Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    526.753

ფილიპეს სახარება

გნოსტიკური აპოკრიფი

რუსულიდან თარგმნა ღვთისავარ ჩაბრავამ

  1. ებრაელი შექმნის ებრაელს და უწოდებენ მას ასე: პროზელიტი. მაგრამ პროზელიტი არ ქმნის პროზელიტს: ჭეშმარიტი ადამიანები ისეთნი არიან, როგორნიც არიან დასაბამითგანვე და ისინი ქმნიან სხვებს, ასევე ჭეშმარიტ ადამიანებს. საკმარისია ისინი გამოჩინდნენ...

  1. მონა მარტოოდენ გზას ეძებს, რომ თავისუფალი გახდეს, მაგრამ ის არ ეძებს თავისი ბატონის ქონებას. ძე კი - არის არა მარტო ძე, მაგრამ ის ისაკუთრებს თავისთვის მამის მემკვიდრეობას.

  1. ისინი ვინც მემკვიდრეობით იღებენ მკვდარს, თავადაც მკვდრები არიან და ისინი იღებენ მემკვიდრეობით მკვდარს. ისინი ვინც მემკვიდრეობით იღებენ ცოცხალს, - ცოცხალნი არიან და ისინი მემკვიდრეობით იღებენ ცოცხალსა და მკვდარს. მკვდარნი კი არ იღებენ მემკვიდრეობით არაფერს. რამეთუ როგორ შეძლებდა მკვდარი მემკვიდრეობის მიღებას? თუ მკვდარი მიიღებს მემკვიდრეობით ცოცხალს, ის არ მოკვდება. მაგრამ ის ვინც მკვდარია, იცოცხლებს ამიერიდან!

  1. წარმართი არ მოკვდება, რამეთუ მას არასდროს უცხოვრია, რათა შეძლებოდა მოკვდინება. ის, ვინც ირწმუნა ჭეშმარიტება, დაიწყო ცხოვრება და ის არ მოექცევა სიკვდილის საფრთხის ქვეშ, რამეთუ ის ცოცხლობს.

  1. იმ დღიდან როდიდანაც მოვიდა ქრისტე, შექმნილია სამყარო, შემკობილნი არიან ქალაქები, უკუგდებული და მოცილებულია მკვდარი.

  1. როდესაც ჩვენ ვიყავით ებრაელნი, ვიყავით ობოლნი, ჩვენ გვყავდა მარტო დედა. მაგრამ როდესაც გავხდით ქრისტიანები, ჩვენ გაგვიჩნდა მამაც და დედაც.

  1. ისინი ვინც თესავენ ზამთარში, იმკიან მოსავალს ზაფხულში. ზამთარი ესაა - სამყარო, ზაფხული ესაა - სხვა ეონი. დავთესავთ წუთისოფელში, რათა ავიღოთ მოსავალი ზაფხულში. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვილოცოთ ზამთარში; ზამთარს შემდეგ - ზაფხულია. ხოლო თუ ვინმე დაიწყებს მოსავლის ზამთარში აღებას, ის ვერ აიღებს მოსავალს, არამედ მარტოოდენ ამოძირკვავს ნერგებს.

  1. ისევე როგორც ის ვინც ამ ფორმით არ არსებობს, არ მოიღებს ნაყოფს, - არამედ ის არ წარმოშობს ამ ადგილას, მაგრამ თვით შაბათსაც კი მისი ძალა უნაყოფოა.

  1. ქრისტე მოვიდა გამოესყიდა ზოგიერთები: ეხსნა ერთნი, გადაერჩინა სხვანი. მან გამოისყიდა ისინი ვინც უცხო იყო, გახადა ისინი თავისებად. მან განაცალკევა თავისები, ისინი, ვინც მან ჩადო გირაოდ თავისი ნებით. მან ჩადო თავისი საფშვინველი, როდესაც მოისურვა, არა მარტო მაშინ, როდესაც ის გამოცხადდა, არამედ სამყაროს არსებობის დასაბამიდან ჩადო თავისი საფშვინველი. როდესაც მან მოისურვა, მაშინ იგი უპირველეს ყოვლისა მოვიდა მის ასაღებად, რამეთუ ის გირაოდ იყო დატოვებული. ის იყო ყაჩაღთა შორის და ის ააიყვანეს ტყვედ. მან გაანთავისუფლა იგი იხსნა როგორც კეთილები ისე ბოროტები წუთისოფელში.

