კონტენტზე გადახტომა






სურათი

სულ: აგჰორა

დაპოსტა: შანკარადევა, 25 June 2018 · 805 ნახვა

აგჰორა

გამოხმაურების ნახვაშანკარადევას ციტატა(დაპოსტვის დრო 25 June 2018 - 01:19 PM):

ინდუიზმი იყოფა შვიდ საფეხურად, ესენია: ვედაჩარა, ვაიშნავაჩარა, შაივაჩარა, დაკშინაჩარა, ვამაჩარა, სიდჰანტაჩარა და კაულაჩარა. სიდჰანტაჩარას ერთ-ერთი ფორმაა აგჰორა-აჩარა. რეალური ტანტრა, მაგიზმი, ბნელ ღმერთებზე მედიტაცია და სექსუალური რიტუალები იწყება ვამაჩარადან. დაკშინა არის ზღვარი ტანტრასა და იანტრას შორის. აგჰორები - ტანტრიკი მოგვები, მედიტირებენ სასაფლაოზე, მედიტირებენ შივას და შაკტის ბნელ ფორმებზე, დაკავებულნი არიან სარიტუალო კანიბალიზმით, მაგიზმით, ტანტრული სექსით და მათი სახელი ნიშნავს "უშიშარს". რატომ სასაფლაოზე? იმიტომ რომ სასაფლაო ესაა შივა-რუდრას და მაჰა-კალის ადგილი. სასაფლაოებზე იკრიბებიან ბჰუტები - დემონური სულები, რომლებიც ემსახურებიან შივა-რუდრას და მაჰა-კალის. აგჰორები ჭამენ ღორის ხორცს და სვამენ შელოცვილ ღვინოს. ხელში უჭირავთ მიცვალებულის თავის ქალა და მედიტირებენ ბნელი მაჰა-კალას ატმანზე. აგჰორას მიზანია არა მხოლოდ შიშის დაძლევა, არამედ ატმანის დანახვა თვით ყველაზე ბნელ და საზარელ ადგილებშიც კი. აგჰორები ცდილობენ ატმან-ბრაჰმანი დაინახონ ბჰუტებში (დემონებში). სასაფლაოებზე იკრიბებიან დაკა და დაკინი - უმაღლესი ვამპირები, რომლებიც ემსახურებიან კალის და რუდრას. ვაჯრაიანას ბუდიზმის მიმდევარი სიდჰა-იოგებიც იგივე პრაქტიკით არიან დაკავებულნი. არც ბუდისტ და არც ინდუს აგჰორებს არ ეშინიათ ბჰუტების, მათ შივა იცავთ. აგჰორებს სხეულზე აყრიათ დამწვარი გვამის ფერფლი - რუდრაკშა. ესაა მათი ძალის სიმბოლო. ცხადია ევროპელი და ამერიკელი ათეისტის ან ქრისტიანის (ზოგადად აბრაამიტის) თვალში აგჰორები არიან "გიჟები" და "ვანდალები". ეს იმიტომ რომ ჰილიკოსებს და ფსიქიკოსებს სულიერი ზეადამიანების სულიერი პრაქტიკა არ ესმით. ასეთია მათი კარმა. ევროპაში, საქართველოში ან ამერიკაში რომ იგივე გააკეთოს ვინმემ, რასაც აგჰორები აკეთებენ ინდოეთში, ნეპალში და ა.შ. ჯერ "გიჟად" და "შიზოფრენიკად" მონათლავენ, მერე გალანძღავენ, ბოლოს კი ან ციხეში ჩასვამენ ან ქვებით ჩაქოლავენ. ათეისტურ და აბრაამულ კულტურაში სასაფლაოზე აგჰორას პრაქტიკა არის "სიგიჟე" და "დანაშაული". განსაკუთრებით გაგიჟდებიან სასაფლაოზე დამარხული გვამების ნათესავები. ქრისტიან გოიმებს მიაჩნიათ, რომ სასაფლაო მათ ეკუთვნით და ფიქრობენ რომ სასაფლაოზე დამარხული დამპალი გვამი ესაა მათი "ძვირფასი გარდაცვლილი ნათესავი". ესაა ერთგვარი დეგენერატული სენტიმენტალიზმი. ისინი მიჯაჭვულნი არიან ბრიყვულ ტრადიციებზე და სასაფლაოზე ჩამარხულ უსულო გვამებზე. უმეცრები არიან. ჰო და კიდევ, ქრისტიანული (აბრაამული) აზროვნება აგჰორას უეჭველად "სატანიზმად" შერაცხავს. ქრისტიანისთვის ესაა "სატანიზმი" (მიუხედავად იმისა რომ აგჰორა ინდუიზმს არაფერი კავშირი არ აქვს იუდაიზმთან), ხოლო ათეისტი "ინტელიგენტისთვის" ესაა - შიზოფრენია. მოკლედ: მსოფლიოს მართავენ უტვინო ჰილიკოსები და ფსიქიკოსები, რომლებიც ქმნიან აბსურდულ და იდიოტურ "კანონებს". რა მსოფლიოა ის სადაც აგჰორას პრაქტიკა "კანონის დარღვევად" ითვლება? რა? "კანონი"? რა "კანონი" შეიძლება იდგეს შივას კანონზე მაღლა? რა ადამიანური "წესი" შეიძლება იდგეს შაივა-აგჰორა დჰარმაზე მაღლა?


კოდი: აგჰორა