კონტენტზე გადახტომა






სურათი

"საავტორო უფლებების" და "ინტელექტუალური საკუთრების" შესახებ კომუნისტური და პანთეისტური ფილოსოფიის პოზიციიდან და ადამიანთა სოციალური დეგრადაცია

დაპოსტა: შანკარადევა, 16 January 2018 · 1405 ნახვა

მერკანტილიზმი საავტორო უფლებები კომუნიზმი ეზოთერიკა სანსარა დეგრადაცია
მეზიზღება კაპიტალისტური მორალი და სოციუმი! გული მერევა ისე მეზიზღება! პირდაპირ ძღნერში მინდა დავმარხო ეგ სირები! რატომ? გსმენიათ ოდესმე "საავტორო უფლებების" და "ინტელექტუალური საკუთრების" შესახებ? ეს ყველაზე უსაზიზღრესი გამოვლინებაა კაპიტალისტური მესაკუთრეობის და ეგოისტური მეშჩანობის! აგიხსნით; კაპიტალისტური აზროვნების მიხედვით, რომელზეც დაფუძნებულია მთელი ჩვენი საზოგადოება უკვე 12 000 წლის მანძილზე, ქადაგებს, რომ ის რაც "შექმნილია" კონკრეტული ადამიანის მიერ წარმოადგენს მის "ინტელექტუალურ საკუთრებას" და "საავტორო უფლებით" დაცულია მისი კერძო საკუთრება ანუ "კაპიტალი", დიახ არ მოგჩვენებიათ, კაპიტალისტური აზროვნებით ყველა და ყველაფერი დაიყვანება ფინანსურ კაპიტალზე ანუ ფულზე, როგორც ჟაკ ფრესკო და პიტერ ჯოზეფი ამტკიცებენ თანამედროვე საზოგადოება არის დეგრადირებული და აქვს მახინჯი და არასწორი ფასეულობები, რას ნიშნავს ეს?? ეს ნიშნავს იმას რომ მერკანტილური კაპიტალისტები "ქმნიან" "ახალ იდეას ან საგანს" იმისათვის რათა მერე ეს იდეა ან საგანი გაყიდონ, იშოვონ ფული და შეჭამონ საჭმელი და ა.შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ კაპიტალისტური "ზნეობა" ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანის სულიერებაზე და დეგრადაციის გზით აქცევს მას მერკანტილურ მიზანთროპად. სხვაგვარად შეუძლებელია იმიტომ რომ კაპიტალისტურ რეალობაში თითქმის არავინ (კომუნისტების გარდა) არ "ქმნის" არაფერს ისე უბრალოდ რათა ეს რაღაც გაუზიარონ დანარჩენ კაცობრიობას სრულიად უსასყიდლოდ და გაავრცელონ სიკეთე და ბედნიერება დედამიწაზე. სწორედ ესაა კომუნიზმი. ქრისტეც, ბუდაც და კრიშნაც და ყველა სულიერი ლიდერები იყვნენ გასხივოსნებული სულიერი კომუნისტები რომლებმაც სრულიად უანგაროდ უბოძეს ადამიანებს, მოკვდავ არსებებს უზენაესი სულიერი სამყაროს სიბრძნე და ცოდნა ანუ მისცეს ინფორმაცია! გასცეს უანგაროდ თავიანთი "ინტელექტუალური საკუთრება"! რატომ? იმიტომ რომ ისინი იყვნენ კეთილი ზესულები რომლებიც იდგნენ მიწიერ სანსარულ მერკანტილიზმზე მაღლა მდგომნი! ადვაიტა ტანტრა ქადაგებს რომ ყოველივე არსებული არის უნივერსალური ღვთაებრივი ცნობიერების და ენერგიის ილუზორული ვირტუალური ფორმა, ჩვენ ვართ უზენაესი უფლის ვირტუალური მოდიფიკაციები და ავატარები, სამყაროს ნებისმიერ არსებაში სუფევს ანტიმერკანტილური უპიროვნო უფლის ზესულის მადლი და პოტენციალი! მატერია = ილუზია! და შესაბამისად კაპიტალისტური მერკანტილური ეგოიზმიც ანუ იგივე "საავტორო უფლებები" = ილუზია! რადგანაც არ არსებობს არავითარი ავტორი! ერთადერთი ვინც რეალურად ფლობს ყველა იდეას და საგანს ესაა ღმერთი ანუ ადიბრაჰმანი! ყველაფერი სხვა ესაა მოჩვენებითი რეალობა რომელსაც ებღაუჭებიან კაპიტალისტი ღორები დაბნელებული ეგოიზმის და ილუზიის წყვდიადით. კაპიტალისტი გეუბნება: ან ნუ "მომპარავ" ანდა თუ წაიღებ რამეს რაც "მე შევქმენი" ჯერ ნებართვა მთხოვე და მერე კი ფული მიხადე ანუ წილში ჩამსვი! ე.