშველიება(სადაც ადამიანის სიცოცხლის ფასი 2 კაპიკი "ღირდა") ცოტა არ იყოს უცნაურია ერთს გეტყვი მხოლოდ: სსრკ–მ თავისი "არაკოლონიალისტური" და "ჰუმანური" პოლიტიკით ათეული წლების მანძილზე მილიონობით ადამიანის ბედი შეიწირა და ბოლოს თვითონვე გაითხარა სამარე Врожденный порок капитализма - неравное распределение благ; врожденное достоинство социализма - равное распределение нищеты. Уинстон Черчилль: Edited December 6, 2010 by Ostap Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted December 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 ეხ...რუსებზე ვიკოლონატორებდი სიამოვნებით!!!!! :( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 Saturnსაჭმელი იაფი ღირდა. დანარჩენი ნებისმიერი რაც არ უნდა აიღო, უფრო ძვირი იყო ყველაფერი თუ გაითვალისწინებ ახლანდელ და მაშინდელ ფასებს და ხელფასებს. და რაც მთავარია ის გავიწყდება. ის ქვეყანა დაინგრა. დაინგრა იმიტომ რომ არ იყო სიცოცხლისუნარიანი, იყო ხელოვნურად შეკოწიწებული სიმახინჯე. შენ კი გინდა ისევ იმ სიმახინჯეში დაგვაბრუნო, რომელიც ერთხელ უკვე დაინგრა. რისთვის? რომ კიდევ ერთხელ დაინგრეს?საშინელებაა ეს უარგუმენტო, რელიგიის რანგში აყვანილი ბოლშევიკური ფსიქოლოგია რაღაც გადანაწილებებზე და მსგავს სისულელეებზე. რატომ უნდა გადავუნაწილო ვთქვათ მე, ადამიანმა რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე დღემდე მუდმივად რაღაცას ვსწავლობდი და 18 წლიდან ვმუშაობდი, ვიღაც უვარგისს რომელსაც ორი წიგნი არ წაუკითხავს და ცხოვრებას ბირჟავიკობაში ატარებს, ჩემი შრომით, პროფესიონალიზმით და ნიჭით მიღებული შემოსავალი? 1) სსრკს დროს საქართველოში მათხოვარი არ არსებობდა.. ბინა უფასო იყო, გადასახადები მინიმალური იყო და კიდე ბევრი პლიუსი ჰქონდა. ნუ ეხლა დეფიციტური ეკონომიკა რომ ჰქონდა, ამაზე არავინ დაობს და ეს დამახასიათებელი იყო სსრკ-ს ეკონომიკისთვის, სანამ იერარქიის მაღალ საფერხურზე მივიდოდა ცნობა, თუ რა სჭირდებოდა ხალხს, ამ დროს რაღაც რესურსი განცდიდა დეფიციტს ბაზარზე. დღეს კი ოლიგარქების ხელში რომ აღმოჩნდა წყალი, დენი და სხვა გადასახადებები, ამიტომ ვიხდით იმხელა თანხებს. ამის გარდა უამრავი ადამიანია სოციალურად და ეკონომიკურად გაჭირვებული. რა ხალხი რომ გაყარეს სამსახურებიდან, იმაზე ფიქრობდნენ, რომ ამ ხალხის ოჯახებს შემოსავლის წყაროს უპრყრობდნენ. თან ყველგან ნაც.მოძრაობისადმი ლოიალურ ადამიანებს ნიშნავენ. 2) სსრკ არ არის იდეალი და ის იმიტომ დაინგრა რომ იყო იმპერია. შეადარე ინგლისის კოლონიები და სსრკ-ში შემავალი რესპუბლიკები, რა ერთნაირი ექსპლუტაცია იყო? საქართველო რეალურად იქით ჰყავდა კოლონია გამხდარი რუსეთი.ქართველები ცხოვრობდნენ რუსების ხარჯზე. ეხლა წაიკითხე ის სტატია კონგო-ზე და ნახავ, როგორია კაპიტალისტური სამყარო.. 3) სამსახურს რაც შეეხება, ადამიანები იმიტომ კი არ მუშაობენ რომ ბირჟაზე დგომა მოწონთ, არამედ იმიტომ დგანან ბირჟაზე რომ არსებული სისტემა არ აძლევთ მათ იმის საშუალებას საკუთარი თავი წარმოაჩინონ. არ გყავს ძმაო კოლონია და ამიტომ ვერ აცხოვრებ ხალხს კარგად.. 