Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    40
  • comments
    0
  • views
    170.090

უკრაინის და საქართველოს გმირები - დიდება გმირებს!


KLINGON

2.381 views

"საუბარი არის ფასზე, რა დაგვიჯდება.

 

 

ჩვენ რომ ვებრძოლოდ, ეს კიდევ ერთი (თუ ასი) ბარის პირი იქნება რუსეთის იმპერიის სამარეზე,

 

ეს ჩვენ კი შეიძლება საბოლოო განადგურებად დაგვიჯდეს"

 

ვიღაცის კომენტარი ფორუმზე

 

-----------ყოველგვარი ნიღაბი არსებობს ამ ქვეყნად, მათ შორის სილაჩრის გამამართლებელი კეთილგონიერებისაც-აკაკი ბაქრაძე

 

.......მჩხავანა კატები, ბაბაიას(დათვზე) მეფანდურეები,

"მძინარე ცხინვალის" არაკის მომღერლები და სხვები ამ თემაზე დისკუსიას არ იმსახურებენ.....

 

სიყრმეში დაკოდილი ლაჩარი ევნუხთა სული გადმოდგა საფიხვნოსა ზედა და "დამოძღვრა" სკაპეცნი:

 

"ოდეს შავს თავის სახელს უწოდებთ წარირყვნება ქვეყანა შვილებო, ოდეს თეთრი იწოდოს თეთრად

განადგურდეს ყოველი კოლხთა ცისქვეშეთში.

მომბაძეთ მე(განაგრძო სახანოს კარზე ღორის რძით ნაპატიები ლოყებით ჭორვილელმა)

თავი უქნიეთ ყაენს დალოცეთ როდესაც თქვენ ძმას მოაკვდინებს,

საბანი წაახურეთ როდესაც თქვენი დედის გაბახება მოიწადინოს მთავარმა ბოიარმან,

სულიკო უმღერეთ თქვენი პურმარილით გაყაზბებულ სოლდათს ეგება ეშველოს და გაფაღარათდეს.

 

..და გექნებათ სალაფავი უხვად გობშიდ, სადარდებელი კი ნაკლები,

ოდეს ყმის ავკარგად ყოფნაზედ ბატონია პასუხმგები...

 

რაღაცრაღაცეები დათმეთ და რაღაცრაღაცეებს მოიგებთ ოდეს ასეთია ხვედრი ჩვენი შვილნო ევნუხნო!"

 

უბნობდა მონობაში გაზრდილი ფეესბე–გრუს ვიზით გამდიდრებულ–გალაღებული ყოფილი ხელისბიჭი,

 

დღეს უკვე ფულის იშტით ნერწვით დახრჩობას გადარჩენილი გუბასას მიერ გიორგი ბრწყინვალეს შედარებული.

 

 

 

------თერმოპილის სრუტეს იცავდა 300 სპარტელი ჰოპლიტი და 1000 ფისტიელი მშვილდოსანი,

 

სპარსელთა 198 000 ჯარის შემოტევებისაგან თითქმის ერთი კვირა,

 

ეს კაცობრიობის ისტორიაში არი პატროიტიზმის ვაჟკაცობის და სამხედრო პროფესიონალიზმის ბრწყინვალე ნიმუში.....

 

 

 

"როდესაც სპარტელებს მეფე ლეონიდასი მოუკლეს ისინი განაგრძობდნენ ბრძოლა,

 

როდესაც მათ დორუ(ხელშუბი) და ფარები შემოეფშვნათ ისინი განაგრძობდნენ ბრძოლას,

 

როდესაც სპარტელებს უკანასკნელი მახვილები ხელში შემოატყდათ ისინი მუშტებით და კბილებით განაგრძობდნენ ბრძოლას....."

 

 

 

წერს ჰეროდოტე...

 

Ω ΞΕΙΝ ΑΓΓΕΛΛΕΙΝ ΛΑΚΕΔΑΙΜΟΝΙΟΙΣ ΟΤΙ ΤΗΔΕ ΚΕΙΜΕΘΑ ΤΟΙΣ ΚΕΙΝΩΝΡΗΜΑΣΙ ΠΕΙΘΟΜΕΝΟΙ

 

 

 

–––– უცხოელო მგზავრო გადაეცი ლაკედომენში(სპარტაში) რომ ჩვენ აქ ვწევართ ვალის ერთგულნი"

 

 

 

ეპიტაფია 300 სპარტელის მონუმენტიდან....

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...