Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    526.032

მზის სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მზის სისტემის კომპიუტერული მოდელი. ინფოპლაკატზე ყველა პლანეტის მასა, დაშორება და სხვა მახასიათებლებია აღბეჭდილი

მზის სისტემა შედგება მზისა და მის გარშემო მოძრავი გრავიტაციულად ჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან. მზის სისტემის ფორმირება 4,6 მილიარდი წლის წინ, მოლეკულური ღრუბლის კოლაფსის შედეგად მოხდა. სისტემის მასის უმეტესობას (99,86%) მზე შეიცავს. ოთხი შედარებით პატარა შიდა პლანეტა — მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი (მათ ასევე მოიხსენიებენ, როგორც კლდოვანი პლანეტები), ძირითადად, ქვისა და მეტალისგან შედგება, ხოლო ორი უდიდესი პლანეტაიუპიტერი და სატურნი, ძირითადად, წყალბადითა და ჰელიუმითაა გაჯერებული. ორ უშორეს პლანეტაზე — ურანსა და ნეპტუნზე მეთანის, წყალბადისა და ამიაკის ყინულების დიდი მარაგია, რის გამოც მათ ზოგჯერ „ყინულის გიგანტებად“ მოიხსენიებენ.

მზის სისტემაში ასევე არის რეგიონები, სადაც შედარებით პატარა ობიექტები ბინადრობს. ასტეროიდული სარტყელი, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, კლდოვანი პლანეტების მსგავსია, რადგან მათ შედგენილობაში ძირითადად ქვა და მეტალი შედის, თუმცა ზომით ძალიან პატარებია, პლანეტებად რომ ჩაითვალოს.[1] ნეპტუნის ორბიტის გაღმა კოიპერის სარტყელი — მიმოფანტული დისკო მდებარეობს. მასში ე. წ. ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტები ბინადრობს, რომლებიც წყლის, მეთანისა და ამიაკის ყინულებითაა გაჯერებული. ამ არეალში 5 ცალკეული ობიექტი გამოიყოფა: ცერერა, პლუტონი ჰომეა, მაკემაკე და ერისი. ისინი საკმარისად დიდებია იმისთვის, რომ თავიანთი გრავიტაციით მრგვალი (მთლად მრგვალი არა, მომრგვალო) ფორმა მიიღონ.[1] სწორედ ამიტომ, მათ ჯუჯა პლანეტებად მოიხსენიებენ.

მზიური ქარიმზიდან წამოსული პლაზმა, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში ქმნის დიდ ბუშტს, სახელად ჰელიოსფერო. ურტის ნისლეული, რომელიც მიჩნეულია, რომ გრძელპერიოდიანი კომეტების წყაროა, შესაძლებელია 1000-ჯერ შორს მდებარეობდეს, ვიდრე ჰელიოსფერო. ჰელიოპაუზა არის ის წერტილი, როდესაც მზიური ქარის წნევა ტოლია ვარსკვლავთშორისი ქარის (ანუ საპირისპირო) წნევისა. მზის სისტემა მოთავსებულია ირმის ნახტომის ერთ-ერთ მკლავში. ჩვენი მზის სისტემა ცენტრალური შავი ხვრელიდან 26 000 სინათლის წლითაა დაშორებული.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...