Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.377
  • comments
    0
  • views
    282.140

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გასაკვირია, რატომ მოითხოვს ხელისუფლება ასე დაჟინებით მის დამტკიცებას — ნინო სუხიშვილი რუსულ კანონზე

ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორი ნინო სუხიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს რუსული კანონის ხელახლა შემობრუნების გამო, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. რა ხდებამმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული

როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე ვდგებით, გვიმეორდება 9 აპრილი — ილიკო სუხიშვილი რუსულ კანონზე

ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ტელეკომპანია „პირველთან“ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება. ილიკო სუხიშვილის თქმით, ამგვარი ნაბიჯებით დასავლეთში საქართველოს ხელისუფლება აგზავნის მესიჯს, რომ ყველა ღონეს ხმარობს ხაზი გადაუსვას ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას და აცხადებს, რომ ახლანდელი რეჟიმი საბჭოთაზე არანაკლებ საშინელია: „არ არის ისეთი კანონები, რომელიც პირიქით დაგვაახლოვებს ამ [დასავლურ] პერსპექტივასთან? ჩემი აზრით, და

„როცა საქმე ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს ეხება, პრეზიდენტი ნეიტრალური ვერ იქნება!“ — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რუსული კანონის შედეგები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები“ განიხილა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, შავი ზღვ

„ძალიან დიდი საჩუქარია პუტინისთვის“ — გიორგი თავდგირიძე ვაზიანში აეროპორტის აშენებაზე

საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარი იქნება. ის ვერ ხედავს ლოგიკას, რატომ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ახალი აეროპორტის მაინცდამაინც ვაზიანის სამხედრო ბაზასთან აშენება, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ბაზის სამხედრო პოტენციალს. მისივე განმარტებით, ვაზიანის სახმედრო ბაზის დასუსტება რუსეთს საშუალებას მისცემს, თბილისის დასაკავებლად დესან

გივიკო ბარათაშვილი: ვთანხმდებით, რომ ევროპა გვინდა - კიდევ ერთხელ მოვიგებთ ამ ბრძოლას

მსახიობი გივიკო ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ რუსული კანონის მობრუნებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა საქართველოს მოქალაქეები. ის აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ მოიგებს და გააკეთებს სწორ არჩევანს რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამის შესახებ განცხადება მან TV პირველთან სატელეფონო საუბარში გააკეთა. „ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს. მისი მიზანია, ამ ორგანიზაცი

მიხაელ როთი - ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და არა პუტინის რუსეთში! - უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია

უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა განაცხადა. „უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია. დამოუკიდებელი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება ხალხის მტერს კი არა, ევროკავშირში გაწევრიანების პირობას წარმოადგენს. „ქართულმა ოცნებამ“ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს: ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და

ბექა ლილუაშვილი - როგორ შეიძლება შავ ფულზე საუბრობდეს ხელისუფლება, რომელიც ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიას არ ქმნის, მთავრობის განკარგულებებს არ აქვეყნებს და რომლის სასამართლოც კორუფციის გამო არის სანქცირებული

როგორ შეიძლება შავ ფულზე საუბრობდეს ხელისუფლება, რომელიც ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიას არ ქმნის, მთავრობის განკარგულებებს არ აქვეყნებს და რომლის სასამართლოც კორუფციის გამო არის სანქცირებული.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმდჯომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/962381388241893/

ბექა ლილუაშვილი - ეს კანონი ემსახურება ევროკავშირის დისკრედიტაციას, რადგან ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული დემოკრატია ნიშნავს სამართლიან არჩევნებს (ვიდეო)

როგორც ჩანს, დღეს ივანიშვილის მთავარი მიზანია საზოგადოების დაყოფით და დაპირისპირებით ხალხს მოპაროს არჩევნები. ეს კანონი ემსახურება ევროკავშირის დისკრედიტაციას, რადგან ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული დემოკრატია ნიშნავს სამართლიან არჩევნებს.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/739960498281898/

ვიკა ფილფანი - იმიტომ ვდგავართ აქ, რომ მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპა (ვიდეო)

ქართველმა ახალგაზრდებმა სწორედ ამ დღეს მოგვიტანეს თავისუფლება, რომელსაც დაცვა სჭირდება. დღეს იმიტომ ვდგავართ აქ, რომ მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპა.  ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1123903662091570/

მიშა დაუშვილი - მსაგვსი ტიპის კანონები მიიღება მტრული სახელმწიფოებისგან თავის დასაცავად, ამ კანონის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ვერ დაგვიცავს ოკუპანტი რუსეთისგან (ვიდეო)

