Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    40
  • comments
    0
  • views
    170.088

პინოჩეტის მაგალითი ოლიგარქის ლევაკი თანამხარჯველის მონოლოგში.


KLINGON

2.198 views

blog-0574399001429418481.jpg Si tacuisses, philosophus mansisses

 

 

გუშინ გადაცემა კურიერში საკმაოდ ვრცელი რეპორტაჟი იყო საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრთა

 

ექსდრადიციის უარზე ინტერპოლის მხრიდან

 

(როგორც მოსალოდნელი იყო ივანიშვილისა და მისი კლიენტების სამყაროს ხედვა არ დაემთხვა

 

ოლიგარქის "დემოკრატიით" გაოცებულ ევროპის ფასეულობებს).

 

ეს ამბავი ჩვენ და დარჩენილმა მსოფლიომ 2012 წლის ოქტომბრიდან ვიცით მაგრამ დღემდე არ უნდათ დაიჯერონ

 

ივანიშვილის კლიენტებმა და პირდაფჩენილმა ჰარიჯანებმა....

 

 

ამჯერად ინტერპოლის უარის საპასუხოდ ივანიშვილის თანამხარჯველი გია ჟორჟოლიანი იყო სტუდიაში....

 

 

ჟორჟოლიანმა თავისებურად ახსნა ინტერპოლის "აღმაშფოთებელი" საქციელი და რატომღაც პინოჩეტის ექსტრადიციის

 

"საქმეს" შეადარა. ესაო, ისაო, აი პინოჩეტის ექსტრადიციაზეც ეგეთი ამბები იყოო, "ძნელია თანამდებობის პირების ბრალეულობის

 

დამტკიცება ინტერპოლისათვის"-ო.....

 

 

გამახსენდა ლათინური ანდაზა:

Si tacuisses, philosophus mansisses

 

"რომ დავდუმებულიყავი, ფილოსოფოსად მაინც დავრჩებოდი".

 

ეს ჟორჟოლიანზეა ამ შემთხვევაში ნათქვამი, რა გრჯიდა ვეჟო?

 

1. საქმე იმაშია რომ ჩილეს არასოდეს არ მოუთხოვია სხვა ქვეყნებისაგან ყოფილი პრეზიდენტი პინოჩეტის ექსტრადიცია.

 

2. პინოჩეტი არასოდეს არ უღიარებიათ დამნაშავედ.

 

3. პინოჩეტი სიბერით გარდაიცვალა თავის სამშობლოში.

 

ალბათ ჟორჟოლიანს ყური ქონია მოკრული შემთხვევაზე, როდესაც ინგლისში სამკურნალოდ ჩასული პინოჩეტის

 

ექსტრადიცია ესპანეთის სოციალისტური პარტიამ თხოვა დიდ ბრიტანეთს.

 

რა თქმა უნდა, ესპანელი სოციალისტების ეს მოთხოვნა არ ყოფილა დაკმაყოფილებული,

 

ნეტარმა აუგუსტო პინოჩეტმა იმკურნალა ინგლისში და სამშობლოშიც

 

მშვიდობით დაბრუნდა....

 

 

ჟორჟოლიანის ბიოგრაფიას გადავხედ და ერთი ნიშანდობლივი მომენტი შევამჩნიე:

 

ჩვენი გია 2010 წელს გამხდარა ახლადდაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობის "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" ლიდერი.

 

ჰოდა ვიაიდან ლევაკია იფიქრა პინოჩეტს შევადარებ და ორ კურდღელს ერთად დავიჭერო:

 

აბა ვინ გადაამოწმებს სიმართლეში რა იყო და ეს ანალოგია რამდენად მიზანშეწონილიაო....

 

ამ სოციალისტ-ლევაკებს თვითონ ხომ გონიათ პინოჩეტი სალანძღავი სიტყვა ეგ ჯანდაბას,

 

 

 

 

მიაჩნიათ რომ სხვებიც ესე ფიქრობენო....

 

ერთობ სახალისო იყო გია ჟორჟოლიანის "არგუმენტების" მოსმენა ინტერპოლის საპასუხოდ, განსაკუთრები პინოჩეტის" ანალოგიით"

 

ჭორით უღვთოდ გაჟღენთილი რაც დამახასიათებელია ივანიშვილის სინდიკატის წევრთათვის...

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...