კონტენტზე გადახტომა






სურათი

იდეოლოგიების შესახებ

დაპოსტა: შანკარადევა, 14 January 2018 · 1217 ნახვა

სატანიზმი მარაზმი რელიგია ათეიზმი ჰუმანიზმი გნოსტიციზმი შეთქმულება
მე ვიცოდი რომ ათეისტების გარკვეული ნაწილი დარეხვილია. ისიც ვიცოდი რომ აბრაამიტების 75% მინიმუმ დაცენტრილია. ვიცოდი ისიც რომ მთავარია ინდივიდი და არა კოლექტივი, რაც ნიშნავს იმას რომ არ აქვს მნიშვნელობა რა პარტიაში ან რელიგიაში ხარ, პიროვნულ დონეზე ჩვენ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ამას ეწოდება მრავალფეროვნება. თუმცა კარგა ხნის მანძილზე მეგონა რომ სატანისტები 99% არიან კეთილი და მართალი "ბიძიები და დეიდები", ცხადია ვიცოდი რომ დემონები სხვადასხვანაირები არიან და მათ მინიმუმ 55% მაინც არ აქვს პოზიტიური ემოციები, მით უმეტეს ადამიანთა მიმართ, გარკვეული მიზეზების გამო... ახლა კი მივხვდი ერთ რამეს: სატანისტები არანაკლები დაცენტრილები და მარაზმატიკები არიან ვიდრე აბრაამიტები და ზოგიერთი ათეისტები...
საიდან ვიცი? ნუ, მე გადავქექე ამერიკული და რუსული სატანისტური საიტები და ვნახე ეს:
სატანისტური "ეთიკური" კოდექსი:
1) ჰუმანიზმის უარყოფა
2) ალტრუიზმის უარყოფა
3) ეგოიზმი
4) აგრესიული ათეიზმი
5) სიბრალულის უარყოფა
6) სოციალური დარვინიზმი

ახლა მიხვდით? და ესენი არიან "კეთილები"? ესენი გიჟები არიან!
სხვათაშორის თქვენი აზრით ვის აწყობს ეს "სოციალური დარვინიზმი" ანუ ძლიერებად და სუსტებად დაყოფა მასების და სუსტების განადგურება და დამცირება სიბრალულის გარეშე? ჰმ... ცხადია მიხვდით. ეს არქონტების (ბოროტი კოსმიური ლორდების) გეგმის ნაწილია. მათ სპეციალურად შექმნეს ეს ციხე, რადგანაც "არსებობისთვის ბრძოლა" "სოციალური დარვინიზმის" პირობებში და ადამიანთა გაველურება სწორედ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ეს სწორედ მათთვისაა სასიამოვნო. რაც უფრო სასტიკები არიან ადამიანები მით უფრო კარგად გრძნობენ თავს არქონტები. ასე რომ დაფიქრდით ვისკენ ხართ. შესაძლოა ყველა დემონი არაა ბოროტი. მაგრამ ეს "სატანისტები" მართალთა მხარეს ნამდვილად არ არიან. ასჯერ დაფიქრდით სანამ სატანისტურ რიგებში შეხვალთ. შეცდომა არ დაუშვათ. წაიკითხეთ ჯერ მათი კოდექსი!