კონტენტზე გადახტომა






სურათი

იაპონური ფაშიზმი და ტანტრა

დაპოსტა: შანკარადევა, 23 March 2018 · 513 ნახვა

ფაშიზმი ტანტრა
იაპონური ფაშიზმი და ტანტრა იაპონია კონტრასტების ქვეყანაა. იაპონიაში ერთმანეთს ეჯახება მშვენიერება და მარაზმი კულტურის ყველა სფეროში. ცხადია რომ იაპონია დაფუძნებულია შინტოისტურ-კონფუციანურ "მორალზე" და დოგმებზე, რაც წარმოადგენს ვედაჩარას დონეს და ტანტრას პოზიციიდან ესაა "პაშუ-ბჰავა" ანუ მონურ მდგომარეობაში მყოფი დუალისტი რელიგიური ადამიანის დონე. ტანტრა ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი ტანტრისტი ესაა ადამიანი, რომელიც გავიდა პაშუ-ბჰავას მიღმა და გახდა შაკტისტი, უმაღლესი დონე ესაა კაულა-დჰარმა, რომელიც ებრძვის და ეწინააღმდეგება პაშუ-ბჰავას ანუ ვედაჩარას, ვაიშნავაჩარას, შაივაჩარას და დაკშინაჩარას რეპრესიულ მორალს და დესპოტურ კანონებს. ერთიო სიტყვით: ტანტრა ესაა ანტი-ფაშიზმი. ტანტრა ეწინააღმდეგება დუალისტურ რეპრესიულ მორალს, რაც იაპონიის მსგავს ქვეყნებში ძაან პოპულარულია. სხვათაშორის ინდოეთში ორთოდოქსი ბრაჰმანისტების საზოგადოებაში "ტანტრისტი" სალანძღავი სიტყვაა. ტანტრა ესაა "ვირა-ბჰავა" ანუ გმირული სული და "დივია-ბჰავა" ანუ "ღვთაებრივი სული". ტანტრა პირდაპირ ამბობს, რომ "ვირა" და "დივია" არაა ვალდებული ემორჩილებოდეს პაშუს ანუ პრიმიტივის შექმნილ კანონებს. იაპონური სკოლები ესაა ულტრა-ფაშიზმის ტაძრები. მოწაფეებს ექცევიან, როგორც მონებს და წარმოიდგინეთ რომ ბევრი ვერც კი ხვდება ამას. გოეთე ამბობდა: "არაფერია იმაზე საზარელი როცა მონას თავი ჰგონია თავისუფალი". მე არ მიყვარს ათეისტური ლიბერალიზმი, მაგრამ იაპონური წესები და მორალი ჩემთვის როგორც ტანტრისტისთვის სრული შიზოფრენიაა და სხვა არაფერი.
იხილეთ შიზოფრენი იაპონელების ფაშისტური კანონები:
1. მოწაფეებს ეკრძალებათ გარეგნობის შეცვლა
2. ადრე იაპონიაში იყო მხოლოდ ერთი დასვენების დღე, რის გამოც გაიზარდა ფსიქოზის და სუიციდის პროცენტული მაჩვენებელი, რადგანაც ხალხი ვერ უძლებდა. ახლა ვითომ აკეთებენ რეფორმებს, მაგრამ დიდი ვერაფერი გამოსდით.
3. მოწაფეებს ეკრძალებათ პაემანები და სასიყვარულო ურთიერთობები. ე.ი. თუ ვინმე შეგიყვარდება და ურთიერთობას გააბამ დაგსჯიან. სიყვარულის უფლება არ გაქვს. ამბობენ რომ ეს კეთდება იმიტომ "მოწაფეს ყურადღება გაეფანტება და კარგად ვერ ისწავლის", იმას კი ვერ ხვდებიან რომ 11 წლის ასაკიდან ადამიანს ეწყება ჰორმონალური და ასტრალური პროცესები, რის შედეგადაც ადამიანს უჩნდება სიყვარულის მძაფრი სურვილი და ნდომა, რასაც ვერანაირად ვერ აკრძალავ და ვერ ჩაახშობ, ეს გამორიცხულია. ეს ფაშისტები არ ითვალისწინებენ ადამიანური ფსიქოლოგიის ფაქტორს. ადამიანს ვერ აიძულებ არ უყვარდეს, მით უმეტეს 11 წლიდან, როცა იწყება ჰორმონალური და ეთერული აფეთქება. სიყვარულისკენ სწრაფვა გარდატეხის ასაკში ბუნებრივია და ამას ვერავინ მოსპობს.
4. ყველა მოწაფე იძულებულია მასზე უფროსს სცეს პატივი მიუხედავად იმისა იმსახურებს ის ამას თუ არა. ანუ აქ მთავარია ასაკი და არა ქცევა და დამსახურება. პატივისცემას უნდა დამსახურება. პატივი თუ გინდა რომ გცენ, რამე კარგი უნდა გაუკეთო სხვას და მაგის გარდა თაყვანისცემა არ უნდა მოითხოვო რადგან ეს აღვივებს ამპარტავნების ცოდვას.
5. სკოლაში მობილურების გამოყენება იკრძალება.
6. სკოლის ფორმის ქვეშ ეკრძალებათ ფერადი სამოსის ტარება
7. 18 წლამდე მოწაფეებისთვის დადგენილია კომენდანტის საათი 22 საათი.
უვიცები არ დამეთანხმებიან, მაგრამ ტანტრას პოზიციიდან ეს კონფუციანური მორალი მარაზმია. იაპონია ესაა საზოგადოება რომელიც გიგანტური წნეხის და სტრესის ქვეშ ზრდის მონებს, რომლებიც იმპერატორისთვის მოკვდებიან თუ უბრძანებენ. როცა იაპონიაზე ვფიქრობ მუდამ მახსენდება ფილმი "მატრიცა" და მორფიუსის და ნეოს დიალოგი მატრიცის შესახებ. მიხვდით? სისტემა ესაა ჩვენი მტერი, სისტემა ესაა მონობა. სისტემა ცდილობს გვაქციოს მონებად, არასწორი იდეოლოგიის ანუ უმეცრების მონებად.
ერთი სიტყვით "ზრდიან" უვიც მონებს.

Attached Thumbnails

  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი