კონტენტზე გადახტომა






სურათი

სულ: მანიქეიზმი

დაპოსტა: შანკარადევა, 25 June 2018 · 864 ნახვა

მანიქეიზმი

გამოხმაურების ნახვაშანკარადევას ციტატა(დაპოსტვის დრო 25 June 2018 - 01:21 PM):

მანიქეიზმის დამფუძნებელი მარ მანი ხაი ჰყვებოდა ასეთ ლეგენდას: შორეულ წარსულში მოხდა დიდი ბრძოლა სინათლის ღმერთებსა და ბნელეთის დემონებს შორის. გაიმარჯვეს სინათლის ღმერთებმა. დამარცხებული დემონების სხეულებისგან შეიქმნა ფიზიკური კოსმოსი, რომელშიც გაბნეულ იქნა სინათლის ნაპერწკლები, რომელთა კრებითი სახელია - "იესო პატიბილისი" ანუ "ტანჯული იესო". ბნელეთის არქონტებმა შექმნეს ფლორა და ფაუნა და პირველი ადამიანები - გეჰმურდა და მურდიიანაგი. მათში ჩადეს სინათლის ნაპერწკლები. ახლა ყველაზე მთავარი: მანიქეიზმში იყო სექსუალური ლიბერალიზმი და ჰედონიზმი, მაგრამ რეპროდუქცია ანუ გამრავლება ითვლებოდა ცოდვად და აბსურდად. რატომ? იმიტომ რომ მანიქევლური რელიგიის მიხედვით გამრავლების პროცესში ადამიანებში არსებული სინათლე მცირდება დაიხლიჩება, უსასრულოდ იყოფა უფრო მცირე ნაწილებად. ასე თუ გაგრძელდა სინათლე საერთოდ გაქრება და ბოროტი დემონები გაიმარჯვებენ. მანიქეიზმი ამბობს, რომ ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ გამრავლება რათა შეინარჩუნონ სინათლე, დაკავდნენ იოგის პრაქტიკით, გაიხანგრძლივონ ფიზიკური არსებობა და დაელოდონ სინათლის ღმერთების მოსვლას, რის შემდეგაც სინათლის შვილები ამაღლდებიან სინათლის სამეფოში, ფიზიკურ კოსმოსს ცეცხლი შეხრავს, ხოლო უბადრუკი ათეისტები ჩაყრილნი იქნებიან ქვესკნელის უფსკრულში, რომელსაც ეწოდება - "ბოლოსი" (βώλος), საიდანაც უკვე ვერასოდეს გააღწევენ. აი ასეთია მანის სწავლება. მისი თქმით ბავშვთა შობა სატანისგანაა. დემონებს სურთ შეგვაცდინონ და ჩაყლაპონ ჩვენი სინათლე, ამიტომაც გვიბიძგებენ გამრავლებისკენ.


კოდი: მანიქეიზმი