Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    526.012

მოჰინი და შივა


ინდუიზმში ვიშნუს ეწოდება ჰარი, ხოლო შივას ჰარა. ვიშნუიტები და შივაიტები ერთმანეთს ვერ იტანენ და ამას აქვს მიზეზი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ლეგენდა ვიშნუს ქალური ავატარას – მოჰინის შესახებ. მოჰინი ნიშნავს მომხიბლავს და გონების დამაბნეველს. ყველა ინდუსი და ტანტრისტი ერთნაირად აღიარებს რომ ვიშნუს ჰყავს ქალური ავატარა მოჰინი, რომელმაც მოხიბლა და მოატყუა ასურები და ღვთაებრივი ნექტარი (ამრიტა) გადასცა დევებს, მაგრამ არის კიდევ ერთი ლეგენდა, რომლის თანახმადაც ერთხელ როცა შივა ესტუმრა ვიშნუს, ხუმრობით თხოვა მიეღო მოჰინის ფორმა და ვიშნუმ შეასრულა მისი თხოვნა. აი ამაზე ვიშნუიტებს და შივაიტებს საპირისპირო შეხედულებები აქვთ. ჯერ ერთი ვიშნუიტები შივას მიიჩნევენ ვიშნუს მსახურად, ხოლო შივაიტები პირიქით. შივაიტები ამტკიცებენ რომ როცა ვიშნუმ მიიღო მოჰინის ფორმა შივას ის შეუყვარდა ერთი დანახვით და დაედევნა. მოჰინის და შივას ჰქონდათ სექსი და მათი კავშირის შედეგად იშვა ღვთაება – მანიკანტჰა იგივე აიიაპა (ჰარი-ჰარა), რომელიც დედამიწაზე იყო ასკეტი-მეომარი და პრინცი (იხ. ლინგა-პურანა). სხვა მითის მიხედვით კი მოჰინის შივას შემდეგ შეუყვარდა ბრაჰმა და სანამ ბრაჰმამ ყურადღება არ მიაქცია და არ უპასუხა მის გრძნობებს მანამდე არ მოისვენა. ვიშნუიტები ამას კატეგორიულად უარყოფენ. მეტიც, ვიშნუიტი რამანუჯა უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა შივას და მის მიმდევრებს. ვიშნუიტები შივას მიიჩნევენ უმდაბლეს ნახევარ-ღმერთად. არც შივაიტებს ეხატებათ გულზე ვიშნუიტების დამოკიდებულება შივას მიმართ. ეს ორი ხალხი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...