კონტენტზე გადახტომა






სურათი

ფემინისტური ფაშიზმი და კალი-იუგა

დაპოსტა: შანკარადევა, 27 April 2018 · 386 ნახვა

ფემინიზმი ურჯულოება ათეიზმი ტერორი ანტიფემინიზმი ფაშიზმი ტრადიციონალიზმი კონსერვატიზმი დჰარმა ასურები
ფემინისტური ფაშიზმი და კალი-იუგა ესაა ბრიტანელი მეცნიერი, ასტროფიზიკოსი – მეთ ტეილორი, რომელიც ფემინისტმა ფაშისტებმა არაფრის გამო გაანადგურეს სოციალურ დონეზე და "ბოდიშიც" კი მოახდევინეს, მაგრამ მაშინაც კი არ გაჩერდნენ. ფემინისტებმა ეს მეცნიერი დაღუპეს. მეთ ტეილორი არის ერთ-ერთი იმ მეცნიერთაგანი, რომლებმაც ზონდი დასვეს როზეტას კომეტის ზედაპირზე. ფემინისტებს არ მოეწონათ ის რომ მეთი ტელეეთერში გამოჩნდა ქალების ანიმირებული სურათებით მოხატული პერანგით და დაიწყეს ყვირილი. ფემინისტებმა იქამდე არ მოისვენეს სანამ ეს ადამიანი არ მოსპეს მორალურად და სოციო-ეკონომიკურად.