კონტენტზე გადახტომა






სურათი

2 დღის განმავლობაში ენგურის ხიდზე 907 ადამიანი გადავიდა

დაპოსტა: PLANETA_INFO, 26 June 2020 · 38 ნახვა

დადებული სურათი

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მოწყობილი გამშვები პუნქტი, რომელიც პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო, 22 ივნისს, 2 დღით გახსნა.
როგორც აფხაზური პრესა იუწყება, ეს იყო ,,ჰუმანიტარული დერეფანი,“ რომელითაც 907-მა ადამიანმა ისარგებლა.
,,ესენი იყვნენ აფხაზეთის მოქალაქეები ან აქ მაცხოვრებლები, რომელთაც საზღვრის გადაკვეთის ნებართვა ჰქონდათ.“- აცხადებენ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული უშიშროების სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აფხაზეთის ტერიტორია დატოვებული ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვისაც ,,რესპუბლიკაში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს.“
,,ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზების გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ აფხაზეთის მოქალაქეების ინტერესი დაგვეცვა და მათთვის საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მიგვეცა.“ - ნათქვამია აფხაზური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ენგურის ხიდზე არსებული გამშვები პუნქტი, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 24 ივნისის საღამოს ისევ ჩაიკეტა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაკვეთი ანალოგიური მიზნით, მანამდე, 26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლითაც გაიხსნა. 1 ივნისის შემდეგ კი, 22 ივნისამდე სრულად ჩაკეტილი იყო.




ივლისი 2020

   1234
567891011
12 131415161718
19202122232425
262728293031