Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    40
  • comments
    0
  • views
    170.332

რუსული მემების მიმიკრია ანუ ვისი მაიმუნი ხარ?


KLINGON

3.969 views

blog-0339505001440771938.jpgმემი(meme-ინგლ) კულტურული ინფორმაციის ერთეულია.

მემი შეიძლება შეცავდეს ნებისმიერ იდეას სიმბოლოს მანერას, ქმედებას,

გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად გადაეცმა ერთ ადამიანიდან მეორეს სიტყვის ვიდეოს ან ჟესტის სახით.

პირველად მემის კონცეფცია ბიოლოგმა რიჩარდ დოკინზმა შემოიღო 1976 წელს თავის წიგნში "ეგოისტური რისხვა".

 

აქ ზოგადად ვისაც სურვილი ექნება შეავსოს თემა თავისი ინფორმაციით,

 

მე კი ვეცდები სხვა ასპექტში განვიხილო მემების საკითხი ქართულ სინამდვილეში.

 

უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს მოსახლეობის(ინეტის მომხმარებლებზეა საუბარი)

 

გარკვეულ ნაწილში უცხო მემების გაუცნობიერებლად გადმოტანა ქართულში და მისი გამოყენება....

 

რუსული სოვოკის ძერჟავული მემებით სავსეა ინეტი, ინფორმაციას დახარბებული ადამიანები ხარბად იზეპირებენ

 

გაუცნობიერებლად ამკვიდრებენ ამ მემებს რაც ზოგადად ზიანის მომტანი არაა მაგრამ ამ მემების დეკლამატორებს,

 

წერისას გამომყენებლებს საკმაოდ სასაცილო მდგომარეობაში აყენებს.

 

რუსული ძერჟავული სოვოკის პოლიტიკური მემების რამდენიმე მაგალითი:

 

ლიბერასტი, გეი ევროპა, ზვიადისტი, მიშისტი, ამერიკოზი, ბენდერელი ფაშისტი, უკრი, ვაჰაბიტი, ...

 

ბოლო ვაჰაბიტი არ ვიცი რატომ მოხდა მაგრამ რუსებმა სალაფიტებს ვაჰაბიტები დაარქვეს და ...

 

ლიბერასტი ცხადია სალანძღავი მემია და აჩვენებს რუსულ ჩეკისტურ-შავრაზმულ-ორთოდოქსულ ზიზღ-ცილისწამებას

 

ლიბერალიზმის მიმართ საერთოდ

 

(აქ ამ მემით ქართულად მოსაუბრემ უნდა იცოდეს ვინ იყვნენ ქართველი ლიბერალები, საერთოდ ლიბერალიზმი რა არი

 

რამდენი მიმართულებაა რა ფილოსოფია და ა.შ. შეიძლება არ მოგწონდეს მემარცხენე ან მემარჯვენე ლიბერალი

 

მაგრამ ყველა ექიმს რუსული მემით აგინო როდესაც შენ სტომატოლოგზე ხარ გაბრაზებული უმეცრობას ხომ არ მიანიშნებს).

 

ზვიადისტი, მიშისტი(და დღას ინერციით ადგილობრივი ბიძინიზმი) პირველი ორი რუსი ჩეკისტების მოგონილია

 

პირველად მემი მიშიზმი ეგორ გიორგაძემ იხმარა ასე რომ ურიგო არ იქნება ადამიანმა იცოდეს ვისი მემის ვერბალურ მიმიკრიას

 

ეწევა....

 

 

არსებობს ინგლისური ფრანგული მავნე მემები და ა.შ.

 

ყველა რუსული მემი არაა ცუდი მაგრამ თანამედროვე რუსული პოლიტიკური მემების გამეორებისას

 

ცოტა დაფიქრებაა საჭირო ვინაიდან რუსული პოლიტიკური მემების უმრავლესობა როგორც ზემოთ მოგახსენეთ

 

ძერჟავული სოვოკის მემია...

 

როდესაც რომელიმე მემს ბრმად ხმარობ ფრთხილდ! შეიძლება ისეთი ადამიანთა ერთობაში ეწერები სადაც არ გინდა რომ

 

მოხვედრილიყავი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...