კონტენტზე გადახტომა






სურათი

სულ: ვიშნუ

დაპოსტა: შანკარადევა, 25 June 2018 · 133 ნახვა

ვიშნუ
სულ: ვიშნუ

გამოხმაურების ნახვაშანკარადევას ციტატა(დაპოსტვის დრო 25 June 2018 - 01:25 PM):

ვიშნუ არის სამყაროს სული - ნარაიანა. ნირგუნა ბრაჰმანი (უპიროვნო სული) არის ვიშნუ, სარგუნა ბრაჰმანი (პიროვნული უფალი) არის ვიშნუ. ვიშნუს გააჩნია ღვთაებრივი ენერგია - სტჰიტი-შაკტი იგივე ვაიშნავი (მაჰა-ლაკშმი). მაჰა-ლაკშმი და ვიშნუ-დევა განუყოფელნი არიან ერთმანეთისგან. ვიშნუს გააჩნია 24 ავატარა. ვიშნუ ვლინდება მამრობით ფორმაშიც და მდედრობითშიც (მოჰინი). მოჰინის ფორმაში ვიშნუმ შეიყვარა შივა და მისგან გააჩინა ღმერთი აიიაპპა ანუ მანიკანტჰა. ვიშნუ გამოვლინდა როგორც კრიშნა და ჰყავდა 16 104 ცოლი. ვიშნუ არის სიყვარული. ვიშნუ არის ყოვლისგამჭოლი ნეტარება. ვიშნუ შეერთებულია შივას და ბრაჰმას არსებასთან. ვიშნუს, შივას და ბრაჰმას ერთობას ეწოდება - დატატრეია ავადჰუტა. დატატრეია არის ტრიმურტის სამპიროვანი ფორმა. ვიშნუ და შივა განუყოფელნი არიან. ტრიმურტის სამივე უფალი (იშვარა) არის უმაღლესი ბრაჰმანის გამოვლინება. ვიშნუმ ემანაციურად წარმოშვა უსასრულო სამყაროები. ვიშნუ არაა შემოქმედი, ვიშნუ არის ემანატორი. მატერიალური სამყარო ესაა ვიშნუს ენერგიები. ვიშნუს აქვს სამი ენერგია: 1) ანტარანგა-შაკტი - სულიერი ენერგია, 2) ტატასტჰა-შაკტი - ცოცხალ არსებათა ენერგია და 3) ბაჰირანგა-შაკტი - ფიზიკური სამყაროს ენერგია. ვიშნუს აქვს სამი სხეული: 1) იშვარა - კაუზალური სხეული, 2) სუტრატმა - ასტრალური სხეული და 3) ვაიშვანარა - ფიზიკური სხეული. ესენია უფალი ვიშნუს კოსმიური სხეულები. უფალი ვიშნუს სხეულები შედგება ჯივების (ცოცხალი არსებების) ლოკალური სულიერი, ასტრალური და ხორციელი სხეულებისგან. ვიშნუს იშვარა შედგება არსებათა პრაჯნიებისგან (კაუზალური სხეულებისგან), ვიშნუს სუტრატმა შედგება არსებათა ტაიჯასებისგან (ასტრალური ცეცხლის სხეულებისგან), ვიშნუს ვაიშვანარა შედგება ჯივების ვიშვებისგან (ფიზიკური სხეულებისგან). ცოცხალ არსებათა ფიზიკური სხეულების ერთობლიობა ესაა ვიშნუს კოსმიური ფიზიკური სხეული (ვაიშვანარა) და ა.შ. ვიშნუ არის ბჰაგავანი ანუ დიადი სათნოებით აღვსილი კოსმიური გონი. ვიშნუ არის ცოცხალ არსებათა უპიროვნო პარამატმანი იგივე ბრაჰმანი. მთელი კოსმოსი ესაა ვიშნუს თამაში. კოსმოსი ესაა ვიშნუს მიერ წარმოშობილი ენერგეტიკული ილუზია. ჩვენ ყველანი ვიშნუს ხელები და ფეხები ვართ. ვიშნუ არის მაჰა-პურუშა, რომლის სხეული უსასრულოა. თითოეული ჯივას გონება არის ვიშნუს ემანაცია. ვიშნუ არის ყოველთა არსებათა და არსთა უმაღლესი და დიადი ატმანი. მაჰა-ლაკშმი არის ვიშნუს მდედრობითი ფორმა, ისაა ვაიშნავი იგივე სტჰიტი-შაკტი ანუ დამცველი ენერგია. არსებობს ლაკშმის მრავალი ფორმა: ადი-ლაკშმი, მაჰა-ლაკშმი, ვიჯაია-ლაკშმი, აიშვარია-ლაკშმი, გაჯა-ლაკშმი, სანტჰანა-ლაკშმი, დჰანია-ლაკშმი და ა.შ. უმაღლესი შაკტი ანუ ნირგუნა შაკტი ესაა ადი-ლაკშმი. ყველა ქალი ესაა ლაკშმის ავატარა, ხოლო მამაკაცი - ვიშნუს ავატარა. ვიშნუ და ლაკშმი-დევი სუფევენ ყველასა და ყველაფერში. მთელი სამყარო ესაა ლაკშმის მისტიური სხეული. ლაკშმი განუყოფელია ვიშნუსგან. ვიშნუ ესაა ადვაიტა-ატმანი.


კოდი: ვიშნუ