კონტენტზე გადახტომა






სურათი

მაიდანზე "ქართული ბრიგადის" 14 წევრია გარდაცვლილი

დაპოსტა: PLANETA_INFO, 20 February 2014 · 2909 ნახვა

მაიდანზე "ქართული ბრიგადის" 14 წევრია გარდაცვლილი როგორც ამჟამად მაიდანზე მყოფი ქართველი იტყობინება, კიევში დაღუპულთა რაოდენობა ორივე მხრიდან გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური წყაროებით ვრცელდება.
"ქართული ბრიგადიდან", რომელიც ადგილობრივი ქართველებითაა დაკომპლექტებული, დაღუპულია 14 ქართველი.
ფლობს თუ არა ამ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება, მიმდინარეობს თუ არა საქართველოს დიპკორპუსის მიერ გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა და რა ღონისძიებებს ატარებს ამ მხრივ, უცნობია.
შეიარაღება დიდი რაოდენობით აქვს ორივე მხარეს. ძალიან ორგანიზებულები არიან.
სახელისუფლებო მხრიდან განსაკუთრებით აქტიურობს იანუკოვიჩის ვაჟი. პრაქტიკულად ის მართავს ვითარებას.
მეორე მხარეს "ბენდერების" დაჯგუფება აკონტროლებს. ისინი ახდენენ მაიდანზე მყოფი ხალხის სურსათით და წყლით მომარაგებას. სასტიკად აკრძალულია ალკოჰოლი.
"ტიტუშკა" ხელისუფლების ზონდერ-ბრიგადა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, და პოლიცია განაპირა რაიონებში უსაფრდება მომიტინგეებს, და ადგილზე უსწორდებიან და არ აძლევენ ცენტრისკენ გადაადგილების საშუალებას.
ირგვლივ ყველაფერი იწვის. არეულობას კახი კალაძის რამდენიმე რესტორანიც ვერ გადაურჩა და დაიწვა.
უკრაინელი ხალხი პოზიციების დათმობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას.




უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს საელჩო თავშეყრის ადგილებში გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კონსულმა უკრაინაში, კონსტანტინე საბიაშვილმა განუცხადა, საელჩოს ცხელ ხაზზე საქართველოს მოქალაქეები რეკავენ, თუმცა მასიური პანიკა არ იგრძნობა. მისივე ინფორმაციით, მოვლენები პირდაპირ ეთერში გადაიცემა და საქართველოს მოქალაქეები ორგანიზებულები და ინფორმირებულები არიან. "ჯერ საგანგებო მდომარეობა ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, მაგრამ სიტუაცია ძალიან რთული და უკონტროლოა. ყველას ვურჩევთ, რომ თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრალურ ადგილებში, არეულობების ეპიცენტრში გადაადგილებისაგან", - აღნიშნა კონსტანტინე საბიაშვილმა. მისივე ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საელჩო და საკონსულო კიევის ცენტრალურ რაიონში მდებარეობს, თუმცა ეს ტერიტორია შეტაკების ეპიცენტრი არ არის და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ. როგორც საქართველოს კონსულმა აღნიშნა, დახურულია კანადის საელჩო, რომელიც მოვლენების ეპიცენტრთან ძალიან ახლოსაა. "ვერიდებით ცენტრალურ რაიონში გადაადგილებას თუ არ არის აუცილებლობა", - დასძინა კონსტანტინე საბიაშვილმა.
  • Report

"Мне приятно видеть, что между странами ЕС воцарился широкий консенсус в том, как реагировать на эту ситуацию", - добавил европейский чиновник.

Чешский премьер в свою очередь отметил, что его страна очень обеспокоена ситуацией в Украине, и настроена на "радикальный подход к украинскому правительству".

"Я очень рад, что Совет министров иностранных дел соберется сегодня на экстренное совещание. Чехия готова поддержать общий и радикальный подход ЕС в отношении украинской власти, поскольку именно он является ответственным в прекращении насилия и начала политического диалога", - заявил премьер - министр Чехии Богуслав Соботка в Брюсселе.
  • Report

ოქტომბერი 2019

  12345
6789101112
13141516171819
20 212223242526
2728293031