კონტენტზე გადახტომა






სურათი

ბუნების სულები და კოსმიური ციკლები

დაპოსტა: შანკარადევა, 16 March 2018 · 581 ნახვა

კალპა ბრაჰმა მაჰაპრალაია
ლეგენდების მიხედვით შორეულ წარსულში (სატია-იუგაში) დედამიწაზე (ბჰარატა-ვარშაზე) ადამიანები, ცხოველებთან და მაგიურ არსებებთან ერთად ცხოვრობდნენ მაგიური აიგლენის ხის ქვეშ. სუფევდა ჰარმონია და სიყვარული. მაგრამ ადამიანის გულში გაჩნდა ბოროტება და ამ ბოროტებამ დაარღვია ბალანსი და ჰარმონია. ადამიანმა წამოიწყო ომი სხვა არსებების წინააღმდეგ. ადამიანებმა დაიწყეს ცხოველების ჭამა და განდევნეს მაგიური სულები თავიანთი მიწებიდან და შეზღუდეს. 11 776 წლის წინ მოხდა დიდი ომი ადამიანებსა და მაგიურ სულებს შორის. მოხდა ატლანტიდის კატასტროფა. მაშინ იდგა უკვე დვაპარა-იუგა. მალევე დედამიწას თავს დაესხნენ არქონტები და დაიმონეს მსოფლიო. 5000 წლის წინ დაიწყო ბოროტების ეპოქა (კალი-იუგა). სულები განიდევნენ მიწისქვეშა სამეფოში და უღრან ტყეებში. ზოგიერთები წავიდნენ სხვა პლანეტებზე. განხეთქილება ადამიანებსა და სულებს შორის მოხდა დვაპარა-იუგას ბოლოს. ადამიანებმა დაივიწყეს სულები და გახდნენ ხარბი ტირანები. ახლა დგას ადჰარმას (ათეიზმის) ეპოქა როცა ადამიანი იმდენადაა დადებილებული რომ სულების არსებობაც კი აღარ სჯერა. ბერძნულ მითებში არის თქმულებები ტიტანომაქიაზე, გიგანტომაქიაზე, ამაზონომაქიაზე და კენტავრომაქიაზე, სხვაგვარად რომ ვთქვათ საუბარია იმაზე თუ როგორ ხოცავდნენ გიგანტებს, ტიტანებს, ამაზონკებს და კენტავრებს "დევ-გმირი" ადამიანები. სხვათაშორის ჰერაკლეს მასწავლებელი იყო კენტავრი ქირონი. ჰერაკლე იბრძოდა ამაზონების წინააღმდეგაც. დასრულდა სულების ერა და დადგა უმეცრების და ბოროტების ეპოქა. სულები მიწისქვეშა სამეფოდან და შორეული პლანეტებიდან აკვირდებიან დედამიწას და ხედავენ ადამიანურ უმეცრებას და სიბრიყვეს. კალი-იუგა გრძელდება საერთოდ 432 000 წელი, გავიდა ჯერ მხოლოდ 5000, დარჩა 428 000 წელი ახალ სატია-იუგამდე. 4 იუგა = 1 მაჰაიუგა (4 320 000 წელი). 1 კალპა = 1000 მაჰაიუგა = 14 მანვანტარა და 9 სანდჰია. ახლა დგას მეშვიდე მანვანტარა. კალპას მერე დგება პრალაია რომელიც კალპას მსგავსად გრძელდება 4 320 000 000 წელი. 365 კალპა და 365 პრალაია = ბრაჰმას 1 წელიწადი - 3 153 600 000 000 მიწიერი წელიწადი. ბრაჰმას ერთი თვე = 262 800 000 000 მიწიერი წელიწადი. ბრაჰმას 1 კვირა = 65 700 000 000 მიწიერი წელიწადი. ბრაჰმას 100 წელი = 315 360 000 000 000 მიწიერი წელიწადი. ბრაჰმას ას წელიწადს ეწოდება მაჰა-კალპა, რომლის შემდეგაც დგება მაჰა-პრალაია ანუ სიცარიელის ერა რომელიც ასევე 315 360 000 000 000 წელი გრძელდება. ასე მეორდება უსაწყისოდ და უსასრულოდ. 1 კალპა ესაა კონკრეტულად ჩვენი მზის სისტემის არსებობის ერა. კალპა და პრალაია ეხება მხოლოდ მზის სისტემას. ბრაჰმას ერთი კვირა ანუ 65 700 000 000 წელი ესაა მეტაგალაქტიკის არსებობის ერა (პერიოდი), რომლიდანაც 13 700 000 მიწიერი წელი უკვე გასულია. დარჩა 52 000 000 000 მიწიერი წელიწადი. შემდეგ სამყარო შეიკუმშება და ისევ გაფართოვდება და დაიბადება ახალი სამყაროს ფორმა. სამყარო (მეტაგალაქტიკა) ესაა პულსირებადი სფერო, რომელიც 1 მაჰაკალპას განმავლობაში 4 800-ჯერ შეიკუმშება და გაფართოვდება და ბოლოს სრულიად დაინგრევა და დადგება დიადი პრალაია. შემდეგ დადგება ახალი მაჰა-კალპა და ასე უსასრულოდ...
ამჟამად გასულია ბრაჰმას ასი წელიწადიდან (მაჰა-კალპადან) 51. ახლა ბრაჰმა 51 წლისაა. გავიდა ბრაჰმას 612 თვე. გავიდა ბრაჰმას 2448 კვირა. გავიდა ბრაჰმას 17 136 მცირე კალპა. ახლა არის ბრაჰმას ორმოცდამეთერთმეტე წლის ბოლო დღე (კალპა). ახლა დგას 17 136-ე დღის მეშვიდე მანვანტარა. 1000 მაჰა-იუგიდან მხოლოდ თითქმის ნახევარია გასული.

Attached Thumbnails

  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი