კონტენტზე გადახტომა






სურათი

სულ: ტრანსგენდერები და შაკტიზმი

დაპოსტა: შანკარადევა, 30 April 2018 · 561 ნახვა

ტრანსგენდერები შაკტიზმი
სულ: ტრანსგენდერები და შაკტიზმი

გამოხმაურების ნახვაშანკარადევას ციტატა(დაპოსტვის დრო 30 April 2018 - 04:24 PM):

ესენი არიან შაკტისტი ტანტრისტი ტრანსგენდერი ქურუმი ქალები კერალას შტატში მდებარე კოტტანკულანგარა-დევის ტაძრიდან. ეს ტრანსგენდერები არიან დედაღმერთი შაკტის ბჰაქტი-იოგები. ისინი ეთაყვანებიან დედა ბჰაგავატის. ისინი მისდევენ პარაადვაიტას ანუ უმაღლესი არადუალიზმის ტანტრისტულ ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც უნდა დაძლეულ იქნას პაშუ-ბჰავასთვის დამახასიათებელი სტერეოტიპები და შეზღუდვები. საჭიროა ფორმისა და სახელის ცნებების მიღმა გასვლა და უზენაეს ნირვანაში გადასვლა. ეს ტრანსგენდერი ქურუმები ანუ მღვდლები არიან იმპერსონალისტური ტანტრას მოძღვრების სიმბოლო. სიმბოლო იმისა რომ უზენაეს რეალობაში არ არსებობს არც სქესი და არც გენდერი. დამსხვრევა მიწიერი ფასეულობებისა არის უმაღლეს მონიზმში გადასვლა. პაშუ-აჩარებისთვის დამახასიათებელი "დჰარმა" არ არის განკუთვნილი ვირას და დივიას დონეზე ასული სულისთვის. ვამაჩარას, სიდჰანტას და კაულას შაკტისტური რელიგიები არ განიხილავენ ტრანსგენდერობას როგორც "სიბინძურეს" და "ცოდვას" ან "გადახრას". ესეთი აზროვნება დამახასიათებელია დაბალი აჩარების რელიგიური ცნობიერებისთვის. მსოფლიო რელიგია იყოფა შვიდ დონედ ანუ აჩარად; სამი უზენაესი, ერთი საშუალო და სამი უმდაბლესი. უმდაბლეს დონეებში ტრანსგენდერობა მიჩნეულია ცოდვად და ისჯება, საშუალო დონეზე ანუ დაკშინაჩარას დონეზე იწყება რეპრესიული მორალური დოგმების შესუსტება, ხოლო სამ უმაღლეს დონეზე ტრანსგენდერების წინააღმდეგ მიმართული კანონები საერთოდ არ არსებობს. მეტიც, შაკტიზმში მრავლად არიან ტრანსგენდერი და ბისექსუალი მღვდლები და ეს ესეა უკვე ათასობით წელი. ეს არაა ახალი იდეა. ესე იყო საუკუნეები. ამიტომაცაა რომ ორთოდოქსი ბრაჰმანისტები და აბრაამიტები ვერ იტანენ შაკტისტ ტრანსგენდერებს, ბისექსუალებს და ა.შ. შაკტიზმში ანდროგინული და ინტერსექსუალი ქალღმერთების კულტიც კი არის.


კოდი: ტრანსგენდერები და შაკტიზმი

Attached Thumbnails

  • მიმაგრებული სურათი