კონტენტზე გადახტომა






სურათი

ბიბლია: რესტავრირებული დაბადების წიგნი

დაპოსტა: შანკარადევა, 18 June 2014 · 1956 ნახვა

ადამ კადმონი ადამ აფარი ევა ელოჰიმი მალახიმი გნოსტიკოსები კაბალისტები

მართლმადიდებელთა მთავარი პრობლემა იმაშია რომ მათ არ სურთ დამოუკიდებლად და თავისუფლად დოგმატიკის ფარგლებს გარეთ მეცნიერული აზროვნება და თვითშემეცნება, თვითგანსწავლა, მათ არ სურთ თავისუფლება. ეს ის ხალხია რომლებიც ამტკიცებენ რომ „ღმერთმა“ არაფრისგან შექმნა სამყარო, თუმცაღა ამ არაფრის რაობასა და არსობრიობას არც კი აკონკრეტებენ, ეს ის ხალხია რომლებიც იმასაც კი ვერ ახერხებენ სწორად გადათარგმნონ სიტყვა „ელოხიმ“, ეს ის ხალხია რომლებმაც სიტყვა „ელოხიმი“ რეალურად ქალური სქესის არსებითი მრავლობით რიცხვში, გადათარგმნეს როგორ მამაკაცური სქესის არსებითი სახელი მხოლობითში, ეს ის ხალხია, რომლებიც აზრზეც კი არ არიან რომ ანგელოზებისა და დემონების წარმოშობის შესახებ ბიბლიაში სიტყვაც არაა ნათქვამი(!).

რეალურად სინამდვილეში მართლმადიდებელთა მიერ არაზუსტად გადათარგმნილი ბიბლიის პირველი წიგნის ე.წ. „დაბადების“ პირველი ორი თავი ამგვარია:

ბიბლია

ძველი აღთქმა

(თანამედროვე ქართულ ენაზე)

წიგნი პირველი

დაბადება

(ელენა ბლავატსკაიას, ისააკ მეიერისა და მაკ გრეგორ მატერსის შრომათა მიხედვით თეოსოფი ღვთისავარ ჩაბრავას მიერ რედაქტირებული და რესტავრირებული ვერსია)

თავი პირველი:

1. „მარადიულად არსებული არსიდან (სუბსტანციიდან) ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მოახდინეს ორმაგი ცის (კოსმოსისა და სუპერკოსმოსის) ფორმირება.

2. ქაოსის ოკეანე იყო უსახური და არაორგანიზებული, ბნელითა და წყვდიადით იყო მოცული თავდაპირველი ქაოსის უფსკრული და ღვთაებრივი მსოფლიო სული (სული ღმერთებისა, ბინარული კინეტიკური ენერგიების სინგულარული პროტომატრიცა) იძრვოდა კაუზიური კოსმიური ოკეანის (ქაოსის ანუ ეკარნავას) წ####ბის წიაღში.

3. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი უფალი).

4. დაინახეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) რომ ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი უფალი თვისებებითა და ატრიბუტებით, დიფერენცირებული ცნობიერება) კარგი იყო და გაყარეს ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი ღვთაება) და ბნელი (პასიური აბსოლუტი, გამოუვლენელი დაფარული აბსოლუტი).

5. ნათელს (გამოვლენილ ღვთაებას) ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) უწოდეს დღე და ბნელს (პასიურ აბსოლუტს) უწოდეს ღამე. იყო პირველი იომი (პირველი ერა).

6. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყოს სივრცეთა შორის მყარი (მემბრანა) და გაყაროს სივრცენი.

7. მოხდა სასიცოცხლო ეთერული ენერგიის (პრანას, პრანაშაკტის) კოსმიური აფეთქება და გაჩნდა ნაპრალი უსასრულო სუპერსივრცეში, ამოანთხია სუპერსივრცემ მცირე სივრცე. გააჩინეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მყარი (ე.ი. მემბრანა), მოახდინეს მათ მყარის ანუ სივრცეთაშორისი ენერგეტიკული ბარიერის პროექცია და გაყარეს ერთმანეთისაგან კოსმიური სივრცე რომელიც არის მყარს (მემბრანას) ქვემოთ (შიგნით)და სივრცე, რომელიც არის მყარს ზემოთ (გარეთ). და იქმნა ასე.

8. მყარს (სივრცეთაშორის ენერგეტიკულ მემბრანას) ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) უწოდეს ცა. გავიდა 400 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მეორე იომი (მეორე ერა).

9. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): შეგროვდეს (კონდენსირდეს) ერთგან ცისქვეშეთის წყალი (სივრცე) და გამოჩნდეს ხმელეთი (გალაქტიკები). და იქმნა ასე.

10. ხმელეთს ქალღმერთებმა უწოდეს მიწა (გალაქტიკური კლასტერები) და შეგროვილ წყალს (სივრცეს) ზღვა. დაინახეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა) რომ კარგი იყო.

11. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყვნენ (გაჩნდნენ) მნათობები ე.ი. მზეები (ვარსკვლავები), პლანეტები და მთვარეები (ვარსკვლავური ანგელოზები). გავიდა 1 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მესამე იომი (მესამე ერა).

12. [გაჩნდნენ თუ არა მზეები, პლანეტებს მოეფინათ ნათელი და პლანეტებზე დაიწყო კოკისპირული წვიმები, ამოხეთქა წყალმა მიწიერმა მიწისქვეშიდგან და გადმოხეთქა ციური ღრუბლებიდან, წვიმდა 100 000 წელი, ბოლოს შეწყდა წვიმა თავსხმა და თანდათან დაიწია მიწიერმა ოკეანემ წყლისამ, და გამოჩნდა მიწიერი ხმელეთი და გახდა იგი ნაყოფიერი და აღმოცენდა მასზე მცენარეები მას მერე რაც წარმოიშვა ოზონის შრე პლანეტათა და მთვარეთა გარშემო. და მოიტანეს ნაყოფი პირველმა მცენარეებმა. გავიდა 3 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან) იყო მეოთხე იომი (მეოთხე ერა).

13. წარმოშვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მიკროორგანიზმები, მათგან წარმოშვეს უმარტივესი ფეხსახსრიანები და რბილტანიანები, მათგან გიგანტური მწერები და პირველყოფილი თევზები, ხოლო თევზთაგან ამფიბიები, მათგან ქვეწარმავლები, მათგან კი ფრინველები. გაჩნდნენ ტირანი ანგელოზები (უმდაბლესი ბოროტი ელოჰიმები). შექმნეს აგრეთვე უმდაბლესმა ელოჰიმებმა (ტირანმა ანგელოზებმა) პირველყოფილი ურჩხულები - ლევიათანები. გავიდა 9 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან) იყო მეხუთე იომი (მეხუთე ერა).]

14. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): გავაჩინოთ ადამიანები ჩვენს ხატად (ფორმად), ჩვენს მსგავსებად. ეპატრონონ ზღვაში თევზს და ამფიბიებს, ჰაერში ფრინველს და მიწაზე პირუტყვს, მთელს სამყაროს და ყველა ქვემძრომს რაც კი მიწაზე დახოხავს.

15. შექმნეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) ადამიანები, თავის ხატად (ფორმისამებრ) შექმნეს ისინი, ანდროგენ ჰერმაფროდიტებად (მამაკაცად და დედაკაცად) შექმნეს ისინი. მთვარის ანგელოზებმა, ტირანმა ანგელოზებმა (უმდაბლესმა ელოჰიმებმა) მისცეს პირველ ადამიანებს ეთერულ-ასტრალური ფანტომური სხეულები.

16. აკურთხეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) ისინი და უთხრეს: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ სამყარო, დაეუფლეთ მას და ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს და ყოველ ცხოველს, რაც კი მიწაზე დახოხავენ.

17. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): აჰა მოგვიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი, ეს იყოს თქვენი საზრდო.

18. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის საფშვინველი (ნეფეშ), ბალახი ქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. გავიდა 11 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მეექვსე იომი (მეექვსე ერა).


თავი მეორე:

1. ასე აღსრულდა ცა (365 სულიერი ცა, სუპერკოსმოსი) და მიწა (365 მატერიალური ცა, კოსმოსი) მთელი მათი ანგელოზთა მხედრობით.

2. დაასრულეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) სამყაროთა ფორმირება მეექვსე იომში (მეექვსე ერაში).

3. გამოსახა მეექვსე იომში უმდაბლესმა ელოჰიმმა, სახელად ილდაბაოთმა (ფსიქიკურმა ძალამ, ფსიქიკურმა კინეტიკურმა ენერგიამ) ანდროგენი ადამის, ადამ კადმონის სხეულებრივი არსება ასტრალური ენერგიისაგან (კოსმიური ეთერისაგან) და შთაბერა მას ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა (სასიცოცხლო ეთერული ენერგია – პრანა შაკტი) და გახდა ადამი ცოცხალ მშვინვად (ცხოველური სამშვინველი – ნეფეშ).






ნიჰილიზმს გვინერგავენ...აბსურდია...
  • Report