კონტენტზე გადახტომა






სურათი

სულ: მისტიკური ანთროპოლოგია

დაპოსტა: შანკარადევა, 25 June 2018 · 124 ნახვა

ტანტრა ადამიანი

გამოხმაურების ნახვაშანკარადევას ციტატა(დაპოსტვის დრო 25 June 2018 - 01:23 PM):

არსებობენ ადამიან-ცხოველები (პაშუ), არსებობენ ადამიან-გმირები (ვირა) და არსებობენ ადამიან-ღმერთები (დივია).
პაშუ-ბჰავას დონეზე არიან დუალისტი მონოთეისტები, რომლებიც ვერ ხედავენ სამყაროში უპიროვნო ატმანს და მარადიულ შაკტის. ესენი არიან კრეაციონისტები. დასავლურ აბრაამულ მონოთეიზმში ფართოდაა გავრცელებული იდეა, რომ ცხოველების ჭამა შეიძლება, იმიტომ რომ მათ სული არ აქვთ. აბრაამულ მონოთეიზმში არ არსებობს ადვაიტა-ვადა და შესაბამისად უარყოფილია ნირგუნა ატმანის იდეა. აბრაამული მონოთეიზმი აღიარებს მხოლოდ პიროვნული "სულის" იდეას. მათი გაგებით არსებობს მრავალი პიროვნული სული. მათ აზრით სული მხოლოდ მამაკაცებს, ანგელოზებს და "ღმერთს" აქვთ. ძველ ქანაანურ და ფინიკიურ პოლითეიზმზე დაფუძნებული ფსევდო-იუდაიზმი (იუდო-ქრისტიანიზმი) უარყოფს ბრაჰმანის არსებობას და ეთაყვანება უმდაბლესი ასტრალის ბოროტ დეივას (ასურას). "აბრაამის ღმერთი" ესაა ფინიკიური ბოროტი ღვთაება - შალიმუ იგივე იევუ. მთელი აბრაამიზმი წმინდა წყლის ფარსია და სხვა არაფერი. აბრაამიტებს მართლა ჰგონიათ რომ სული მრავალია და პიროვნულია და რომ უპიროვნო ატმან-ბრაჰმანი არ არსებობს. უპიროვნო ატმანი ესაა შუნია (სიცარიელე) და დჰარმა-დჰატუ (ელემენტალური ნაწილაკების უნივერსალური არსი). ისაა სარვა-სატვა (უზენაესი არსი). ისაა ალაია-ვიჯნანა (უპიროვნო გამოუვლენელი კოლექტიური ზეცნობიერი). როცა უმეცარ ადამიან-ცხოველს ეუბნები, რომ იდიოტია, ბრაზდება და იმის მაგივრად რომ დაინტერესდეს თუ რატომ უწოდებ იდიოტს და გამოსწორდეს, გეუბნება: "თავი გაბია ეგეთი!" ან "შენ ჯიშში და ჯილაგში მოიკითხე ეგეთები!". ესაა პროვინციელი გოიმის ტრადიციული რეპლიკა. ასეთია იდიოტის ბუნება. გონიერი ადამიანი ან არ დაიმსახურებს კრიტიკას ან იგნორს გაუკეთებს ნებისმიერ კრიტიკულ სიტყვას ანდა დაინტერესდება თუ რა არ აქვს წესრიგში. გოიმებს არ აქვთ თვითკრიტიკა და არც სულიერი სიმშვიდე. ცხოველური ადამიანი შემდეგ ცხოვრებაში იბადება როგორც ცხოველი. სისხლიანი მსხვერპლშეწირვები აბრაამულ რელიგიებში სუფთა ბარბაროსობაა დაფუძნებული უმეცრებაზე. ცხოველებს იმიტომ კლავენ, რომ არ იციან ადვაიტა დჰარმა. რაც შეეხებათ ათეისტებს, ისინი კიდევ უფრო უბადრუკები და უვიცები არიან, რადგანაც ისინი საერთოდ უარყოფენ სულიერ რეალობას. მათთვის სულიერება ესაა "მაგიფრენია", შიზოფრენიის ერთ-ერთი ფორმა და მათი კერპია ატომი.


კოდი: მისტიკური ანთროპოლოგია