Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    526.879

რა არის ტრიქოტომია (ზოგიერთი ანტიფილოსოფოსების უვიცობის კრიტიკა)


blog-0514523001517166382.pngადამიანი და სამყარო შედგება 7 კარმული გარსისგან და 3 სხეულისგან. 7 კარმული გარსი: 1) ატმიკური 2) ბუდჰიკური 3) მანასიკური 4) კამიკურ ფსიქიკური 5) ასტრალური 6) ეთერული 7) ფიზიკური. 3 სხეული: 1) კარანა შარირა – სულიერი (კაუზალური) 2) სუკშმა შარირა – მშვინვიერი ანუ ასტრალური 3) ფიზიკური ანუ ხორციელი. ბუდისტურ ტანტრაში უმაღლესი არსიდან რომელსაც ეწოდება სვამბჰავიკა კაია ადი ბუდა დჰარმადჰატუ, გამოდინდება სამი სხეული: 1) დჰარმა კაია – ბუდას სულიერი სხეული 2) სამბჰოგა კაია – ბუდას ასტრალური მშვინვიერი სხეული და 3) ნირმანა კაია – ბუდას ხორციელი სხეული. არის სამი ბუნება: 1) პარანიშპანა სვაბჰავატი (სულიერი) 2) პარატანტრა სვაბჰავატი (ასტრალური) 3) პარიკალპიტა სვაბჰავატი (წარმოსახვითი მიწიერი ფიზიკური ბუნება).

რომაულ ფილოსოფიაში ადამიანის ყოფიერება იყოფა სამ ნაწილად: 1) სპირიტუს – სული, 2) ანიმა/ანიმუს – საფშვინველი და 3) კორპუს – ფიზიკური სხეული. ბერძნულში ადამიანი ასევე სამი ნაწილისგან შედგება: 1) პნევმა – სული 2) ფსიხე – საფშვინველი და 3) სომა იგივე ჰილე – ხორციელი სხეული.

უმეცარი ადამიანები ხშირად ურევენ სულის და საფშვინველის კონცეფციებს ერთმანეთში ანდა უფრო უარესი, სული (სპირიტუს) და საფშვინველი (ანიმა) ერთი და იგივე ჰგონიათ. ეს სირეგვნის აპოთეოზია. პლოტინუსი ქადაგებდა რომ უმაღლესი სულიდან, პირველერთიანიდან ემანაციით გამოდის ღვთაებრივი გონი, გონიდან გადმოდის მსოფლიო საფშვინველი, ხოლო მსოფლიო საფშვინველიდან ლოკალური საფშვინველები და ფიზიკური მატერია. გთხოვთ ნუ ურევთ ერთმანეთში საფშვინველს და სულს! ტრიქოტომია სწორი დოქტრინაა. ნუ ამახინჯებთ ტრიქოტომიის უნივერსალურ დოქტრინას! ანიმა იგივე ფსიხე არის საფშვინველი! სპირიტუს იგივე პნევმა არის სული! ნუ ურევთ! როცა წერთ რომ პირველერთიანის ემანაციამ გონებამ შვა მსოფლიო "სული", გამოგდით აბსურდი! რადგანაც სული შეუძლებელია იყოს მესამე თანრიგის ემანაცია გამოსული გონიდან, მით უმეტეს როცა გონება არის პირველერთიანის ემანაცია რომელიც თვითონ არის სული! პლოტინუსის ღვთაებრივი გონი ესაა ღვთაებრივი უმაღლესი საფშვინველი, ხოლო გონების ემანაცია ესაა მსოფლიო საფშვინველი ანუ ანიმა მუნდი იგივე მოაზროვნე გონიერი საფშვინველი. ვიკიპედიაშიც ათასი სისულელე წერია!

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...