კონტენტზე გადახტომა






სურათი

მსოფლიოს რელიგიების შესახებ (გნოსტიკური ეზოთერული ანალიზი)

დაპოსტა: შანკარადევა, 09 February 2018 · 682 ნახვა

მსოფლიოს რელიგიები დჰარმა აბრაამი გნოსტიციზმი კარმა თეოლოგია თეოსოფია
მსოფლიოს რელიგიების შესახებ (გნოსტიკური ეზოთერული ანალიზი) ამდენი რელიგია არსებობს მსოფლიოში და ყველა ურთიერთგამომრიცხავია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ რელიგიები დაყოფილნი არიან ორ ჯგუფად: აბრაამულად და დჰარმულად. ცხადია დჰარმულ რელიგიებში არის ურთიერთდაპირისპირება და გარკვეული განსხვავებები, მაგრამ მათი გაერთიანება შესაძლებელია. პრინციპში აბრაამული რელიგიების გაერთიანებაც შესაძლებელია, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა რომ აბრაამული რელიგიების მიმდევრები ახერხებენ ადამიანთა გაბითურებას და დარწმუნებას ისე რომ არ დაკარგონ კლიენტები. ზოგადად იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი და კონკრეტულად ამ რელიგიებში არსებული განშტოებებიც ურთიერთგამომრიცხავნი არიან ერთმანეთთან მიმართებაში და მორწმუნე ადამიანებს კიდევ სჯერათ თავიანთი სიმართლის? დაფიქრდით; ამდენი ურთიერთგამომრიცხავი სწავლება არსებობს და არც ერთს არ აქვს საკუთარი სიმართლის მტკიცებულება და მიუხედავად ამისა მორწმუნეებს სამივე აბრაამული რელიგიის კონფესიებში იმ დონეზე სჯერათ საკუთარი სიმართლის რომ მზად არიან ერთმანეთი დახოცონ! (?)... რატომ და რანაერად ხდება ასე? პასუხი: ეფექტური ზომბირება!
ადრექრისტიანულ ეპოქაში არსებობდა მრავალი მისტიკური სკოლა. როგორღა მოხდა ისე რომ გაიმარჯვა კათოლიკე ორთოდოქსულმა ეკლესიამ რომელიც იყო მხოლოდ ერთ ერთი მისტიკური სკოლა მრავალრიცხოვანი მისტიკური სკოლებიდან? პასუხი: იმპერატორი კონსტანტინეს არჩევანი!
რომის იმპერატორმა კონსტანტინე, არჩევანი შეაჩერა ორთოდოქსებზე, მოაწყო კრება და ოფოციალური სტატუსი მიანიჭა მათ სკოლას. დანარჩენი მისტიკური სკოლები განადგურდნენ... ფიზიკურად! მოდით გავარკვიოთ, გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ რომ ფიზიკურ კოსმოსს მართავს ბოროტი დემიურგი იალდაბაოთი. იალდაბაოთს და მის ძმებს – არქონტებს აქვთ ფსიქიკური და მაგიური უნარები. მათ შეუძლიათ ადამიანის გონებაზე ზემოქმედება. ისინი უმთავრესად მოქმედებენ არა თვითონ არამედ ფიზიკური ადამიანების და ცხოველების ან ანგელოზების (მაცნეების) ხელით. ახლა დავსვათ კითხვა: განა არქონტებს ანუ ასტრალურ პარაზიტებს, რომლებსაც აქვთ გონებაზე ზემოქმედების უნარი და ძირითადად არ გააჩნიათ ფიზიკური ფორმა, არ შეეძლოთ ვითომ ჩასახლებულიყვნენ კათოლიკე ორთოდოქსების სხეულებში და მათი ხელით ფიზიკურად მოესპოთ სხვა სკოლები? ვითომ იმპერატორის სხეულში ვერ ჩასახლდებოდნენ პარაზიტები??
