კონტენტზე გადახტომა






სურათი

რესტავრირებული სახარებები (ევანგელე) 8

დაპოსტა: შანკარადევა, 18 June 2014 · 1707 ნახვა

კენომა

სადუკეველების შეკითხვა ქორწინებაზე

27. მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:

28. „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ უშვილოდ გადაეგო, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.

29. იყვნენ შვიდნი ძმანი. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა უშვილოდ.

30. და მეორემაც

31. და მესამემაც შეირთეს იგი. შვიდთაგან არცერთს არ დარჩენია შვილები, და დაიხოცნენ.

32. ბოლოს ქალიც მოკვდა.

33. ჰოდა, აღდგომისას, რომელი ერთის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“

34. და უთხრა მათ იესომ: „ამ ეონის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან;

35. ხოლო ვინც ღირსნი არიან განიღმრთონ (გაღვთიურდნენ), მოიპოვონ ის ეონი და მკვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან,

36. ვინაიდან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღვთაების ძენი არიან ისინი, ძენი აღდგომის. ***


მწიგნობრებმა ვეღარ გაბედეს შეკითხვა

39. მიუგო ზოგიერთმა მწიგნობარმა და უთხრა: კარგად თქვიო, მოძღვარო.

40. და ვეღარ გაბედეს, რამე ეკითხათ მისთვის, ხოლო მან უთხრა მათ:

41. „როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?

42. თვითონ დავითი კი ამბობს წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,

43. ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად.

44. აჰა, დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?“

45. და როცა მთელი ხალხი უსმენდა, უთხრა თავის მოწაფეებს:

46. „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი, სინაგოგებში წინა სავარძლები და წინა ადგილები ნადიმებზე;

47. რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ“.


თავი 21

ქვრივის ორი ლეპტა

1. აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში ჰყრიდნენ მდიდრები თავიანთ შესაწირავს.

2. დაინახა აგრეთვე ღარიბი ქვრივი, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო.

3. თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო,

4. ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა“.


ტაძრის დანგრევაზე

5. როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებით და შეწირულებებით არისო დამშვენებული, იესომ თქვა:

6. „დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიშალოს“.

7. ისინი ეუბნებოდნენ მას და ეკითხებოდნენ: „მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს?“

8. მან თქვა: „გაფრთხილდით, რომ არ შეცდეთ, ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარო და ის ჟამი მოახლოებულიაო. თქვენ ნუ გაჰყვებით მათ.

9. როცა მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან უცებ არ იქნება აღსასრული“.

10. მაშინ უთხრა მათ: „აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო - სამეფოს წინააღმდეგ.

11. იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსრვა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან.

12. ამის უწინარეს ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო.

13. ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად.

14. ამიტომ თქვენს გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი,

15. ვინაიდან მე მოგცემთ თქვენ პირსა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.

16. ასევე გაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.

17. და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო.

18. მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან.

19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.

20. და როცა იხილავთ იერუსალიმს, ლაშქრით გარსშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება.

21. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში.

22. ვინაიდან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.

23. ხოლო, ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან დიდი იქნება უბედურება მიწაზე და რისხვა ამ ხალხზე.

24. დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე დასრულდება წარმართთა ჟამი.

25. და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო მიწაზე, ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო.

26. ხალხს გული შეუწუხდება შიშით და მსოფლიოზე მოსავალთა მოლოდინით, ვინაიდან სუპერკოსმოსის ძალები შეირყევიან.

27. მაშინ იხილავენ ანთროპოსის ძეს, ციური ხომალდით მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.

28. ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“.

29. უთხრა მათ იგავი: „შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს.

30. როცა ისინი უკვე იფოთლებიან, შეხედავთ და იცით, რომ ახლოსაა ზაფხული.

31. ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოსაა ღვთაების განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება).

32. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება.

33. სუპერკოსმოსი და კოსმოსი გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.


გაფრთხილდით

34. „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად,

35. რადგან ის, ეწევა, როგორც მახე, ყველა მკვიდრს მთელს მიწის პირზე.

36. მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე“.


უკანასკნელი სწავლება ტაძარში

37. დღისით იესო ტაძარში იმყოფებოდა და ასწავლიდა. ღამ-ღამობით კი ადიოდა მთაზე, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება.

38. მთელი ხალხი დილიდან მიდიოდა მასთან ტაძარში მის მოსასმენად.


თავი 22

იუდას გეგმა გაცემაზე

1. ახლოვდებოდა პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაული.

2. და დაეძებდნენ მას მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.

3. იუდა, ისკარიოტელად წოდებული, რომელიც ერთი თორმეტთაგანი იყო.

4. წავიდა, ელაპარაკა მცველთა უფროსებს, როგორ გადაეცა მათთვის ქრისტე.

5. მათ გაუხარდათ და დათანხმდნენ, მიეცათ მისთვის ვერცხლი.

6. მანაც აღუთქვა და ეძებდა შემთხვევას, რომ ხალხის დაუსწრებლად მიეცა იგი მათთვის.


ბოლო სერობა. პური და ღვინო

7. დადგა უფუარობის დღე, როცა უნდა დაკლულიყო პასექი.

8. მიავლინა პეტრე და იოანე და უთხრა: „წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ“.

9. მათ უთხრეს მას: „სად გინდა, რომ მოვამზადოთ?“

10. მან უთხრა მათ: „აჰა, ქალაქში შესვლისას შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოკით. მიჰყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა,

11. და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გეუბნება: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამოო პასექი?