  1. სინათლე და წყვდიადი, სიცოცხლე და სიკვდილი, მარჯვენა და მარცხენა - ერთმანეთის ძმები არიან. მათი განცალკევება არ შეიძლება. ამიტომაც კარგებიც - არ არიან კარგები და ცუდებიც - არ არიან ცუდები და სიცოცხლე - არაა სიცოცხლე და სიკვდილი - არაა სიკვდილი. ამიტომაც თითოეული დაფლეთილი იქნება თავის საფუძველში დასაბამიდან. მაგრამ ისინი, ვინც წუთისოფელზე მაღლა დგანან, - დაუფლეთელნი და მარადიულნი არიან.

  1. სახელები რომლებიც აქვთ მიცემული მიწიერ საგნებს, შეიცავენ დიად შეცდომილებას, რამეთუ ისინი ყურადღებას უბნევენ გულს იმისგან, რაც მტკიცეა და ის ვისაც ესმის სიტყვა „ღმერთი“, ვერ იმეცნებს იმას რაც მტკიცეა, ვერ იმეცნებს იმას რაც არაა მტკიცე. ასევე სიტყვებში „მამა“ და „ძე“ და „სულიწმინდა“ და „სიცოცხლე“, „სინათლე“ და „აღდგომა“ და „ეკლესია“ და ყველა დანარჩენში - ვერ იმეცნებენ იმას, რაც მტკიცეა, მაგრამ იმეცნებენ იმას რაც არაა მტკიცე, უკიდურეს შემთხვევაში იმეცნებენ იმას რაც მტკიცეა. სახელები რომლებიც გაგონილნი იქნენ, არსებობენ სამყაროში მოტყუებისათვის. ისინი რომ ეონში ყოფილიყვნენ, მათ ერთი დღეც კი არ დაასახელებდნენ წუთისოფელში და არ ჩათვლიდნენ მიწიერ საგნებად. მათ აქვთ დასასრული ეონში.

  1. ერთადერთი სახელი რომელიც წუთისოფელში არ წარმოთქმულა არის სახელი რომელიც მამამ ძეს მისცა. ეს ყოველივეზე მაღლა დგას. ესაა - მამის სახელი. რამეთუ ძე არ გახდებოდა მამა, მამის სახელში რომ არ შემოსილიყო. ისინი ვინც ფლობენ ამ სახელს, შეიცნობენ მას, მაგრამ არ ამბობენ მას. ხოლო ისინი ვინც არ ფლობენ მას, ვერც იმეცნებენ მას. მაგრამ ჭეშმარიტებამ დაბადა სახელები წუთისოფელში იმიტომ რომ არ შეიძლება მისი შეცნობა სახელის გარეშე. ჭეშმარიტება ერთიანია, ის წარმოადგენს მრავალს, სიმრავლეს და ასე ჩვენთვის, რათა შეგვასწავლოს ჩვენ ერთიანობა სიყვარულის მეოხებით სიმრავლეს დახმარებით.

  1. არქონტებმა მოისურვეს მოეტყუებინათ ადამიანი, რამეთუ იხილეს, რომ იგი ერთი წარმოშობისაა ჭეშმარიტად კარგ საგნებთან ერთად. მათ აიღეს კარგთა სახელი და მისცეს იგი ცუდებს, რათა სახელთა მეშვეობით მოეტყუებინათ იგი და მიეჯაჭვათ იგი ცუდი, ბოროტეული საგნებისადმი და ამის მერე, თუ ისინი უზამენ მათ მოწყალებას, ისინი აიძულებენ განცალკევდნენ ბოროტეული საგნებისაგან და ათავსებენ მათ კარგთა შორის, იმათ შორის, რომლებიც მათ იციან. რამეთუ მათ მოისურვეს აეღოთ თავისუფალი და ექციათ იგი თავიანთ მონად საუკუნოდ.

  1. არიან ძალები, რომლებიც აძლევენ... ამ ადამიანს, არ სურთ რა აქციონ იგი... რათა ისინი გახდნენ... რამეთუ თუ ადამიანი... მსხვერპლშეწირვა... და შესწირეს მსხვერპლი ცხოველურ ძალებს... ესენი იყვნენ ცხოველთა მსგავსნი. მათ რომლებსაც ისინი მსხვერპლად სწირავდნენ, - ისინი მსხვერპლად სწირავდნენ ცოცხლებს. ხოლო როდესაც სწირავდნენ ისინი ხდებოდნენ მკვდრები. ადამიანი შესწირეს ღმერთს მკვდარი და ის გახდა ცოცხალი.

