კონტენტზე გადახტომა






სურათი

ნოემბერში 59 წელი შესრულდა 1956 წლის ბუტაპეშტის აჯანყებიდან, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ....

დაპოსტა: KLINGON, 10 November 2015 · 2985 ნახვა

ნოემბერში 59 წელი შესრულდა 1956 წლის ბუტაპეშტის აჯანყებიდან, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.... ყველაფერი სტუდენტური გამოსვლებით დაიწყო 1956 წლის 14 ოქტომბერს...
16 ოქტომბერს მათ შეუერთდა უნგრეთის აკადემიური წრეების წარმომადგენლობა და ჩამოყალიბდა 16 პუნქტიანი მოთხოვნა
სადაც მთავარი რუსული ჯარების უნგრეთიდან გაყვანა და იმრე ნადის პრემიერ მინისტრად დანიშვნა....
23 ოქტომბერს უნგრეთის კოლლაბორაციონისტური მთავრობის წევრმა
ერნე გერემ დაგმო დემონსტრანტთა მოთხოვნები....ამის საპასუხოდ დემონსტრანტებმა ცადეს რადიოს სახლის აღება
, გაიმართა ბრძოლები ერთ საათში უკვე იყო დაღუპული რამდენიმე დემონსტრანტი... რუსი მარშალ სოკოლოვსკის ბრძანებით აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლებში ჩაება რუსული რჩეული შენაერთები.... 24 ოქტომბერს ფორმალური კოლლაბორაციონისტური თხოვნის საფუძველზე ბუდაპეშტში შევიდა რუსული ახალი შენაერთები:
6 000 ჯარისკაცი და ოფიცერი, 290 ტანკი, 120 ქვეითთა საბრძოლო მანქანა(ბეტეერი) და 120 საარტილერიო დანადგარი
რასაც 25 ოქტომბერს დაემატა 33 გვარდიის მექანიზირებული ბრიგადა და 128-ე გვარდიის მსროლელთა პოლკი და ეს ყოველივე ბუდაპეშტის

მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლველად....
იმ დღესვე დაიწვა 1 რუსული ტანკი და დაიღუპა 61 უნგრელი მოქალაქე დაჭრილთა რიცხვი 284 აღემატებოდა....
26 ოქტომბერს კოლლაბორაციონისტთა მთავრობამ
რუსეთის რეკომენდაციით "ამინისტია" გამოაცხადა...
ბრძოლები მხოლოდ დროებით შეწყდა 29 ოქტომბერს იმრე ნადის რადიომიმართვის შემდეგ....
30 ოქტომბერს რუსული ჯარები დროებით იქნა გაყვანილი
31 ოქტომბერს ხრუშჩოვის დავალებით ჟუკოვმა შეიმუშავა ბუდაპეშტის აღების გეგმა,
კოდური სახელწოდება: «Вихрь» რომელშიც მონაწილეობას იღებდა:
15 სატანკო მექანიზირებული, მსროლელი და ავიოდივიზიები.
მეშვიდე და 31-ე სამხედრო მედესანტეთა დივიზია,
სულ 60 000 ჯარისკაცი და 3000 ტანკი Т-54
4 ნოემბერს დილის 4 საათზე(უყვართ ეს დრო რუს უკუპანტებს ვითარცა ქურდებს)
ოპერაცია «Вихрь»-ი : ბუდაპეშტში შესვლა დაიწყო რუსული ტანკების კოლონებმა:
იმრე ნადმა რადიოთი მიმართა ბუდაპეშტელებს:
"Говорит Председатель Верховного Совета Венгерской Народной республики Имре Надь.
Сегодня рано утром советские войска атаковали нашу страну с целью свергнуть законное демократическое правительство Венгрии. Наша армия ведёт бои.
Все члены правительства остаются на своих местах." .
ბრძოლები ბუტაპეშტის ქუჩებში რამოდენიმე დღე გრძელდებოდა....
უნგრელებმა სიმამაცის საარაკო მაგალითები უჩვენეს მთელ მსოფლიოს...
8 ოქომბერს რუსმა ოკუპანტებმა უნგრეთის ქუჩებში უკანასკნელი წინააღმდეგობის დაჯგუფებები გაანადგურეს....
იმრე ნადმა იუგოსლავიის საელჩოში შეაფარა თავი
(მოგვიანებით იგი შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს)
ამ ამბების შემდეგ 5 000 მეტი უნგრელი დაპატიმრებული იქნა:
აქედან 350 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს,
შემდგომში კიდევ 26 000 ადამიანი იქნა
შეპყრობილი რომელთაგან 13 000 სხვადასხვა ვადით იქნა ციხეში განთავსებული.....


http://www.myvideo.g...r=subscribe_log