Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    476.321

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა და ხელმოთბობილთა დაუსრულებელი ამბავი...


PLANETA_INFO

4.206 views

blog-0531392001393438818.jpgანუ, როგორ და რატომ განკარგავდა ბიუჯეტის თანხებს დაზარალებულთა ინტერესების "დამცველი" არასამთავრობო ორგანიზაცია?

 

 

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ქვეყანას, სხვა პრობლემების პარალელურად, მოყვება ერთ-ერთი დიდი, გადაუჭრელი და ქრონიკულად სადავო პრობლემა - კოოპერატიული ბინათმშნებლობა, რომელიც არაერთხელ გამხდარა ხმაურიანი აქციების, სასამართლო დავების, კორუფციული გარიგებების და თაღლითებისთვის ხელის მოთბობის საფუძველი.

თავის დროზე,უბინაო და ახალი ბინის მაძიებელმა მოსახლეობამ, სახელმწიფო ბანკებში შეიტანა თანხები. სახელმწიფომ, თავის მხრივ, აიღო მათი ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულება. თავიდან პროცესი დაიძრა - დაიწყო კოოპერატიული ბინათმშენებლობა, რომელთა უმრავლესობა ვერ დაამთავრეს, ბევრი, არც დაუწყიათ. მშენებლობებიც გაჩერდა და მას შემდეგ დარჩა ეს ხალხი ღვთის ანაბარა... ზოგი დასამთავრებელ კორპუსებში შესახლდა, ზოგი ნაქირავებ ბინაში ან ნათესავის სახლში ცხოვრობს დღემდე და ასეთი რამდენიმე ათასია.

ჩამოყალიბდა გარკვეული მავნე ტრადიცია ხელისუფლების მხრიდან, საბჭოთა ანაბრების თემასავით ეს თამაც მუდმივადაა წინასაარჩევნო სპეკულაციის და პოპულიზმის საგანი. არადა პრობლემის მიღმა ცოცხალი ადამიანები დგანან უკვე სერიოზულად დანგრეული ჯანმრთელობით და მომავლით.

საქართველოში ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით შეცვლისთანავე, ანუ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ამბობენ, რომ თანხები გაქრა.. 1998 წელს შევარდნაძის მთავრობამ აღნშნული თანხა სახელმწიფო ვალად აღიარა. ფინანსთა სამინისტროს დაევალა ვალის გადახდის „წესის“ შემუშავება და მისი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დასამტკიცებლად წარდგენა. წესი შეიმუშავეს, თუმცა "მაცნეში" არ დაბეჭდილა და ამიტომ კანონის ძალა არ ჰქონდა. მართალია ვალის გადახდის „წესი“ არ გამოქვეყნდა,მაგრამ რამდენიმე კორპუსის მშენებლობა დასრულდა და 2 მილიონ ლარამდე კომპენსაცია გაიცა დაზარალებულებზე 2003 წლამდე. მას შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია არაერთი დადგენილება, განკარგულება, ავანსად გაცემულია არაერთი ოპტიმისტური დაპირება, მაგრამ...

 

თემა დღესაც ისევ მწვავე და აქტუალურია, გაცილებით გაზრდლი მასშტაბებით.

"პლანეტას" დაუკავშირდა ერთ-ერთი დაზარალებული, ქალბატონი ირინა თაბუაშვილი, რომლის აზრითაც გილაურის მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის დადგენილება მხოლოდ უგულავას პიარ-კამპანიის ნაწილი იყო. რომელშიც ჩართული იყო მერია და დაზარალებულთათვის ვალის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთების გადაცემას ითვალისწინებდა. თუმცა, როდესაც დაზარალებულებმა მერიას მიმართეს, მათთვის მხოლოდ მაშინ გახდა ცნობლი, რომ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა და, ნუსხაში ნაკვეთების დაზუსტებამდე, მათ ვერავინ დააკმაყოფილებდა.

