კონტენტზე გადახტომა






სურათი

მულტიფრონატალური კონფლიქტის პროვოცირება საქართველოში.

დაპოსტა: KLINGON, 23 April 2016 · 2238 ნახვა

თუ გავითვალისწინებთ შვეციაზე რუსული ჰაკერების თავდასხმას რამოდენიმე კვირის წინ
(პარალიზირებული იყო სამთავრობო ვებ საიტები, მედიის ვებ საიტები და ა,შ) და ამ ვიდეოში(ქვემოთ)
მოთხრობილ პუტინის ვებ ტროლების საქმიანობაზე. ეს შეიძლება ტესტირებაა იმ მუტიფრონტალური კონფლიქტის წინ რომელზეც
აქტიურად მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები ივანიშვილის ჩრდილოვანი დაზვერვა და სხვადასხვა
პრორუსული ჯგუფები ჭყოიძეთი დაწყებული და ბურჯანაძით დამთავრებული. მულტიფრონტალური კონფლოქტი
ს პროვოცირება ალბათ ზაფხულის მიწურულში ან შემოდგომით განხორციელდება და მოიცავს როგორც ზოგადად
ინფორმაციულ სივრცეს ის ცხოვრების სხვა სეგმენტებს რომლებსაც ერთი შეხედვით პირდაპირი კავშირი არ გააჩნიათ.
ამ დღეებში ატეხილი ფარული ჩანაწერების გარშემო აჟიოტაჟიც ვფიქრობ მცირე ტესტირება იყო იმისა
რაც მულტიფრონტალური კონფლიქტის დროს უნდა განხორციელდეს.




მულტიფრონტალური კონფლიქტი:

პროვოცირება და ერთდროული გაჩაღება ყოველი კონფლიქტისა რაზეც არსებობს შეგროვილი ინფორმაცია
ყველა ყველას წინააღმდეგ. ამ კონფლიქტების პროვოცირებისას არ არსებობს კონკრეტული ერთი სამიზნე,
სამიზნე ყველაა ვისაც შეიძლება შეეხოს რაიმე ფორმით პოლიტიკოსებიდან დაწყებული მედიამდე,
ბიზნესმენიდან დაწყებული ჯარისკაცებამდე, პოლიციელიდან დაწყებული ექიმამდე და ა.შ....
მულტიფრონტალურ კონფლიქტის პროვოცირებას ერთი მიზანი აქვს
რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ადამიანები იყვნენ დაპირისპირებულნი
ნებისმიერი ფორმით და მაქსიმალური გრძელვადიანი ზარალი მიადგეს მოცემულ ქვეყანას.

მულტიფრონატულ კონფლიქტს არ გააჩნია ათვლის წერტილი და დასასრული იგი მუშაობს მოსახლეობის
მაქსიმალურად გამოფიტვისა და ტოტალური დაშინების შემდეგაც....

ჟურნალისტთა საერთაშორისო გამოძიება პუტინის ვებ–ტროლების საქმიანობაზე ევროპაში


http://www.myvideo.ge/v/2829144