Jump to content
Planeta.Ge

ვიოლა ფონ კრამონი - სრული დამოუკიდებლობის მიღწევა ადვილი არ არის იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ - ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას


ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას სრული დამოუკიდებლობის მიღწევამდე გასავლელ გზაზე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ, - ამ სიტყვებით ულოცავს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

„გილოცავთ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას სრული დამოუკიდებლობის მიღწევამდე გასავლელ გზაზე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ჩვენ ევროპის პარლამენტში გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. გილოცავთ!" - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...