 

გარვეული პეროდის შემდეგ, მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 332 პირს მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადასცა. ნაკვეთების გადაცემა ეტაპობრივად, პრეზიდენტის რამდენიმე განკარგულების საფუძველზე მოხდა და ადგილობრივი თვითმმართველობის და თბილისის მერის 2010 წლის არჩევნებს "დაემთხვა". არჩევნების დამთავრებიდან ზუსტად 10 დღეში კი, გილაურის განკარგულებაში ცვლილებები შევიდა და კომპენსაციების გაცემის პროცესი შეჩერდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ორ კვირაში, პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, ნიკა გილაურის განკარგულება საერთოდ გააუქმა.

2010 წელს თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული დაახლოებით 4500 პირი იყო აღრიცხული.

რა პრინციპით შეირჩა ამ 4500-დან 332 და როგორ განისაზღვრა გადასაცემი მიწის ფართები?

 

ამ საკითხზე მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს, დავით ჭედიას, აქვს მარტივ პასუხი - შერჩევის პროცესს მართავდა "საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია", რომელიც მერიის შენობაში ფუნქციონირებდა. ჭედიას თქმით სწორედ ამ ასოციაციმ მიაწოდა სები და დოკუმენტაცია და მერია პროცესშ არ ერეოდა.

 

პრივატიზაციის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ვაშაყმაძის განცხადებთ, - კოოპერატივების წევრები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, ვალის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის აღების, სწორედ ამ ასოციაციაში გაერთიანდნენ, ანუ მას მიმართეს და პროცესს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელები ნანა წიქარიშვილი და ქეთევან ოსიყმიშვილი წარმართავდნენ. 1998 წლიდან. სახელმწიფომ ისინი, რატომღაც, აღიარა „შუამავლად“ მთავრობასა და დაზარალებულთა შორის და მიანდო მათ საბიუჯეტო სახსრების,ასევე ქ.თბილისის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვა.

 

ქეთევან ოსიყმიშვილის თქმით, კომპენსაციის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის აღების მსურველი მხოლოდ 1500 დაზარალებული აღმოჩნდა..

 

თუმცა, საეჭვოა მსურველთა რიცხვი მეტი არ ყოფილიყო, სწორი ინფორმირებულობის შემთხვევაში.

 

ოსიყმაშვილის განცხადებით, კომპენსაცია მიიღო იმან, ვინც მოასწრო და დროულად შეიტანა მოთხოვნა მერიაში. ანუ 332 ადამიანმა.

ნანა წიქარიშვილი არ მალავს, რომ მერიის ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ იყო გამიზნული.. ასოციაციის გამგეობის ერთერთი წევრი ამბობს, რომ საქმე მოსწრებაზე არ ყოფილა და მიწები განაწილდა ვალის დაფარვის წესის მიხედვით, ანუ რიგითობა დადგინდა ქვითრების, თანხის შეტანის დროის მიხედვით..

კოოპერატიული ბინათმშენებლობის ცენტრ „ერთობის“ თავმჯდომარის, ლაშა გეგეჭკორის აზრით, - საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ასოციაციის თავმჯდომარე ქეთევან ოსიყმიშვილი N632 კოოპერატივის თავჯდომარეცაა. მისი კოოპერატივის 253 წევრიდან, 104 წევრმა მიიღო კომპენსაცია ნაკვეთების სახით... საინტერესოა რა პრინციპით შეარჩია ქალბატონმა ქეთევანმა ეს 104 ადამიანი?? .. მართლაც საეჭვოა რომ 332 ადამიანიდან, სწორედ ოსიყმიშვილის კოოპერატივის წევრები დაკმაყოფილდნენ.. რა პრინციპით შეირჩნენ თავად ამ კოოპერატივის წევრებიც?

