Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.377
  • comments
    0
  • views
    282.421

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ზაჰესის იზოლატორშია 6 პირი, 2 მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე - ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულები მოინახულა, რომლებიც ავჭალის იზოლატორში არიან მოთავსებულნი. სახალხო დამცველი ამბობს, რომ იზოლატორში 6 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 2 ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. მისივე თქმით, მათგან ერთ დაკავებულს დაზიანებები სახის არეში ეტყობა. მისივე თქმით, ერთი ადამიანი გადაყვანილია ბოკერიას სახელობის კლინიკაში. ომბუდსმენი ამბობს, რომ პოლიციის ქმედებები აბსოლუტურად განსხვავებული იყო აქციის პირველ და მეორ

გაბუნიას ინფორმაციით, აქციაზე ნაცემი 5 მოქალაქე კლინიკებშია გადაყვანილი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ პოლიციელების მიერ აქციაზე ნაცემი მოქალაქეები კლინიკებში არიან გადაყვანილები. მისი განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულია 5 მოქალაქე, ამასთან, დაშავებულია 2 პოლიციელი. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია. პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს. სპეცია

შოთა არველაძე - არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს

არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს, - ამ განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე აკეთებს. “არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავ

დიმიტრი მედვედევი - თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარულ, ქართულ ჩხუბში გადავიდა - ყველა მსგავსი აქციის უკან გამოცდილი და ნაცნობი „ჰოლივუდის“ ხელია

თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარულ, ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მან, ვინც მსგავს აქციებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, საკუთარ სარკეში ქვა პირველმა ისროლოს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს. „თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებისა და პარლამენტში მხიარულ ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მან, ვინც მსგავს აქციებს ს

ევროპარლამენტარი ვლად გეორგე - დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს

დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვლად გეორგე აცხადებს. „საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აცხადებენ: მათ სურთ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი! დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს. მე ქართველების გვერდით ვდგავარ“, - წერს ვლად გეორგე X-ზე. იპნ

პრეზიდენტი აშშ-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, 14:00 საათზეა დაგეგმილი. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების გარდა, შეხვდება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ელჩებს. იპნ

ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებენ, შეწყვიტონ მოქალაქეთა ფიზიკური ანგარიშსწორება

საზოგადოებრივი ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ხელმომწერები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სოციალური სამართლიანობის ცენტრი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ადამიანის უფლებათა ცენტრი უფლებ

სპეცრაზმელებმა „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს სცემეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეს და „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურს სცემეს. „ჟვანიას ქუჩაზე, ტაბულას ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და მობილური წაართვეს, როცა ის აქციას იღებდა. ჩემი თხოვნის მიუხედავად, წამოსულიყო, გიორგიმ მუშაობა გააგრძელა ოფისის მობილურით, რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა. რუსული, ღორი რეჟიმის დაცვაში სპეზრაცმი იქცევა ველურივით. ჯერ მობილური დააბრუნეთ და დანა

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - შენობაში კვლავ მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეეძლებათ მუშაობა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ნატოში საქართველოს ყოფილ ელჩს, სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD) დამფუძნებელს ლევან დოლიძეს ესაუბრა. - ბატონო ლევან, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ აპირებს „აგენტების შესახებ“ კანონის სხვა სახელწოდებით, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ სახელწოდებით მიღებას, ეს საკითხი ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ და განხილვად თემად იქცა. რამდენადაც მახსოვს, თქვენ სამოქალაქ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. გუშინდელ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა სრულად ვერ მოესწრო. ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა. “ქართული ოცნების“ კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და

სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს სცემეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი სცემეს. ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს. მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს.   პუბლიკა

პრეზიდენტი - ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია

ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას. ის ხელისუფლების ქმედებას დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად აფასებს. „თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტი

მილერი რუსულ კანონზე: გავიმეორებ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეშფოთებულია რუსული კანონით.

თბილისის მერიის თანამშრომელი: ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე

თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონის არსებული ფორმით მიღების იდეაა მტრული. ის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს: „როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად რა მოლოდინი გაქვთ? რუსული ასოებით ან სიტყვებით უნდა ეწეროს ტექსტი, ღიად უნდა გამორიცხავდეს რუსეთზე გავრცელებას, თუ მაინც და მაინც რუსეთის დუმამ უნდა მიიღოს? ის რომ: ეს კანონი იქნება სახელმწიფოს მხრიდან სა

ზურაბიშვილმა თბილისის მოვლენების შესახებ შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართა

პრეზიდენტის განცხადებით, თბილისში, რუსულ კანონთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართა და მიმდინარე პროცესები გააცნო. მანამდე სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ „ხელისუფლების დაჟინება, რომ მიიღოს ეს კანონი საზოგადოების სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, არის პირდაპირი პროვოკაცია – დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია”. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ.

