კონტენტზე გადახტომა






სურათი

ლგბტ, პოლიგამია და მონოგამია – მორალისტურ ტრადიციული მარაზმი და ორმაგი სტანდარტები

დაპოსტა: შანკარადევა, 14 January 2018 · 1724 ნახვა

პოლიგამია მონოგამია სექსი ოჯახი სიყვარული პარტნიორობა ტრადიციები ლგბტ სექსუალური ორიენტაცია გენდერი
იცით რა მინდა გითხრათ? ვერ ვიტან შერჩევითი სამართალის და ორმაგი სტანდარტების მქონე მორალისტებს! ვგულისხმობ იმას რომ თანამედროვე საზოგადოებაში სახელმწიფოების უმრავლესობაში ლგბტ სექსუალობა მეტად თუ ნაკლებად დეკრიმინალიზებულია და ლეგალიზებულია, მაგრამ... თქვენ წარმოიდგინეთ ასეთ ქვეყნებში განსხვავებით ჩამორჩენილი მუსულმანური და ინდობუდისტური ქვეყნებისგან პოლიგამია ანუ პოლიანდრია (მრავალი ქმარი) და პოლიგინეა (მრავალი ცოლი) არის სასტიკად აკრძალული! ?! გარეკავს ადამიანი! ე.ი. ქვეყნებში სადაც ლგბტ არის ლეგალიზებული აკრძალულია პოლიგამია და პოლიამურია და იქ სადაც ეს უკანასკნელია რელიგიურ დონეზე ნებადართული, იქ ლგბტ ადამიანებს უსასტიკესად ფიზიკურად უსწორდებიან და ლეგალიზებაზე კი არა დეკრიმინალიზაციაზეც კი საუბარი ზედმეტია! რა სიგიჟეა ეს?! რა არის ეს?! ლგბტ–ზე მე უკვე ადრე ვილაპარაკე, რომ უაზრობა არის ვიღაცის შეწუხება მარტო იმიტო რომ იმას სხვა სექსუალობა აქვს, მაგრამ ახლა ამოტივტივდა კიდევ ერთი საკითხი! პოლიგამია და პოლიამურია! ვერ გავიგე თუ ერთ ქალს ჰყავს ორი კაცი ან ერთ კაცს ჰყავს ორი ქალი და უყვართ ერთმანეთი, არიან ერთად, თანაარსებობენ მშვიდობიანად და თავისთვის ტყნაურობენ, ეს ურთიერთობა კანონიერად არ უნდა სცნოს ერთი მუჭა პოლიტიკოსების ხროვამ რომელსაც ეწოდება მთავრობა და ასევე ერთი მუჭა "წმინდა და უმანკო" მოქალაქეების მორალისტურმა ბრბომ?! ვერ გავიგე?! თქვენ თავგადაკლულ მონოგამებს ვინმე გაიძულებთ გახდეთ პოლიგამები? არა! ჰო და რა ჭირი გჭირთ?! ვინ გეკითხებათ ვის რამდენი ადამიანი უყვარს და რამდენს ტყნავს?! საკუთარ ტყავში ვერ ეტევით?! და თუ ლგბტ ლეგალიზებული გაქვთ პოლიგამებმა რაღა დააშავეს ა?! და მაგის გარდა; რა ჭირია ეს "ლეგალიზება"?! გეტყვით! ესაა როცა მთავრობა ოფიციალურად გიდასტურებს რომ შენი ცხოვრების წესის გამო თავში არ ჩაგარყამს და ციხეში არ გაგამგზავრებს ან საერთოდაც არ მოგკლავს და ასევე მასებსაც ეტყვის რომ შენ ცუდი არ ხარ და არ დაგესხან თავს! აი ესაა! ლეგალიზაცია არის ყველაზე უხეში ჩარევა მთავრობის და მოცლილი მორალისტების მიერ სხვა ადამიანების პირადულში! და ესაა გულის ამრევი! რაში მჭირდება მე ვიღაც პოლიტიკოსის ან ლოთი მეზობლის თანხმობა და დასტური?! ვის რა საქმე აქვს ჩემს პირადულთან?! არასოდეს არ მესმოდა ეს "ლეგალიზაციები" და "დეკრიმინალიზებები"! ჯერ ერთი მასებს ტვინს უტენით ტენდენციური იდეოდოგმებით და მეორეც სხვის პირადულში ცხვირს ჰყოფთ?! გიჟები ხართ თუ რა????!...