Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    40
  • comments
    0
  • views
    170.088

ერეტიკოსის დღიურიდან...


KLINGON

3.656 views

blog-0781308001444488862.jpgმოხდა დიადი სასწაული და ზემოკომპასელმა ოლიგარქმა ნემსის ყუნწში გაიარა...

 

მართალია ეს ყუნწი ჯერ კიდევ 2012 წელს 53% ელეტორატმა გაუფართოვა მაგრამ ამას რამნიშვნელობა აქვს სასწაული სასწაულია...

 

 

გაგრძელება

 

 

ივანიშვილი და მისი სოვოკი სალიერის მაგონებენ...

 

სალიერიმ ერთხელ მოცარტს უთხრა:

 

"ღმერთმა იმით დამსაჯა რომ შემიძლია შედევრების ამოცნობა მაგრამ არა მათი შექმნა".

 

 

ბიძინემ როდესაც დაინახა შესაძლებლობა

 

ჯანმრთელი მეტნაკლებად აწყობილი საქართველო იაფად შეესყიდა,

 

შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა...

 

მან დაინახა შედევრი მაგრამ როგორც სალიერის თვითონ არ შეუძლია შედევრების შექმნა...

 

ისტორია ძველია როგორც სამყარო...

 

 

ელექტორატი კი... პიროვნულად არ აგებს პასუხს და ვერ მოთხოვ....

 

ფარა მასისაგან იღუპება.

 

 

ერთადერთი ღიმილს იწვევს სხვისი რეფორმების ექსკრემენტებზე ამაყად წამოჭიმული კაცუნები

 

რომლებიც ამბობენ რომ ამ რეფორმებში ძალიან ბევრი ნოტია...

 

 

 

 

Klingonდამოუკიდებლობაზე ერებს კითხვას არ უსვამენ, ერი უკვე ნიშნავს დამოუკიდებლობას.

 

მსგავსი კითხვა შეიძლება ფარას დაუსვას კაცმა(თუ თემის ავტორი არ გამინაწყენდება) რაც უკვე ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

 

ხანდახან ერები თავის ისტორიის მანძილზე გადიან ცხვრის ფარის მდგომარეობაში ყოფნის პერიოდს

 

(რომელიც ამჟამადაა საქართველოში და იყო 1925-1987 წლებში).

 

ფარის მდგომარეობაში ყოფნის პერიოდი ბევრ ერსა აქვს გავლილი(რუსები მაგალითად სულ მაგ მდგომარობაში არიან).

 

როდესაც ერი ფარის მდგომარეობის ეტაპს გადის მას ერის თვისებები მიძინებული აქვს ამიტომ კითხვას ერს კი არ უსვამთ არამედ

 

ცხვრების ფარას რაც ყოველგვარ აზრს მოკლებულია....

 

რაც შეეხება ფასს: რა ღირს სიცოცხლე? რა ღირს წარსული, დღევანდელი და მომავალი ქართველების სიცოცხლე?

 

რა ღირს ეს ყველაფერი იაფეტის მოდგმიდან დღემდე?

 

სიცოცხლე და თავისუფლება სინონიმებია ერისათვის,

 

როგორც არათავისუფლება და სიკვდილი.

 

 

როგორც ოსტაპი იტყოდა: ვფიქრობ აქ ვაჭრობა უადგილოა.

 

ცხვრებთან კი უბრალოდ არავინ ვაჭრობს ცხვრებს მიერეკებიან და ბოლოს ფარა მასისაგან იღუპება თუ გონება არ გაიღვიძებს..

 

 

 

რაც შეეხება ხელისუფლებას, საქართველოს დღეს არ ყავს ხელისუფლება რომელიც საქართველოს სახელით ლაპარაკობს,

 

დღეს არსებული ადმინისტრაცია ლაპარაკობს თავის მიერ ფარად ქცეული ამომრჩეველის მაგივრად, მათი სახელით.

 

 

 

"მოხდა დიადი სასწაული და ზემოკომპასელმა ოლიგარქმა ნემსის ყუნწში გაიარა...

 

მართალია ეს ყუნწი,

 

ჯერ კიდევ 2012 წელს 53% ელეტორატმა გაუფართოვა

 

მაგრამ ამას რამნიშვნელობა აქვს სასწაული სასწაულია..."

 

ერეტიკოსის დღიურიდან.

 

Klingonვინაიდან ეხლა უკვე წარსულია, პოლიტიკოსი უნდა ცხოვრობდეს მომავალში ე.ი. იყოს რეფორმატორი...

 

პარადოქსი იმაშია რომ რეფორმების წარმატებების შედეგებს(თუ ის მომავლისთვისაა) რეფორმატორები ვერ წარმოაჩენენ ეხლა რომელიც წარსულია

 

შესაბამისად ამ წარმატებებით სარგებლობენ ყოჩაღი რეტროგრადები ....

 

რეფორმატორი პოლიტიკოსი ალბათ უფრო ექიმია ხშირ შემთხვევაში ქირურგი,

 

ვინც არაა რეფორმატორი პოლიტიკოსი იგი პარაზიტი რეტროგრადია პოლიტიკაში.

 

არ არსებობს კეთილი და ბოროტი პოლიტიკოსი როგორც ავღნიშნე ზემოთ:

 

არსებობს რეფორმატორი ან რეტროგრადი პოლიტიკოსი....

 

რეტროგრადები რაოდენ დამამშვიდებლად და კეთილადაც არ უნდა გამოიყურებოდნენ საბოლოოდ

 

ისინი სახელმწიფოს სხეულზე განგრენას იწვევენ:

 

"კონდიტერი და თოვლის ბაბუა ქირურგზე მიმზიდველად გამოიყურებიან,

 

მაგრამ როდესც ადამიანს კიდურზე განგრენა აქვს იგი მაინც ქირურგს თხოვს შველას და არა კონდიტერს"

 

ჯინ როდენბერი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...