კონტენტზე გადახტომა






სურათი

რა სთხოვა კიევის მერმა თანამდებობაზე ახლადდანიშნულ მიხეილ სააკაშვილს?

დაპოსტა: PLANETA_INFO, 09 May 2020 · 114 ნახვა

დადებული სურათი


უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დანიშნა.
ახლადდანიშნულ ჩინოვნიკს, გუშინვე უჩვეულო თხოვნით მიმართა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
მან სააკაშვილს სთხოვა, მოეგვარებინა ამორტიზებული ქარხანა ,,ბოლშევიკის“ მეხუთე სახელოსნოს საკითხი, სადაც დღეს მეორადი საქონელი იყიდება.
ამის შესახებ კიევის მერმა ერთ-ერთ ტელეშოუში ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილს პირდაპირი ეთერის საშუალებით მიმართა
,,მიხეილ, გთხოვთ! იქ არის შულიავსკის ხიდი, არის მეხუთე სახელოსნო, სადაც მეორად საქონელს ჰყიდიან. ჩვენ, ჯერ კიდევ, გასულ ზაფხულს უნდა აგვეღო ეს შენობა, თუმცა რაღაც გაურკვეველი მიზეზებით, სახელმწიფო ქონების მართვის ფონდი ამ ძველ, უსარგებლო ნანგრევს არ თმობს.“ - განაცხადა კლიჩკომ.
მისი თქმით, ის არაერთხელ დაიმუქრა, რომ თავადვე დაჯდებოდა ექსკავატორზე და მიწასთან გაასწორებდა იმ ძველ სახელოსნოს.
,,გთხოვთ. მე ვიცი, რომ სააკაშვილს შეუძლია ამის გაკეთება. დაეხმარეთ დნეპრს, დაეხმარეთ კიევს. ძალიან მადლიერი ვიქნებით.“- აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ, სატელევიზიო მიმართვისას.
პასუხად სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხსენებულ პრობლემას იცნობს და ამ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავად მჯდარა ტრაქტორზე და ოდესის პლაჟებზე გაბმული ღობეები თავადვე გაუტანია.




მაისი 2020

     12
3456789
10111213141516
17181920212223
24 25 2627282930
31