Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    40
  • comments
    0
  • views
    170.088

სოვოკი ივანიშვილის ბიუროკრატების აღზევება.


KLINGON

2.612 views

blog-0035823001444487985.jpgრეპლიკა თემაზე:რესპების აღზევება - სავრესპებრესპების აღზევება - - სავარაუდო სცენარი

https://forum.ge/?f=...c=34757904&st=0

სიყალბე ბოროტებაა, სიყალბე და სიცრუე ვერასოდეს ვერ გახდება ის რასაც სასარგებლო და სასიკეთო ქვია....

 

რესპუბლიკური პარტია ძირითადად სიკოფანტებისაგან შედგება, ამ ორგანიზაციაში უსუფაშვილ-ხიდაშელის მისვლით

 

პარტია საბოლოოდ ჩამოყალიბდა უინიციატივო ფლეგმატურ ფუნქციონერთა ორგანიზაციად...

 

"დროული ღალატის" საქმეში კი მათ ბადალი არ ყავთ და თვით ნინო ბურჯანაძესაც კარგი მანძილით გაასწრეს.

 

თუ ვინმე მიგდია ჯანელიძე სუფთა კოლლაბორაციონისტი იყო ხიდაშელი წმინდა წყლის კარიკატურაა ამ პოსტზე..

 

საქართველოს ტრადიციულად არ უმართლებდა თავდაცვის მინისტრებში: კიტოვანით დაწყებული, ვარდიკოთ

 

(ვარდიკო პირდაპირ ფსბემ დაუნიშნა ედუარდს)......

 

თევზაძე პირონულად სიმპატიას იმსახურებდა როგორც ქართველი მაგრამ იგი მაინც ვერ იყო თავდაცვის მინისტრი

 

თუმცა მის ქვემოთ და ზემოთ სიას თუ თვალს გადავავლებთ,

 

მათ ფონზე თევზაძე შეიძლება აგესილაე II მოგვეჩვენოს...

 

 

ხიდაშელი ტუტრუცანა ქალების კომიტეტის ერთერთი თვალსაჩინო წარმომაგენელია....

 

 

ივანიშვილს არაერთხელ დაუცინია ქართველებისათვის,

 

გამორჩეული უუნარო ფრიკების თანამდებობებზე დანიშვნით

 

პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან და ხიდაშელის შემთხვევაში

 

გამონაკლისს რატომ გააკეთებდა...

 

 

ივანიშვილი ხელისუფლების ყიდვის დღიდან ქმნის ტოტალურ ბიუროკრატიულ სისტემას,

 

ცხადია მას არ სურდა საკუთარ ხარჯზე ლოიალური "პოლიტიკოსების" შენახვა ამიტომ ისინი გაზრდილ ბიუროკრატთა

 

ლეგიონად აქცია, ბიუროკრატზე ლოიალური ამ ქვეყანაზე ვერავინ მოიძებნება როდესაც ქვეყანას აკონტროლებ.

 

ირონია იმაშია რომ ამ ბიუროკრატიას საქართველო ინახავს ივანიშვილის ლოიალურობისათვის....

 

 

ვერაფერს იტყვი მშვენივრად მოეწყვნენ .....

 

 

ბიუროკრატიულ ბრძოლებში კი რესპუბლიკელებს ბადალი არ ყავთ, ეს ალბათ ერთადერთია რაც მათ ეხერხებათ.

 

რაც შეეხება ხიდაშელს და რესპუბლიკური პარტიის პროდასავლურობას,

 

როგორც ოკუპაციის ენაზე იტყვიან: "Не смешите мои тапочки".

 

ისინი ისეთივე დასავლურები არიან როგორც მონღოლეთის ხურალი პროგვატემალური...

 

მათ უყვართ ბიუროკრატია

 

(საერთო ბევრი აქვთ: "შავი შავია, თეთრი თეთრია" ბლა ბლა ბლა, ალაფურშეტი...),

 

 

ევროპული იქნება თუ ინდონეზიური მნიშვნელობა არა აქვს...

 

 

 

ბიუროკრატის აღზევება ირონიულად ჟღერს უსუფაშვილები ხიდაშელები უბრალოდ უფრო მაღალანაზღაურებადი ბიუროკრატები

 

გახდნენ, როგორც კი საჭირო გახდება რაიმე სერიოზული პასუხისმგებლობის თავზე აღება ისინი მაშინვე "ოპოზიციონერობას" დაიბრალებენ

 

შემდეგ ქანდარაზე შემოხტებიან და ყოფილი მოკავშირეების დასმენას და ჭორების გავრცელებას შეუდგებიან(მთელი მათი არსი ამაშია).

 

ეს ამბავი რესპუბლიკელების რაობისა საქართველოში ბავშვებმაც კი იციან...

 

ვიმეორებ ისინი არც ლიბერალები(ტერმინოლოგიის ხმარება თავისთავად არ ნიშნავს მსოფლმხედველობას) არც

 

პროდასავლური ძალები არ არიან...

 

 

ბიუროკრატი, ბიუროკრატია ნებისმიერ სისტემაში ....

 

ხვალ რომ ჩუჩხე იყოს ჩუჩხეს ბიუროკრატები იქნებიან, ჩინელები მოვლენ და უსუფაშვილი თავში სინოლოგიის ტალანტს აღმოაჩენს,

 

ხიდაშელს კი მანჯურიელი ბიუროკრატი თანამოაზრეები გამოუჩნდება...

 

Klingon 15 May 2015, 20:51

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...