ამ ტიპის ადამიანებს ეწოდებათ შეპყრობილები. ახლა ხვდებით ვინ იყვნენ ის "ქრისტიანები" რომლებიც "ერეტიკოსებს" ანადგურებდნენ? და ვინ არიან დღევანდელი იერარქები და რიგითი დამრტყმელი ძალაც?
ოფიციალური ეკლესია ამტკიცებს რომ ფიზიკური კოსმოსი დასახლებულია ბოროტი სულებით. გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ რომ კოსმოსი სატურნამდე დასახლებულია არქონტებით ანუ ასტრალური პარაზიტებით, რომლებსაც ეთაყვანებოდნენ იუდეველნი. მეოცე საუკუნეში ერთმა პარაფსიქოლოგმა რობერტ მონრომ აღწერა საკუთარი მოგზაურობა ასტრალში და ზეარსება რომელსაც შეხვდა და რომელსაც იმ ზეცაში მყოფი სულები მონურად ეთაყვანებოდნენ და ემორჩილებოდნენ. ამერიკელმა მართლმადიდებელმა ბერმა როუზმა მას უწოდა სატანა, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ მართლმადიდებლებმა არ იციან ქრისტეს რეალური მამა და ქრისტეს სრულყოფილ უცნობ მამას და ებრაულ იაჰვეს ერთმანეთში ურევენ. აბრაამიტების "ღმერთი" ესაა სწორედ ის "სატანა" რომელსაც შეხვდა მონრო. ის ზეარსება არავითარი "სატანა" არ იყო, არამედ ის იყო აბრაამის და მოსეს "ღმერთი". მონრომ აღწერა და ნახა ის არსება რომელიც აბრაამიტებს "უფალი" ჰგონიათ. აბრაამიტ "ქრისტიანებს" პარაზიტებმა აურიეს ტვინი და დააჯერეს რომ ბოროტი დემიურგი = კეთილი უფალი (ქრისტეს მამა). ასტრალურ პარაზიტებს აქვთ ადამიანებით მანიპულირების უნარი. ისინი მანიპულატორები არიან.
იცით რატომ არის შეუძლებელი დედამიწის ყველა რელიგიის გაერთიანება? იმიტომ რომ რელიგიურ ფილოსოფიური სწავლებები იყოფიან ორ მთავარ ჯგუფად: 1) აბრაამული მონოთეიზმი და 2) არააბრაამული (არამონოთეისტური) სწავლებები.
ყველა აბრაამულ რელიგიას აქვს ერთი საფუძველი და ესაა – იუდეველთა "ღმერთი" იაჰვე.
თავის მხრივ ყველა არა აბრაამულ არა მონოთეისტურ რელიგიას ასევე აქვს ერთიანი საფუძველი და ესაა – უმაღლესი უპიროვნო ზესული; პანთეოსი, ადიბუდა, პარაბრაჰმანი, ვახიგურუ, დაო, ეინ სოფი, ზურვანი, ნუნი, აპეირონი, როდი, ქაოსი, კრონოსი, ტე კორე და ა.შ.
არააბრაამული რელიგიები ეთაყვანებიან ერთიან უზენაეს სულს და მის ემანაციებს სხვადასხვა ფორმებში.
აბრაამული რელიგიები თავის მხრივ ეთაყვანებიან ერთ და იგივე "ღვთაებას" და ეს "ღვთაება რადიკალურად განსხვავდება იმ ღმერთისგან რომელსაც ეთაყვანებიან არააბრაამიტები. როგორ? როგორ და აბრაამული "უფალი" ესაა უმდაბლესი სეფიროტი, უმდაბლესი პიროვნული ელოჰიმი. ის არაა უმაღლესი სული. ხოლო არააბრაამიტების ღმერთი არის უზენაესი უპიროვნო სული! აქედან გამომდინარე აბრაამული და ანტიაბრაამული რელიგიების სინთეზი შეუძლებელია პრინციპში. იმიტომ რომ საფუძველია სრულებით სხვადასხვა.
აბრაამული რელიგიები მოდიან იაჰვედან, ხოლო არააბრაამული რელიგიები უმაღლესი სულიდან და ეს ორი ერთი და იგივე არაა!

Attached Thumbnails

  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი