Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    40
  • comments
    0
  • views
    170.088

დროული ღალატის თემა ქართულ პოლიტიკაში.


KLINGON

1.685 views

blog-0897363001444488470.jpg"Trahison - ce est une date de question. Temps de mettre - cela signifie de prévoir ".

Charles Maurice de Talleyrand-Périgord.

 

 

"ღალატი-ეს დროის(თარიღის) საკითხია. დროული ღალატი - წინდახედულობის ნიშანია"

Charles Maurice de Talleyrand-Périgord.

 

 

საინტერესო თემაა როგორც ზოგადად, ისე ქართულ პოლიტიკაში კერძოდ:

 

ამასთან პოლიტიკოსები მორალურ კატეგორიებს ფარად იყენებენ იმაზე ხშირად ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვს.

 

თუ ნეტარ ტალიერანს დავუჯერებთ ღალატს გააჩნია, თუ ღალატი დროულია იგი წინდახედულობა და "სიბრძნე"

 

ყოფილა.

 

 

დროული ღალატის ჩემპიონად შეიძლება ბოლო 20-წლიან ისტორიაში რესპუბლიკური პარტია დავასახელო.

 

არასოდეს არ შეშლიათ დრო და ყველა პარტნიორსა და იდეას უღალატეს დროულად ამიტომ ჯერჯერობით

 

პირველ ადგილზე დავნიშნავ.

 

წარუმატებელს კი დროულ ღალატში ალბათ ახალი მემარჯვენეების ლიდერს დავით გამყრელიძეს დავასახელებ

 

ამ ადამიანს ქრონიკულად არ უმართლებდა ღალატის დროის შერჩევაში, ან აგვიანებდა ან დროზე ადრე ღალატობდა.

 

თუმცა ალასანიას აქვს სერიოზული შანსები დაეწიოს და გაუსწროს დავით გამყრელიძეს.

 

ინდუვიდუალისტ მოღალატეების ბაზარი დიდია: ბურჯანაძით საგანელიძით დავითაშვილით იწყება და ბოლო არ უჩანს...

 

 

პ.ს. როგორც ერთი ბრიტანელი აგრძელებდა ტალიერანის ამ ფრაზას სარდონიული ღიმილით:

 

"საკმარისი არაა მოღალატე იყო, თუ დრო ვერ შეარჩიე უბრალოდ საძულველ მოღალატედ იქცევი,

 

თუ შეარჩიე აღარავის ახსოვს რომ ღალატი ჩაიდინე შენ უბრალოდ წარმატების მწვერვალზე ბრუნდები".

 

 

27 Nov 2014, 18:17

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...