პარლამენტში, ბექა ლილუაშვილმა "რუსული კანონის" ალტერნატივად "ანტირუსული" კანონპროექტი წარადგინა, რომელსაც "ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ თავმდჯომარე ბექა ლილუაშვილის განცხადება საპარლაენტო ტრიბუნაზე ალტერნატიულ ინიციატივებთან დაკავშირებით.   „მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ყველა ახალგაზრდას, ვინც გუშინ აქციიდან, სახლიდან, სოციალური ქსელებიდან იცავდა ქვეყნის ევროპულ მომავალს და მომავალშიც დაიცავს. ჩვენ გუშინ ოცნებას შევთავაზეთ მათი გასასვლელი რომ არ მომხდარიყო საზოგადოების დაყოფა, არ მომხდარიყო დაპირისპირება, არ მომხდარიყო სახელდება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი და ძალი

ბექა ლილუაშვილი - "ოცნებამ" გადაწყვიტა პირდაპირი დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებთან, იმის ნაცვლად, რომ შეენარჩუნებინათ ელემენტარული შანსი მაინც იმისთვის, რომ ამ ხალხთან ერთად გაგვეგრძელებინა სვლა ევროპული მომავლისკენ

“ოცნება” გასულია მომსახურების ზონიდან, გასულია ჩვენი მოქალაქეების მსახურების ზონიდან. აბსოლუტურად შეურაცხადი მოწადინებით არიან მიმართული “რუსული კანონის” მიღებაზე და არავის არ ეგონოს, რომ მათ არ ქონდათ გონივრული გასასვლელი, რომ მათ არ შევთავაზეთ ჩვენ გონივრული გამოსავალი. მათ გადაწყვიტეს პირდაპირი დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებთან, იმის ნაცვლად, რომ შეენარჩუნებინათ ელემენტარული შანსი მაინც იმისთვის, რომ ამ ხალხთან ერთად გაგვეგრძელებინა სვლა ევროპული მომავლისკენ.  ბექა

ბექა ლილუაშვილი "ოცნებას" - არჩევნები მალე მოვა, შეიცვლებით, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ისტორიას დარჩება

ხელისუფლება იღებს კანონს, რომლითაც ქვეყნის ისტორიულ მტრებსა და ისტორიულ მოკავშირე მეგობრებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს - არჩევნები მალე მოვა, თქვენ შეიცვლებით, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ისტორიას დარჩება! - ასე მიმართა “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ლილუაშვილის თქმით, უმრავლესობის კანონპროექტის რეალური მიზანი ევროპის მტრად გამოცხადება, ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა. მისივე თქმით, ხელის

ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა

ჭიჭინაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცველები ცდლობენ, პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლონ აქციის მონაწილეებისაგნ, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე იმყოფებიან პარტია „ახალის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია. პოლიცია ცდილობს, ნიკა გვარამია ტერიტორიიდან გაიყვანოს. ipn

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: ქართული კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ  „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის. ელჩის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს, მაგრამ საფრანგეთი,  აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. ამასთან, შერაზ გასრიმ ჟურნალისტის კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა სატელევიზიო დებატებში რუსულ კანონთან დაკავშირებ

ბექა ლილუაშვილი - ხალხმა ხელისუფლების მიერ მათი ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობას, უპასუხა ერთიანობით, ზუსტად ერთიანობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და დავიცვათ ქვეყნის მომავალი, რაც არჩევნების დაცვაზე გადის!

მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ახლგაზრდებს, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა და იცავდა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ხალხმა ხელისუფლების მიერ მათი ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობას, უპასუხა ერთიანობით, ზუსტად ერთიანობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და დავიცვათ ქვეყნის მომავალი, რაც არჩევნების დაცვაზე გადის! საქართველო უკვე ევროპაა. არა - რუსეთს.    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/

ბექა ლილუაშვილი - თუ თქვენ ამ ნაბიჯს გადადგამთ, თქვენ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერს და მოყვარეს ერთ სიბრტყეში დააყენებს

თუ თქვენ ამ ნაბიჯს გადადგამთ, თქვენ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერს და მოყვარეს ერთ სიბრტყეში დააყენებს. არჩევნები მალე მოვა, თქვენ შეიცვლებით, მაგრამ თქვენი ეს გადაწყვეტილება ისტორიაში დარჩება.    ბექა ლილუაშვილის სიტყვა პარლამენტში. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/462582872854342/

მიშა დაუშვილი - ჩვენ დღეს გვმართებს კეთილგონიერება, სიფრთხილე, რომ ვიყოთ ერთიანები და არ უნდა დავუშვათ რაიმე ტიპის დაპირისპირება საზოგადოებაში

ჩვენ დღეს გვმართებს კეთილგონიერება, სიფრთხილე, რომ ვიყოთ ერთიანები და არ უნდა დავუშვათ რაიმე ტიპის დაპირისპირება საზოგადოებაში. ვინ დღეს “ოცნებას” კიდევ უჭერს მხარს, იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა- აი თქვენ, როგორ გრძნობთ თავს, როგორ მოგწონთ ის ამბავი მიუხედავად იმისა ამ კანონს მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ, როგორ წარმოგიდგენიათ შარშან თუ მოგვატყუეს, მომავალში თუ დასჭირდება თქვენი მოტყუება, რატო არ მოგატყუებთ, ვინ არის დღეს გარანტორი “ოცნებაში”, რომ კიდევ ერთხელ არ გადაგვაგდებენ, როგორც ქვეყნის შ

ბორის აკუნინი - პუტინისტური რუსეთის გარდა საქართველოს სხვა მეგობარი აღარ დარჩება - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წარსულში, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ - ქართველებო, ეს არ დაგემართოთ, იზრუნეთ თავისუფლებაზე!

ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან კბილბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დაბუდებას - თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით, - ასე ეხმაურება რუსი მწერალი, ბორის აკუნინი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და საინფორმაციო საშუალებამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით მიმართა. „
×
×
  • შექმენი...