ასოციაციის წინა თავმჯდომარეს - ნანა წიქარიშვილს - სახელმწიფოსგან 12 100$ კომპენსაცია აქვს მიღებული 2000 წელს, რაც ასოციაციის დოკუმენტებით დასტურდება. თუმცა 2004 წელს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მიერ შედგენილ სიაში ნანა წიქარიშვილი ისევ ფიქსირდება, როგორც დაზარალებული.

წიქარიშვილი განმარტავს, რომ კოოპერატივის საერთო კრებამ დაადგინა რიგითობა და მას მიანიჭეს რიგით პირველი 154 წევრს შორის, კომპენსაციის მიმღებთა სიაში.

დაზარალებული დალი გაბეჩიას თქმით.. წიქარიშვილმა, რომელიც ჩაუდგა ასოციაციას სათავეში და გამგეობამ, მერიასთან შეთანხმებით სრულიად უგულებელყო წესდება, ხელში ჩაიგდო, მერიასთან ერთად, კომპენსაციების თუ ქონების გაცემის პროცესი. მათ კომპენსაციები გასცეს წიქარიშვილთან დაახლოებული კოოპერატივების თავმჯდომარეების კოოპერატივების წევრებზე. წიქარიშვილის ასოციაცია დაბინავებული იყო მერიის შენობაში, სადაც ხვდებოდა კოოპერატივების წევრებს, ავსებდა საბუთებს და პირდებოდა კოოპერატივების წევრებს, რომ აუცილებლად მოხდებოდა მათთვის ქონების გადაცემა. ანუ ნანა წიქარიშვილი ფაქტიურად მერიის პიარს ეწეოდა წინასაარჩევნოდ. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის წიქარიშვილის ასოციაციას მერიაში ოფიციალურად საოფისე ფართიც კი ჰქონდა გამოყოფილი მეორე სართულზე.

 

იურისტთა აზრით, ამ ისტორიაში აშკარად იკვეთება კორუფციის ნიშნები. საეჭვოა, რის საფუძველზე და რა ნიშნით გამოარჩია მერიამ ერთი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და, კანონის გვერდის ავლით, გადასცა უფლება, თვითონ განესაზღვრა კომპენსაციის მიმღებთა რიგითობა.

 

აღნიშნული კანონდარღვევის გამო, რა თქმა უნდა, არავის პასუხი არ უგია.. არც მერიაში და არც ასოციაციაში..

 

არსებობს მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წელს გამოცემული განკარგულება, მოქალაქეებისთვის პირდაპირი განკარგვის წესით ქონების გადაცემის შესახებ, რის მიხედვითაც ქონება 20-მდე დაზარალებულს გადაეცა. რაც ასევე კორუპციის უტყუარი ფაქტია, რადგან ყველა ამ შემთხვევაში გადაცემა მოხდა, ვალის გადახდის წესის გარეშე.

ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეებიც და არასამთავრობო ორგანიზაციაც შეიძლება მივიჩნიოთ კორუფციული გარიგების მხარეებად.

 

თუმცა, ამ არაჯანსაღი ქმედებების სათავე უფრო შორიდან იწყება, მაშინ, როდესაც ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის დაფარვის წესის შემუშავება დაევალა. მან კი 1999 წლის 18 ოქტომბრის N226 ბრძანებულებით საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციას გადასცა კომპენსაციის მიმღებთა რიგითობის დადგენის უფლება, რიგითობა წესების უხეში დარღვევით დადგინდა ასოციაციის მიერ, ყოველგვარი კრებების და ოქმების გარეშე, წიქარიშვილისა და ოსიყმიშვილის შეხედულებისამებრ. დღემდე კომპენსაცია მხოლოდ 800-მდე ოჯახს აქვს მიღებული.. 7500-ზე მეტი დაზარალებული კვლავ უშედეგოდ ელოდება ქონების დაბრუნებას..

 

ყველას კარგად ახსოვს, რომ 2011 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაცემული დაპირებების ნუსხაში, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო კოოპერაციული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა პირველი რიგის ამოცანად განსაზღვრა..