ი. კაპიტალისტი ესაა სულიერად გაპარტახებული მეშჩანი რომელმაც არ იცის სულიერი ჭეშმარიტება. ასეთია კაპიტალისტური მარაზმი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია სხვა ყოფა. მათი ლოგიკით ქრისტეც, ბუდაც, კრიშნაც და ძველი ბერძენი ფილოსოფოსებიც უნდა უჩიოდნენ სასამართლოებში პრაქტიკულად დედამიწის მოსახლეობის მინიმუმ 79%–ს! უაზრობა არ გამოდის?? ქრისტემ ადამიანებს მისცა ცოდნა და სანაცვლოდ არაფერი მოსთხოვა და როცა სიმონ მოგვი მივიდა მოციქულ პეტრესთან და უთხრა რომ უნდოდა ფულით ეყიდა სულიწმინდის მადლი, პეტრემ დასწყევლა და გააგდო რის მერეც სიმონმა მოინანია ცოდვა და გახდა მოციქულთა მიმდევარი! გესმით? სიმონს ჰქონდა მერკანტილური კაპიტალისტური აზროვნება და ვერ წარმოედგინა რომ მოციქულები ჩვენი დიადი უფლისა უანგაროდ ასწავლიდნენ უბრალო კეთილ ხალხს სულიწმინდის ნიჭებს! მან იფიქრა ფულით უნდა ვიყიდო ეს ძალაო! რადგან აზროვნება არ უვარგოდა და მატერიალურ ილუზიებში იყო ჩაძირული! პეტრემ მას ჭკუა ასწავლა! ასე არიან ეს "შექმნელი" ავტორებიც რომლებიც რეალურად არაფერსაც არ ქმნიან! როგორ ასე? როგორ და როცა ვიღაცა რაღაცას "ქმნის" ის "ქმნის" არა არაფრიდან როგორც ეს გონიათ ფანატიკოს მორწმუნეებს უფალზე არამედ სხვისი დახმარებით! სხვის იდეებზე და გარემომცველ ბუნებაზე დაყრდნობით! ბუნებაც და ნებისმიერი ადამიანის ტვინში გაჩენილი აზრიც არის მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი უფლის საკუთრება და სხვისი არავისი რადგანაც ყველა და ყველაფერი სამყაროში ეკუთვნის მხოლოდ უფალს და სხვას არავის!!! უფალი მოქმედებს კომუნისტური მისტიკის პრინციპებით! უფალი = კომუნიზმი! ბუნება ესაა უფლის მისტიკური სხეული და მაგ ლოგიკით ნებისმიერი ადამიანი რომელიც იგონებს რაღაცას ვალდებულია პროცენტები უხადოს უფალს ან უბრალოდ მადლობა შესწიროს! ყველაფერი სამყაროში ღმერთიდან მოდის!!! ღმერთი ბადებს მატერიას და მატერიაში იბადება ადამიანი რომელიც ხედავს მატერიას და "იგონებს" რაღაცეებს, რომლებიც მიღებულია შთაგონებით! შთაგონება ესაა როცა უფალი შენს სულში დავანებული მუზების სახით გიგზავნის სულიერ იდეას ანუ ეიდოსს! დაიხსომე ადამიანო შენ არაფერი არ გეკუთვნის! ყოველივე ღმერთშია და ღმერთიდან და ღმერთთან!! და უფლის გარეშე არაა არაფერი! თვითონ მარქსის და ლენინის იდეებიც კი უფლის მიერ იყო შთაგონებული! ხოლო ბოროტი და აგრესიული იდეები იბადება ილუზიებისგან დეგრადირებული უღმერთოების ტვინებში როგორც უფლის სიბრძნის არასწორი გაგება! კომუნიზმი ესაა უფლის სიბრძნე! კაპიტალიზმი = უფლის სიბრძნის დამახინჯება. ადამიანებმა შექმნეს უღვთო კაპიტალისტური რეჟიმი და გაიმრუდეს გონებაში სამყაროს სურათი!! სულელი ადამიანის "შექმნილ" ანტი ღვთიურ იდეებს ფასი არ აქვთ! ვიმეორებ ერთადერთი ინტელექტუალური მესაკუთრე და ავტორი არის – უფალი!!!!!!! ხოლო უფალი = ბუნება რომელმაც შვა ადამიანები!!!! ანუ ადამიანი პარავს ბუნებას და უფალს!!!!