Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    526.923

მოსეს რჯული და არქონტების მზაკვრული გეგმა (ანტისექსუალური მორალის გნოსტიკური ანალიზი)


მოსეს რჯული ახდენს სექსუალობის დემონიზებას. მოსეს რჯულის მიხედვით სექსუალობა (განსაკუთრებით ლგბტ) არის "ცოდვა". მოსეს რჯული მოცემულია უმაღლესი ეონების წინააღმდეგ აჯანყებული უმდაბლესი ვარსკვლავური სულების – არქონტების მიერ. არქონტები და მათი შთამომავალი რეფტილოიდები და ნაცრისფერები არიან ენერგეტიკული პარაზიტები. ამ პარაზიტებს აქვთ ალერგია სექსუალურ ენერგიაზე. სექსუალური ენერგია არის ის რაც ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას და ფიზიკურ და ასტრალურ სხეულებს აჯანსაღებს, ადამიანი ასხივებს პოზიტიურ ენერგიას. სექსუალობის დემონიზაცია ესაა არქონტების პოლიტიკა. შუმერულ მითოსში კაცობრიობა დაღუპა ბოროტმა "ღმერთმა" ენლილმა, რომელიც "შეწუხდა ადამიანთა ხმაურისგან". იუდაისტურ და საერთოდ აბრაამულ წყაროებში ნათქვამია რომ "უფალმა" ატლანტიდა დაანგრია იმიტომ რომ ისინი იყვნენ ურჩნი, მისდევდნენ ლიბერტინიზმს. სატანიზმის და გნოსტიციზმის მიხედვით თავისუფლების მოყვარე ატლანტები დაღუპეს ბოროტმა ანგელოზებმა – არქონტებმა. კარპოკრატე ალექსანდრიელმა და მისმა შვილმა ეპიფანემ, მენანდრე სამარიტელმა და მისმა მოძღვარმა სიმონ მოგვმა და ბარბელიოტებმა იგივე ვორვორიტებმა ეს იცოდნენ. ლენინმაც იცოდა ეს, მარქსიც, ენგელსიც და ნიცშეც საქმის კურსში იყვნენ. დაფიქრდით ამის შემდეგ რა არის ეს "ასკეზა" და "მოსეს რჯული", რატომ მიდის სექსის დემონიზაცია და რატომ არსებობს ცენზურა, ვინ არიან არქონტები და რატომ აქვთ მათ ალერგია ადამიანის სექსუალურ ენერგიაზე. ნუ მიიღებთ მოსეს რჯულს ან მსგავს დოგმატებს, რადგან მათი ანტისექსუალობის უკან იმალებიან ასტრალური პარაზიტები – არქონტები. მათი მიზანია ადამიანური ფსიქიკის დათრგუნვა. მარტივად შეიძლება პარაზიტის გარჩევა მართალი სულისგან; პარაზიტი ახდენს სექსის დემონიზებას "რელიგიური მორალის" საფუძველზე, მართალი სული კი ამას არ აკეთებს. იფიქრეთ ამაზე. დააკვირდით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...