  1. ქრისტეს მოვლინებამდე არ იყო წუთისოფელში პური. როგორც ედემის ბაღში სადაც იყო ადამი, იყო მრავალი ხე, ცხოველთა საკვები, არ იყო ხორბალი, ადამიანთა საკვები. ადამიანი იკვებებოდა როგორც ცხოველი. მაგრამ როდესაც მოვიდა ქრისტე, სრულყოფილი ადამიანი, მან მოიტანა პური ზეციდან, რათა ადამიანს ეჭამა ადამიანის საკვები.

  1. არქონტები ფიქრობდნენ, ისინი აკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ, თავისი ძალითა და ნებით. მაგრამ სულიწმინდა საიდუმლოდ, ფარულად მოქმედებდა მათი გავლით, როგორც თავად სურდა. ჭეშმარიტებას რომელიც დასაბამიდან არსებობს, ისინი თესავენ ყველგან და მრავალნი ხედავენ მას, როდესაც თესავენ მას, მაგრამ მხოლოდ თითოოროლანი ხედავენ, როდესაც მიაქვთ იგი.

  1. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ მარიამი დაორსულდა სულიწმინდისაგან. ისინი ცდებიან. მათ არ იციან რას ამბობენ. როდის იყო რომ ქალი დაორსულებულიყო ქალისაგან? მარიამი - ესაა ქალწული, რომელიც ძალას არ შეუბილწავს. ისაა - დიადი ანათემა იუდეველთათვის, მოციქულთათვის და მოციქულთა მამაკაცებისათვის. ესაა ქალწული, რომელიც ძალას არ შეუბილწავს, - სუფთა, შეიბილწნენ ძალები და უფალი არ იტყოდა: მამაო ჩემო, რომელი ხარ ცათა შინა, - მას რომ სხვა მამა ყოლოდა, იტყოდა უბრალოდ: მამაო ჩემო.

  1. უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: ...შემოდით მამის სახლში, არ მიიტანოთ არაფერი მამის სახლში და ნუ გამოიტანთ იქიდანაც ნურაფერს.

  1. იესო - არის სახელი დაფარული. ქრისტე - კი სახელი ღია, აშკარა. ამიტომაც იესო არ არსებობს არცერთ ენაზე, მაგრამ მისი სახელია - იესო, როგორც მას უწოდებენ. ქრისტე კი: მისი სახელი სირიულად არის - მესია, ხოლო ბერძნულად ქრისტე. საერთოდ ყველანი სხვანი ფლობენ მას, თითოეული ენის შესაბამისად. ნაზარეველი - ესაა ის, რაც გაცხადებულია იქიდან რაც დაფარულია.

  1. ქრისტე ფლობს საკუთარ არსებაში: ადამიანსაც, ანგელოზსაც, საიდუმლოსაც და მამაზეციერსაც.

  1. ისინი ვინც ამბობენ რომ უფალი თავდაპირველად მოკვდა და მერე აღდგა ცდებიან, რამეთუ ის აღდგა თავდაპირველად და ის მოკვდა. თუ არ მიაღწევს არავინ აღდგომას დასაბამში, ის ვერ მოკვდება. ღმერთი ცოცხალია - ის უკვე იქნება მკვდარი.

  1. არ დამალავენ ძვირფას საგანს დიდ ჭურჭელში, მაგრამ ხშირად მირიადები, რომლებსაც ვერ მოსთვლი, იყვნენ ჩაგდებულნი ჭურჭელში, რომელიც ასარია ღირდა. ასევეა საფშვინველიც: საგანი ძვირფასი, ის ჩამწყვდეულია ბილწ, ხრწნად სხეულში.