მთავრობის 2004 წლის 108 დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საბინაო სამშენებლო კოოპერატივების პრობლემების შემსწავლელი კომისია. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ესაა ყოვლად უშედეგო კომისია, სადაც წევრების გარდა, არაფერი იცვლება.

​პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 105-ე დადგენილებით უკვე შეცვალა კომისიის წევრთა შემადგენლობა..

 

 

დაზარალებული ირინა თაბუაშვილი აცხადებს, რომ წიქარიშვილისა და ოსიყმიშვილისთვის დღემდე პასუხი არავის მოუკითხავს კანონდარღვევის გამო. მეტიც! ისინი დღესაც გვევლინებიან შუამავლად ბინათმშენებლობით დაზარალებულებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის.. ისინი წარმოადგენენ დაზარალებულებს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ტელევიზიების თოქ-შოუებში.. ანუ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია დღესაც მონოპოლისტია დაზარალებულების უფლებათა დამცველებს შორის და საინტერესოა ეხლა ვის ინტერესებს იცავს??

 

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობის“ მიმართულების კოორდინატორი ლაშა გეგეჭკორი მიიჩნევს, რომ არცერთ არასამავრობო ორგანიზაციას და საინიციატივო ჯგუფს არ აქვს უფლება, განკარგოს სახელმწიფო სახსრები და ქონება. მავრობის მხრიდან ეს აშკარა კანონდარღვევაა. ეს კორუფციის გამოვლინებაა.

"რა დარღვევები იყო აქამდე ამ თემასთან დაკავშირებით, ეს შესაბამისი ორგანოების გასარკვევია. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა ორ ნაწილად იყოფა: დაზარალებულთა ინფორმირებულობის უზრუნველყოფა-იურდიულად სწორად იცოდნენ თავიანთი პრობლემის არსი და, მთავრობასთან მათი საკიხის მიტანა.

ბატონმა ხადურმა ეს ვალი მილიარდ ცხრაას მილიონად შეაფასა. ოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ვალშია. ბინები-ასაშენებელია 800.000 კვმ..ერთი კვადრატი ჯდება შავი კარკასი, მაქსიმუმ 300$. თუ გავითვალისწინებთ არაპირდაპირ ხარჯებსაც, გამოდის მაქსიმუმ 300-350 მილიონი $. ააშენონ ბინები: ხალხი დასაქმდება, ხელფასიდან გადასახადები ისევ უკან დაუბრუნდება ბიუჯეტს.გააკეთონ 5 წლიანი პროგრამა და დაიწყონ. როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ცენტრმა მიმართა მთავრობას და პარლამენტს ამ წინადადებით. ვიცოდით რა მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ და შევთავაზეთ ერთობლივად მუშაობა. ჩვენი შეთავაზება უპასუხოდ დარჩა.

ასევე გადაუჭრელი რჩება პრობლემაც"...

1 Comment


Recommended Comments

რა უცნაური რეაქციაა!! ბიუჯეტში არ გაითვალისწინა 3 მილიონი საკრებულომ და ესენი მადლობას სამუშიას რისთვის უხდიან?

საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია გილოცავთ თბილისელებო და არა მარტო თბილისელებო 10 წლის შემდეგ, უდიდესი ძალისხმევისა და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად,ბიუჯეტში გათვლისწინებული იქნა შესაბამისი ასიგნებები კოოპერატიული საცხობრებელი სახლების ასაშენებლად.ლომის წილი აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ეკუთვნის ბატონ ჯაბა სამუშიას,რომელმაც თავდაუზოგავად იბრძოლა ამისთვის. კოოპერატიულ ბინათმშენებელთა წევრები, უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ ბატონი ჯაბას მიმართ, ასევე საკრებულოს თავმჯდომარისა და იმ დეპუტატების მიმართ ვინც ერთი აგური მაინც დადო ამ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად.ეს დასაწყისია, გაგრძელება იქნება უახლოეს პერიოდში.

ლინკი
×
×
  • შექმენი...