4) სსრკ კვლავ ვიმეორებ დაინგრა იმიტომ რომ იმპერია იყო. ერიკ ჰობსბაუმი დღევანდელი ისტორიის მამა, მაგის ნაშრომი წაიკითხე და იქნებ აზრი შეგეცვალოს.. მის მიერ მოყვანილ ფაქტებს და არგუმენტებს, თუ წინ რამეს დაუდებ ვიტყვი რომ შენ ყოფილხარ ყველაზე ჭვიანი ადამიანი თუ მსოფლიოში არა, საქართველოში მაინც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 Ostap ზოგადად სოციალიზმის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ სამართლიანობისათვის ბრძოლაში სსრკ–ს მაგალითის მოშველიება(სადაც ადამიანის სიცოცხლის ფასი 2 კაპიკი "ღირდა") ცოტა არ იყოს უცნაურია ერთს გეტყვი მხოლოდ: სსრკ–მ თავისი "არაკოლონიალისტური" და "ჰუმანური" პოლიტიკით ათეული წლების მანძილზე მილიონობით ადამიანის ბედი შეიწირა და ბოლოს თვითონვე გაითხარა სამარე Врожденный порок капитализма - неравное распределение благ; врожденное достоинство социализма - равное распределение нищеты. Уинстон Черчилль: 1) ჩერჩილი როგორც იმპერიალისტი და დიპლომატი მართლა ძლიერი ისტორიული ფიგურა იყო, მაგრამ კარგად გადახედე მის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას, სრული კრახი განიცადა, ინგლისმა. 2) საქმე გვაქვს რევოლუციის შემდგომ მოსულ ხელისუფლებებთან, რომლებმაც სამოქალაქო ომი უნდა დაასრულონ, ინტერვენცია შეაჩერონ და რაც მთავარია შემდეგ ყოფილი რევოლუციონრები მოიცილონ. ამ ყველაფერს სსრკ-ში შეეწირა 3 მილიონი ადამიანი აქედან ნახევარი დაიხვრიტა, ხოლო მეორე ნახევარი კი გულაგებში და სხვადასხვა ადგილზე, მძიმე პირობებში დაიღუპა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სოციალიზმი ცუდია. რა კაპიტალისტურ საფრანგეთში იგივე არ ხდებოდა 19-ე საუკუნეში, იქაც სამოქალაქო ომი უნდა დაესრულებინათ, ინტერვენცია შეეჩერებინათ და რაც მთავარია, კონტრევოლუცია უნდა შეეჩერებინად და მილიონამდე ადამიანს გილიოტინაზე დააყრევინეს თავი. როგორც ჩანს ეს პროცესი მოყვება ესეთ სიტუაციას და ამ კანონზომიერებას ვერ გავექცევით..თქვენ ორივე, გავხართ იმ არისტოკრატებს, რომლებსაც ეგონათ რომ ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, დემოკრატიის ექსპერიმენტი საბოლოოდ დასამარდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted December 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2010 1) ჩერჩილი როგორც იმპერიალისტი და დიპლომატი მართლა ძლიერი ისტორიული ფიგურა იყო, მაგრამ კარგად გადახედე მის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას, სრული კრახი განიცადა, ინგლისმა. 2) საქმე გვაქვს რევოლუციის შემდგომ მოსულ ხელისუფლებებთან, რომლებმაც სამოქალაქო ომი უნდა დაასრულონ, ინტერვენცია შეაჩერონ და რაც მთავარია შემდეგ ყოფილი რევოლუციონრები მოიცილონ. ამ ყველაფერს სსრკ-ში შეეწირა 3 მილიონი ადამიანი აქედან ნახევარი დაიხვრიტა, ხოლო მეორე ნახევარი კი გულაგებში და სხვადასხვა ადგილზე, მძიმე პირობებში დაიღუპა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სოციალიზმი ცუდია. რა კაპიტალისტურ საფრანგეთში იგივე არ ხდებოდა 19-ე საუკუნეში, იქაც სამოქალაქო ომი უნდა დაესრულებინათ, ინტერვენცია შეეჩერებინათ და რაც მთავარია, კონტრევოლუცია უნდა შეეჩერებინად და მილიონამდე ადამიანს გილიოტინაზე დააყრევინეს თავი. როგორც ჩანს ეს პროცესი მოყვება ესეთ სიტუაციას და ამ კანონზომიერებას ვერ გავექცევით.. სოციალიზმის დამყარების შემდეგ,მის უმაღლეს ფაზაში–კომუნიზმში კოსმოსური სიჩქარით მსწრაფი სსრკ, რატომღაც ისტორიულ სანაგვეზე აღმოჩნდა კრახგანცდილი ინგლისისა და კაპიტალისტური საფრანგეთის ვალებითურთრაც შეეხება საქართველოსა და მთელი სსრკ–ს გამოკვებას, უფრო პირიქით ხომ არ იყო დღევანდელი "რაციონიდან" გამომდინარე,როცა მხოლოდ საკუთარი თავი ყავთ გამოსაკვები და ........ფაფუ თქვენ ორივე, გავხართ იმ არისტოკრატებს, რომლებსაც ეგონათ რომ ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, დემოკრატიის ექსპერიმენტი საბოლოოდ დასამარდა. ეს ვერ გავიგე და სიგნაჩაში ჩაგითვლი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.