  1. არიან ზოგიერთები, რომლებსაც ეშინიათ მკვდრეთით აღდგნენ შიშველნი. ეს იმიტომ რომ მათ სურთ აღდგნენ ხორციელად და მათ არ იციან, რომ ისინი, ვინც ატარებენ ხორცს, - ისინი შიშველნი არიან. ისინი ვინც გაიხდიან რათა იყვნენ შიშველნი, - ისინი არ არიან შიშველნი. არც ხორცს, არც სისხლს არ შეუძლია ღვთის სასუფევლის დამკვიდრება. როგორიღაა ის რასაც არ შეუძლია დამკვიდრება? ეს ისაა რაც ჩვენზეა. და როგორიღაა ის რასაც შეუძლია დამკვიდრება? ეს ისაა რაც ეკუთვნის იესოს და მის სისხლს. ამიტომაც მან თქვა: ის ვინც არ შეჭამს ჩემს ხორცს და არ დალევს ჩემს სისხლს, ვერ ექნება სიცოცხლე თავის თავში. როგორია მისი ხორცი? მისი ხორცია ლოგოსი და მისი სისხლია - სულიწმინდა. ის ვინც მიიღო ეს, ფლობს საკვებს, სასმელს, შესამოსელს. მე კი, მე განვიკითხავ სხვებს, რომლებიც ამბობენ რომ ეს ხორცი არ აღდგება. ასე რომ ისინი ორივენი ცდებიან. შენ ამბობ რომ ხორცი არ აღდგება. მაგრამ გვითხარი, რა აღდგება რომ გცემდეთ თაყვანს. შენ ამბობ სული ხორცშია და აგრეთვე სინათლე ესე არის ხორცში. ლოგოსი - ესე სხვაა, რომელიც არის ხორცში, რამეთუ რაც არ უნდა თქვა, - შენ არაფერს ამბობ ხორცის გარდა. უნდა ავღდეთ ამ ხორცში, რადგან ყველანი მასში ვართ.

  1. ამ წუთისოფელში ვინც სამოსელს იცვამს, - არიან შესამოსლით არჩეულნი. ზეციურ სასუფეველში შესამოსელი აქვს იმათ, ვინც დაიდეს იგი საკუთარ თავზე წყლითა და ცეცხლით, რომელიც ასუფთავებს ყველა ადგილს.

  1. გაცხადებული, - გაცხადებულით და დაფარული, - დაფარულით. არსებობენ ზოგიერთი საგნები, დაფარულნი, - გაცხადებულით. არის წყალი წყალში და არის ცეცხლი ნათელცხებაში.

  1. იესო დაეუფლა მათ ყველას საიდუმლოდ. რამეთუ ის არ გაეცხადა ისეთი როგორიც იყო ჭეშმარიტად. მაგრამ ის გამოცხადდა ისე, როგორც შესაძლებელი იყო მისი დანახვა. ასე მათ ყველას გამოეცხადა: ის გამოეცხადა დიადებს - როგორც დიადი, მცირეთ - როგორც მცირე, ის გამოეცხადა ანგელოზებს - როგორც ანგელოზი და ადამიანებს - როგორც ადამიანი. ამიტომაც მისი ლოგოსი თითოეულისაგან დამალულია. ზოგიერთები ხედავდნენ მას და ეგონათ რომ საკუთარ თავს ხედავენ. მაგრამ როდესაც ის გამოეცხადა თავის მოწაფეებს დიდებაში მთაზე, ის არ იყო მცირე, ის გახდა დიადი. მაგრამ მან გახადა დიადებად თავისი მოწაფეები, რათა მათ შეძლებოდათ, მისი, დიადის ხილვა. მან თქვა იმ დღეს ევქარისტიაში: ისაა ის ვინც შეაერთა სრულყოფილება და სინათლე სულიწმინდაში, შეაერთა ანგელოზები, ჩვენთან, ფორმებთან.

  1. ნუ უარყოფთ კრავს, რადგან მის გარეშე არ შეიძლება კარიბჭის ხილვა. არვის ძალუძს გაეშუროს მეფისაკენ, შიშველმა.

  1. ზეცის ადამიანი - უფრო მრავალნი არიან მისი ძენი, ვიდრე მიწიერი ადამიანისა. თუ ადამის ძენი მრავალნი არიან, თუმცაღა ისინი კვდებიან, რამდენად მრავალნი არიან უფრო რიცხობრივად სრულყოფილი ადამიანის ძენი, რომელნიც არა კვდებიან, არამედ მუდმივად იბადებიან.

  1. მამა ქმნის ძეს, ხოლო ძეს არ შეუძლია ძის შექმნა. რამეთუ ის ვინც ქმნილია, არ ფლობს უნარს ქმნას. მაგრამ ძე იძენს თავისთვის ძმებს და არა ძეებს.

  1. ყველანი ისინი ვინც იბადებიან წუთისოფელში, იბადებიან ბუნების გამო და ზოგიერთები - სულის წყალობით. ისინი ვინც იბადებიან მისი წყალობით... ადამიანთან, რამეთუ ისინი იკვებებიან დაპირებით ზემოთ ადგილსამყოფელზე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...