კონტენტზე გადახტომა






სურათი

სულ: საიდან წარმოიშვნენ სლავები? (სლავური სამყაროს ისტორია)

დაპოსტა: შანკარადევა, 25 June 2018 · 281 ნახვა

სლავები რელიგია
სულ: საიდან წარმოიშვნენ სლავები? (სლავური სამყაროს ისტორია)

გამოხმაურების ნახვაშანკარადევას ციტატა(დაპოსტვის დრო 25 June 2018 - 01:35 PM):

სლავების წარმოშობის შესახებ ერთიანი და ზუსტი თეორია არ არსებობს. არის მრავალი ვერსია. არის ორი ყველაზე გავრცელებული ვერსია: 1) სლავები გამოეყვნენ ინდო-ევროპელებს ძვ.წ. მეხუთე საუკუნეში 2) სლავების პირველი ტომები - ვენტები, ანტები და სკლავინები გამოეყვნენ გერმანელ ვენედებს ახ.წ. მეხუთე საუკუნის 50-იან წლებში. მე ვემხრობი მეორე ვერსიას. ვენედები იყვნენ გერმანო-სკანდინავიური ტომი და სახლობდნენ ბალტიისპირეთიდან დუნაიმდე და ბოსფორამდე (ყირიმამდე). ვენტები, ანტები და სკლავინები გაცნდნენ ცენტრალური პოლონეთის ტერიტორიაზე ახ.წ. 450-460 წლებში. მანამდე ისინი არსად არ არიან ნახსენები. დაახლოებით მერვე საუკუნეში წარმოიშვა "კიევის რუსეთი". 1132 წელს კიევის რუსეთი დაიშალა. 1450 წლიდან 1795 წლამდე ლიტვის სამეფოს და პოლონეთის სამეფოს შექმნილი ჰქონდათ ფედერაცია - "რეჩ-პოსპოლიტა". რეჩ-პოსპოლიტას შემადგენლობაში შედიოდა; თანამედროვე პოლონეთის, მოლდავეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ლიტვის და ჩრდ. უნგრეთის ტერიტორიები და ასევე თანამედროვე რუსეთის ტერიტორიები მოსკოვამდე. 1547-1725 წლებში რუსეთის იმპერიამ დაამარცხა რეჩ-პოსპოლიტა და დაიკავა კურაინისა და ბელორუსიის ნაწილი და მთელი ციმბირი. ციმბირის სახანოები დამარცხდნენ და შეუერთდნენ რუსეთის იმპერიას. მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთმა დაიპყრო იაპონიის იმპერიის დიდი ნაწილი - საჰალინი, სამხრეთი კამჩატკა და კურილიის კუნძულები. ახ.წ. 979 წელს მოხდა რუსეთის ქრისტიანიზაცია. გაქრისტიანების შემდეგ დადგინდა სასტიკი წესები და კანონები. "მკრეხელობა" და მართლმადიდებლობისგან განდგომა ისჯებოდა ფიზიკური ლიკვიდაციით ან კატორღით. არ იყო რწმენის თავისუფლება. იყო სასტიკი რელიგიური ტირანია, რომელსაც უზრუნველყოფდა კანონი. პრინციპში არც პოლითეისტურ რუსეთში იყო ლიბერალიზმი. გაქრისტიანების შემდეგ რელიგიური ფაშიზმი გაძლიერდა და გაგრძელდა 1917 წლის კომუნისტურ რევოლუციამდე და ჩანაცვლებულ იქნა ბოლშევიკური ტირანიით. 1991 წელს სსრკ დაიშალა და რელიგიური ფაშიზმი ნაწილობრივ აღორძინდა. ლილიპუტინი და კირილე გუნდიაევი ცდილობენ იმპერიული მონარქისტული თეოკრატიის რესტავრირებას. რუსულმა გოიმურმა მენტალობამ სერიოზული ზეგავლენა მოახდინა საქართველოზე, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ შევიდა რუსული იმპერიის შემადგენლობაში. ეს მოხდა 1783 წელს. თუმცა საქართველო მანამდეც არ იყო ლიბერალური.


კოდი: საიდან წარმოიშვნენ სლავები? (სლავური სამყაროს ისტორია)