კონტენტზე გადახტომა






სურათი

სულ: რა არის "სექტა"?

დაპოსტა: შანკარადევა, 25 June 2018 · 620 ნახვა

რელიგია

გამოხმაურების ნახვაშანკარადევას ციტატა(დაპოსტვის დრო 25 June 2018 - 12:59 PM):

რა არის "სექტა"? რას ნიშნავს "დესტრუქციული"? რა არის ტოტალიტარიზმი? ჩვეულებრივ ყველა რელიგიურ ტრადიციას აქვს ამასთან დაკავშირებით საკუთარი სუბიექტური წარმოდგენები. ცხადია ათეისტისთვის ყველა რელიგია "სისულელეა" და ასევე არსებობენ კრიმინალური სადისტური წესების მქონე ორგანიზაციებიც, მაგრამ მთავარი ისაა რომ ყველა რელიგიას თავისებურად ესმის, თუ რაა "სექტა". სექტა მოდის სიტყვიდან სექტორი და ნიშნავს დანაყოფს ან განყოფილებას. თავიდან ეს სიტყვა ცუდს არაფერს ნიშნავდა (ნაწილობრივ). ორდენი ისაა რაც შექმნილია მთავრობის ან კონკრეტული რელიგიის პატრიარქის ან მატრიარქის მიერ. სექტას ქმნიან უბრალო ადამიანები. ყველა რელიგიაში არსებობს სულიერი ტრადიცია ანუ სამპრადაი და გურუ-პარამპარა (მოძღვარ-მოწაფის რგოლი). ნებისმიერ რელიგიას ჰყავს თავისი ზეციური დამფუძნებელი. შივაიტები ამბობენ, რომ მათი ტრადიცია შექმნა შივამ, ვიშნუიტების დამფუძნებელი არის ვიშნუ, ისლამი დააფუძნა ალლაჰის მოწაფემ - მუჰამედმა, ქრისტიანობა ღმერთმა ქრისტემ, შინტოიზმი შექმნეს იაპონურმა ღმერთებმა და ა.შ. ყველაზე სასაცილო და იმავდროულად სატირალი რაა იცით? გეტყვით; მართლმადიდებელი ქრისტიანის თვალით "სექტანტი" არის კათოლიკე, შიიტი მუსულმანი, იუდაისტი, ვიშნუიტი და ა.შ. შიიტი მუსულმანის პოზიციიდან "ურჯულო" და "სექტანტი" არის სუნიტი მუსულმანი, სუფისტი, აჰმადისტი, მართლმადიდებელი, ვედისტი და ა.შ. კათოლიკეს წარმოდგენით "სექტანტი" არის მართლმადიდებელი, შიიტი, სუნიტი, იუდაისტი, ვიშნუიტი, ბუდისტი და ა.შ. მოკლედ; ყველა რელიგიას, ყველა სხვა რელიგია ჰგონია "სექტა". ახლა კი მთავარი კითხვა: როდემდე უნდა ვჯიჯგნოთ და ვჭამოთ ერთმანეთი??... ბოლოს და ბოლოს სადაა სიმართლე? ვინაა მართალი? პირადად მე შაკტიზმის და გნოსტიციზმის მიმდევარი ვარ, მაგრამ სერიოზულად მეცინება და მერე კი მეტირება, როცა ტელევიზორში გამოდის ვიღაცა "სექტოლოგი" ან "ფსიქოლოგი" და ბჟუტურებს "საზარელ ტოტალიტარულ დესტრუქციულ სექტებზე და სექტანტებზე". ესეთი "პიროვნება" დაკავებულია ხალხის მასების ზომბირებით და მასებში შიშის და დეზინფორმაციული პანიკისა და ისტერიკის დათესვით. გვჭირდება ეს ჩვენ? მე ვფიქრობ, რომ არა. თუმცა მასა პირიქით ფიქრობს. "ექსპერტები" მასებში თესავენ შიშებს და ცრუ ინფორმაციას. მაგალითად, საქართველოში და რუსეთში ამ საქმიანობით დაკავებულია მართლმადიდებლური ეკლესია, ირანში შიიტური ისლამური ეკლესია და ა.შ. ანუ ყველა ქვეყანას თავისი აფერისტი ჰყავს. ესაა რელიგიების ომი. უბრალოდ რელიგიები ებრძვიან ერთმანეთს, გოიმები კი ამას ვერ ხვდებიან. შეიგნეთ ბოლო-ბოლო.


კოდი: რა არის "სექტა"?