Jump to content






Photo

მიხეილ სააკაშვილი: რეფორმების ფრონტზე რუსეთი უკრაინას უსწრებს

Posted by PLANETA_INFO, 26 June 2020 · 231 views

საგადასახადო სისტემის და ბიზნესის განვითარების დერეგულაციის საკითხებში რუსეთი ძალიან უსწრებს უკრაინას.
ამის შესახებ უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ბიზნესმენ იგორ გუმენნისთან საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთში ბევრი საკითხი უფრო სწრაფად წყდება, ვიდრე უკრაინაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის თქმით, ის ცდილობს, გადმოიღოს უკრაინაში, რაც რუსეთში უკვე რეალიზებულია. ეს ეხება როგორც საგადასახადო სისტემას, ისე ბიუკრატიის შემცირებაქ.
თავად ბიზნესმენმა გუმენნიმაც სინანულით აღნიშნა, რომ რუსეთში ბიზნესის წარმოება უცხოელებისთვის გაცილებით მომგებიანია, ვინაიდან ქვეყანა ამისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. ამიტომ დასავლელი და ჩინელი ინვესტორები, მიუხედავად ძვირი მუშახელისა, საქმიანობისთვის ხშირად ირჩევენ რუსეთს.
,,მათ ხუთ წელიწადში შეძლეს ყველაფრის შეცვლა. უკრაინაში უკეთესობა არ შეიმჩნევა, იქ კი, ყველაფერი ისეა, როგორც ევროპაში.“ - განაცხადა ბიზნესმენმა პოლიტიკოს სააკაშვილთან საუბარში.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ამბები მას ხასიათს უფუჭებს, რადგან რუსეთი ძალიან წინ წავიდა.
,,ისინი ბევრად მეტს უსმენენ ბიზნესს, ვიდრე ჩვენ, ჩვენი დემოკრატიის პირობებში. რეფორმების ფრონტზე ისინი იგებენ.“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ამ მიმართულებით მხოლოდ ლაპარაკობს.




October 2020

S M T W T F S
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25 26 2728293031