კონტენტზე გადახტომა






სურათი

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ დავით ნარმანიას მიმართავს

დაპოსტა: PLANETA_INFO, 18 February 2014 · 1831 ნახვა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ დავით ნარმანიას მიმართავს მოგესალმებით ბატონო დავით!

როგორც ცნობილი გახდა, თქვენ ბრძანდებით „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ქ.თბილისის მერობის კანდიდატი.

ბატონო მინისტრო,თქვენ ასევე ხართ „სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის“ წევრი.

კომისია, „საშინაო ვალის“ სხვადასხვა მიმართულებებს შორის, ასევე სწავლობს კოოპერატიული ბინათმშენებლების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან

აღიარებულ სავალო ვალდებულებას.

დედაქალაქში ამ სახის დაზარალებულად ითვლება 3700 ადამიანი.

გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენი ხედვა ამ პრობლემის მოგვარებისადმი.


პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,

ლაშა გეგეჭკორი ცენტრ „ერთობის“

მიმართულების კოორდინატორი.

18/02/2014წ.




ივლისი 2020

   1234
5678910 11
12131415161718
19202122232425
262728293031