კონტენტზე გადახტომა






სურათი

ავსტრალიის ტყეებში გავრცელებული ცეცხლის კვამლმა ბრაზილიამდეც მიაღწია

დაპოსტა: PLANETA_INFO, 08 January 2020 · 572 ნახვა

#უცხოეთი
დადებული სურათი
ავსტრალიის ტყეებში მძვინვარე ხანძრის კვამლი წყნარ ოკეანეს გასცდა, სამხრეთ ამერიკამდე მიაღწია და ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში გამოჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიაში არსებული კერძო მეტეოროლოგიური კომპანია MetSul-ი ავრცელებს.
ადრე იუწყებოდნენ, რომ ხანძრის კვამლმა ჩილესა და არგენტინამდეც მიაღწია და მისი დანახვა ჩილეს თითქმის ყველა ცენტრალური და სამხრეთით მდებარე ქალაქებიდან შეიძლებოდა.
,,ავსტრალიის ხანძრებისგან გამოწვეული კვამლი, რომელიც ატმოსფეროს უერთდება, ამ დილით ბრაზილიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლივრამენტოს ცაზე (რიო გრანდე დო სოლის შტატი) რუხ ფერად შეიმჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ცაზე ღრუბელი არ იყო.“ - ნათქვამია MetSul-ის მიერ სოცისლურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, კვამლის მცირე კონცენტრაცია აღნიშნული შტატის სამხრეთ-დასავლეთით, ურუგვაის საზღვართანაც შეიმჩნევა.
კომპანია აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობისთvის საშიში რისკი არ არსებობს, რადგან კვამლი საკმაო სიმაღლეზეა და ჰაერის ხარისხზე გავლენას ვერ ახდენს.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ხანძარი, რომლის ლოკალიზებასაც ამ დრომდე ვერ ახერხებენ, უკვე, რამდენიმე თვეა მძვინვარებს. არსებული მონაცემებით ცეცხლმა 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიწვა ათასობით საცხოვრებელი სახლი და განადგურდა მილიონობით ცხოველი და ფრინველი.
ზოგიერთ ადგილას ხანძარი ისეთი სიმძლავრისაა და კვამლიც ისეთი სქელი, რომ საჰაერო გზებით მათი ჩაქრობა შეუძლებელი ხდება.
ძლიერი ხანძრების გამო, ავსტრალიის სხვადასხვა რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.




ნოემბერი 2020

1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
29 30