მსაგვსი ტიპის კანონები მიიღება მტრული სახელმწიფოებისგან თავის დასაცავად, ამ კანონის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ვერ დაგვიცავს ოკუპანტი რუსეთისგან, თუმცა ნამდვილად შეუშლის ხელს იმ მეგობრებს, რომლებიც გვიცავენ რუსეთისგან. თუ რეალური გამჭირვალება ადარდებს ოცნებას, თუ მართლა მტრულ სახელმწიფოებთან ბრძოლა სურს, ორი კანონპროექტი გვაქვს შეთავაზებული, ყველა ნათლად დავინახავთ რა არის მათი მთავარი მიზანი.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვი

მიშა დაუშვილი - "ოცნება" გახდა სრლად გადამგდები და მატყუარა, ამიტომ, ახლა მთავარია არჩევნებით ცვლილებების მიღწევა (ვიდეო)

"ოცნება" გახდა სრლად გადამგდები და მატყუარა, ამიტომ, ახლა მთავარია არჩევნებით ცვლილებების მიღწევა.  მიშა დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1707631556645257/

გაერო-ს წარმომადგენლობა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას - მოვუწოდებთ პარლამენტს გამოიწვიოს პროექტი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა შეტანის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კა

მილერი რუსულ კანონზე: ჯერ არ მინდა საუბარი ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება, გადავდგათ

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ ჯერჯერობით არაფერს იტყვის იმ პოტენციურ ნაბიჯებზე, რომელსაც აშშ გადადგამს, თუ რუსული კანონპროექტი კანონად იქცევა. თუმცა, გამოხატა შეშფოთება და აღნიშნა, რომ ის საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან. დღევანდელ ბრიფინგზე, რუსული კანონის შესახებ დასმული კითხვის პასუხად მეთიუ მილერმა თქვა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება რუსული კანონის შესახებ ადრეც გააკეთა. მეთიუ მილერმა თქვა, რომ აშშ-ის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლე

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევა გამოავლინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება, - ამის შესახებ სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (

ბექა ლილუაშვილი - გამჭვირვალობა ყველასთვის საერთო სტანდარტი უნდა იყო - უცხოური და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაც - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული კანონპროექტები სინამდვილეში ერთია

პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული კანონპროექტები სინამდვილეში ერთია. მისივე თქმით, მათ იმიტომ დააინიცირეს ეს ორად, რომ განხილვების საშუალება ჰქონდეთ, თუმცა, სინამდვილეში ეს არის პაკეტი. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გამჭვირვალობა საერთო სტანდარტი უნდა იყო ყველასთვის - უცხოური და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაც. „[ალტერნატიული კანონპროექტები] სინამდვილეში ერთია. ჩვენ იმიტომ დავაინ

პირი, რომელიც საკუთარ ფერმაში ოთხ ადამიანს იძულებით ამუშავებდა, შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მის კუთვნილ ფერმაში ამუშავებდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს,

გიორგი გახარია - გვერევა მტერი და მოყვარე, ამიტომ ქართველებს ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც 9 აპრილს დაიწყეს, დასასრულებელი გვაქვს - ახლა ყველაზე კარგი მომენტია, რომ პროცესი დავასრულოთ მშვიდობით, ევროპული ოჯახის წევრობით

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც გახარიამ აღნიშნა, 9 აპრილი ტრაგიკული დღეა, თუმცა ამავე დროს, გარკვეული იმედის მომტანი დღეც უნდა იყოს. „35 წელი გავიდა ამ ტრაგიკული დღიდან. თითოეული ქართველისთვის უმძიმესი დღეა, მაგრამ იმედის მომცემი. განსაკუთრებით მაშინ არის იმედის მომცემი, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობის, გამთლიანების იმედი გვაქვს. მაშინ, როდესაც გვერევა

ვიკა ფილფანი - ჩვენ ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ევროპასთან და არავის მივცემთ უფლებას, ამდენი ადამიანის შრომა წყალში ჩაყაროს (ვიდეო)

„ჩვენ ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ევროპასთან და არავის მივცემთ უფლებას, ამდენი ადამიანის შრომა წყალში ჩაყაროს" ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/303236516137254/  

ანა ბუჩუკური - ყველაზე დიდი “რუსულობა” ამ კანონის არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს და ოფიციალურ მოკავშირეებს ერთ სიბრტყეზე აყენებს

ყველაზე დიდი “რუსულობა” ამ კანონის არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს და ოფიციალურ მოკავშირეებს ერთ სიბრტყეზე აყენებს. არჩევნები არის ყველაზე ძლიერი ინსტურმენტი, რომელიც ახლა ხელში გიჭირავთ, რომ ევროპას ვუთხრათ კი! რუსეთს ვუთხრათ არა!     ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/713844654009999/

