კონტენტზე გადახტომა






სურათი

მარხვის შესახებ

დაპოსტა: შანკარადევა, 10 February 2018 · 382 ნახვა

მარხვა ჯივა ატმანი აჰიმსა რამაკრიშნა
აბრაამულ მარხვას არავითარი აზრი არ აქვს. რატომ? იმიტომ რომ აბრაამული მარხვა არაა დაფუძნებული ეზოთერულ ფილოსოფიაზე. აბრაამულ მარხვას არ აქვს ოკულტური საფუძველი და აქედან გამომდინარე აზრს არის მოკლებული. ქრისტიანები "მარხულობენ" არა იმიტომ რომ იციან ეზოთერული ჭეშმარიტება რეინკარნაციის და კარმის შესახებ, არამედ იმიტომ რომ მათ ასე უთხრეს მღვდლებმა. ქრისტიანები მარხულობენ არა იმიტომ რომ იციან ყოფიერების არსი, არამედ იმიტომ რომ საეკლესიო იერარქებისგან მოისმინეს რომ "ასეა საჭირო", ცხადია იერარქები ცდილობენ "ახსნან" მარხვის არსი და დააბოლონ მოსახლეობა, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. რეალური მარხვა არის როცა არ ჭამ გვამებს ანუ ხორცს იმიტომ რომ იცი: უფლის სული არის ყველა ცოცხალ არსებაში და როცა კლავ და ჭამ ცხოველს, შენ კლავ და ჭამ უფალს. ამის გარდა შეიძლება ადამიანი რომელმაც ადამიანურ ცხოვრებაში მოკლა და შეჭამა ირემი, შემდეგ ცხოვრებაში ღვთაებრივი მართლმსაჯულების კანონის ანუ კარმის ზეგავლენით დაიბადება ირემად და მას ისევე მოკლავენ და შეჭამენ როგორც მან წინა ცხოვრებაში მოკლა და შეჭამა უდანაშაულო ცოცხალი არსება. ყოფიერების ერთიანობის და ღვთაებრიობის გაცნობიერების შემდეგ შენ აღარ მოკლავ და აღარ შეჭამ (ცხადია თავდაცვა გამონაკლისია) ცოცხალ არსებებს, რადგანაც გეცოდინება ოკულტური სიბრძნე. ყველა არსება (ჯივა) არის ტრიმურტის და ტრიდევის ავატარა. ხოლო ტრიდევი და ტრიმურტი – უზენაესი სულის (ბრაჰმანის) ემანაცია (ემანაციები).