Jump to content






Photo

სულ: ლილიმები

Posted by შანკარადევა, 25 June 2018 · 77 views

ლილიტი
სულ: ლილიმები

View Postშანკარადევა, on 25 June 2018 - 01:33 PM, said:

ძველი სემიტების (ქანაანურ, ფინიკიურ, აქადურ და შუმერულ) მითოლოგიაში არსებობდნენ ბნელი ღვთაებები, სექსის და მაგიის ალისფერი ღვთაებები, რომლებსაც უყვარდათ ადამიანის სისხლი, ორგაზმი და ერქვათ - "ლილუ" იგივე "ლილიმ". აქედან მოდის დემონესა ლილიტის სახელიც. "ლილ" ნიშნავს ჰაერს, ხოლო "ლაილ" იგივე "ლეილ" ნიშნავს - ღამეს ან ღამის დეიმონს. ბევრს დღემდე ეგონა, რომ მხოლოდ ქალი "ლილუ" არსებობდნენ, მაგრამ ბოლო ხანებში გაირკვა, რომ ძველ სემიტურ თქმულებებში არსებობდნენ მამაკაცი "ლილუებიც". "ლილუ" შეიძლება იყოს მამრობითიც. ეს "ლილუ" ძლიერ ჰგვანან ინდუისტურ ბნელ ღმერთებს, რომლებიც კალის ლეგიონში (ბჰუტა-განა) შედიან და ეწოდებათ - "დაკა" (მამრობითის სქესის) და "დაკინი" (მდედრობითი). დაკა და დაკინი არიან ვნებიანი სულები და სვამენ ცხოველთა და ადამიანთა სისხლს. მათ ოდნავ ჰგვანან სუკუბები და ინკუბები, მაგრამ ეს მაინც არაა ერთი და იგივე. "ლილუ" იგივე "დაკა" და "დაკინი" პრაქტიკულად არიან ვამპირები ანუ "მათუშაილები". ასეთია ფაქტები. არის დევა-განა - ღმერთების ლეგიონი და არის ბჰუტა-განა - ბნელი დაიმონების და ელემენტალების ლეგიონი. "განა" სანსკრიტულად ნიშნავს ლეგიონს ან ჯგუფს. ერთი რამ ცხადია; ვამპირები (დაკინი) და სუკუბები ნათესავები არიან. ბევრ შიზოტერიკს ეს არ ესმის.


კოდი: ლილიმები