ლილუაშვილი - კეზერაშვილის მიერ დაფინანსება არ შეიძლება იყოს მტრული? ივანიშვილის მიერ დაფინანსება არ შეიძლება იყოს ინტერესებისთვის შეუსაბამო? შესაბამისად დავაინიცირეთ "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილება, რომელიც ადგენს გამჭირვალობის მაღალ სტანდარტს

როგორ შეიძლება გამჭირვალობაზე საუბრობდეთ, როცა ორ საგამოძიებო კომისიას, ერთს სასამართლოებზე უარი უთხარით, ერთს კეზერაშვილის ქოლ-ცენტრებზე უარი უთხარით. კეზერაშვილის მიერ დაფინანსება არ შეიძლება იყოს მტრული? ივანიშვილის მიერ დაფინანსება არ შეიძლება იყოს ინტერესებისთვის შეუსაბამო? შესაბამისად დავაინიცირეთ "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილება, რომელიც პირდაპირ ადგენს გამჭირვალობის მაღალ სტანდარტს, თუ მართლა გამჭირვალება გადარდებთ, დაუჭირეთ ჩვენს ინიციატივას მხარი.      ბექა ლ

მიშა დაუშვილი -თუ მართლა უნდათ გარე ძალებისგან და მტრული სახელმწიფოებისგან ჩვენი ქვეყნის დაცვა, მაშინ უნდა მიიღონ ჩვენი შეთავაზებული კანონები

ჩვენი კანონპროექტი ემსახურება იმ მიზნის მიღწევას, რომ დღეს, ამ ქვეყანაში თუკი ვინმე საფრთხეს წარმოადგენს გარე ძალებიდან და ჩვენს ქვეყანას თუკი ვინმესგან დაცვა სჭირდება, ეს არის რუსეთი. ამიტომ, თუ მართლა უნდათ გარე ძალებისგან და მტრული სახელმწიფოებისგან ჩვენი ქვეყნის დაცვა, მაშინ უნდა მიიღონ ჩვენი შეთავაზებული კანონები.     მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/940779677528532/

ნათია მეზვრიშვილი - საჯარო მოხელეების დაყოფა „ნაცებად“ და „ქოცებად“ უნდა დასრულდეს. დავიცავთ კეთილსინდისიერ მოხელეებს ბულინგისგან და მოქალაქეებს - არაკეთილსინდისიერი მოხელეებისგან

საჯარო მოხელეების დაყოფა „ნაცებად“ და „ქოცებად“ უნდა დასრულდეს. დავიცავთ კეთილსინდისიერ მოხელეებს ბულინგისგან და მოქალაქეებს - არაკეთილსინდისიერი მოხელეებისგან. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  ვიდეო: https://www.facebook.com/NatiaMezvrishvili25/posts/454841330397617

ანა ბუჩუკური - არჩევნებამდე სულ რაღაც 7 თვე დარჩა და თქვენს ხელშია ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი - ევროპას უთხრათ - კი, ხოლო რუსეთს - არა!

"დღეს, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა პარლამენტის ბიუროს წარუდგინა „რუსული კანონის“ ალტერნატიული პროექტი „ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“. დღესვე დავარეგისტრირეთ ცვლილებები კანონში გრანტების შესახებ, რომელიც საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და უკარგავს ოცნებას ყოველგვარ საფუძველს მიიღოს რუსული კანონი. ჩვენს ამ ორ კონკრეტულ ინიციატივაზე უარი კიდევ ერთხელ ნათელს გახდის, რომ „ოცნების“ მიზანი სინამდვილეში არა გამჭვირვალობაა, არამ

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს გრანტის მიმღები ორგანიზაციებისთვის დამატებითი ანგარიშგების მექანიზმებს სთავაზობს

პოლიტიკური ჯგუფი „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს გრანტის მიმღები ორგანიზაციებისთვის დამატებითი ანგარიშგების მექანიზმებს სთავაზობს. მათ მიერ “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთი ალტერნატივაა, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლი

გიორგი გახარია - იმპერიალისტური რუსეთის ბუნებრივი პოლიტიკური ინტერესია საქართველო, როგორც სუსტი ქვეყანა და არა  სახელმწიფო

"იმპერიალისტური რუსეთის ბუნებრივი პოლიტიკური ინტერესია საქართველო, როგორც სუსტი ქვეყანა და არა  სახელმწიფო. ეს რუსული პოლიტიკური აზრის ფუნდამენტია სამხრეთ კავკასიაში. როცა ვამბობთ, რომ დასავლეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, იმას გულისხმობს, რომ დასავლეთის ინტერესია საქართველო იყოს, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფო. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, მტერსაც უნდა ველაპარაკოთ. როდესაც საქმე ეხება საქართველოსთვის ისეთ ეგზისტენციალურ თემას, როგორიც ტერიტორიული მთლიანობაა, ჩვენ ეს ლაპარაკი მოგვიწევს. ამ ხე
×
×
  • შექმენი...