12. ის გიჩვენებთ დიდ მოფარდაგებულ ზემოთვალს. იქ მოამზადეთ“.

13. წავიდნენ და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი.

14. დაჯდა იგი და მოციქულებიც მასთან ერთად.

15. უთხრა მათ: „სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ.

16. რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება ღვთაების სასუფეველში (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება)“.

17. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: „მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის.

18. რადგან გეტყვით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღვთაების განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება)“.

19. აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, დაურიგა მათ და უთხრა: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“.

20. ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება.

21. და აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე;

22. რადგან ანთროპოსის ძე მიდის განჩინებისამებრ“.

23. და მათ დაიწყეს ერთმანეთის გამოკითხვა: რომელი მათგანი გააკეთებდა ამას.


ვინ არის დიდი

24. ასევე იყო დავა მათ შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად.

25. მან კი უთხრა მათ: „ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან.

26. თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს - მსახურივით.

27. ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური,

28. თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში.

29. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა ჩემმა მამამ სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება),

30. რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სასუფეველში (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანეში, მრავალგანზომილებიან კოლექტიურ სუპერცნობიერებაში) და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად“. ***


წინასწარუწყება პეტრეს უარყოფაზე

31. თქვა უფალმა: „სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ გამოგითხოვათ თქვენ, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.

32. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და, როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები“.

33. მან კი უთხრა მას: „უფალო, შენთან მე მზად ვარ საპყრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოდაც,“

34. ხოლო მან თქვა: „შენ გეუბნები, პეტრე, მამალი არ იყივლებს დღეს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ“.


ორი მახვილი

35. უთხრა მათ: „როცა ქისის, გუდის და ფეხსაცმლის გარეშე გგზავნიდით, რაიმე გაკლდათ?“ თქვეს: არაფერიო.

36. უთხრა მათ: „ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე გუდა. ხოლო ვისაც არა აქვს, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და მახვილი იყიდოს.

37. თქვენ გეუბნებით, რომ ეს დაწერილი ჩემზე უნდა აღსრულდეს: „ბოროტმოქმედებთან შეირაცხა“. რადგან მას, რაც ჩემს შესახებაა, დასასრული აქვს“.

38. მათ თქვეს: „უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია“. მან კი უთხრა მათ: „კმარა“.


ბრძოლა გეთსიმანიაში

39. გამოვიდა იქიდან და, ჩვეულებისამებრ, წავიდა ზეთისხილის მთაზე. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას.

40. ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: „ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში“.

41. თვითონ განშორდა მათ ქვის სასროლ მანძილზე, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა.

42. ამბობდა: „მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს“.

43. ეჩვენა მას სუპერკოსმოსიდან ანგელოზი და აძლიერებდა.

44. ამ აგონიაში მყოფი უმხურვალესად ლოცულობდა. და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, რომლებიც მიწაზე ცვიოდა.

45. ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და ნახა ისინი მწუხარებისაგან ჩაძინებულები.

46. უთხრა მათ: „რას გძინავთ? ადექით, ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში“.


იესოს გაცემა და წაყვანა მღვდელმთავრის სახლში

47. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა ხალხი და მათ წინ მოუძღვის ერთი თორმეტთაგანი, სახელად იუდა, და მივიდა იესოსთან საამბორებლად.

48. იესომ უთხრა მას: „იუდა, ამბორით გასცემ ანთროპოსის ძეს?“

49. მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: „უფალო, დავკრათ მახვილი?“

50. ერთმა მათგანმა დასცა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა.

51. მიუგო იესომ და თქვა: „თავი დაანებეთ, საკმარისია!“ და შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი.

52. უთხრა იესომ მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მცველთა უფროსებს და უხუცესებს: „როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად?

53. ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და ჩემზე ხელი არ აგიმართავთ. მაგრამ ეს თქვენი ჟამია და სიბნელის ხელმწიფება“. ***

54. და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა.


იესო სინედრიონის წინაშე

55. როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა.

56. ერთმა მხევალმა იგი ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააკვირდა და თქვა: „ესეც იმასთან იყო“.

57. მაგრამ მან უარყო და თქვა: „ქალო, არ ვიცნობ იმას“.

58. ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: „შენც იმათგანი ხარ“. მაგრამ პეტრემ უთხრა: „ადამიანო, არა ვარ“.

59. თითქმის ერთი საათი იყო გასული, რომ ვიღაც სხვამ დაიწყო მტკიცება და ამბობდა: „ჭეშმარიტად, ესეც იმასთან იყო, ვინაიდან გალილეველია“.

60. თქვა პეტრემ: „ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ“. და უცებ, როცა ამას ამბობდა, მამალმა იყივლა.

61. და მობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომ უთხრა: დღეს სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო,

62. და გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

63. ხოლო კაცები, რომლებსაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, აგინებდნენ და სცემდნენ მას.

64. სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: „აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა“?

65. და კიდევ მრავალ სხვა გმობას ამბობდნენ მის წინააღმდეგ.

66. როცა გათენდა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესთა საბჭო, მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, და მიიყვანეს იგი თავიანთ სინედრიონში

67. და უთხრეს: „თუ ქრისტე ხარ, გვითხარი“. უთხრა მათ: „რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ,

68. და თუ შეგეკითხებით, არ მიპასუხებთ.

69. ამიერიდან ანთროპოსის ძე იქნება ღვთაების ძალის მარჯვნივ მჯდომარე“.

70. თქვა ყველამ: „მაშ, შენა ხარ ძე ღვთაებისა?“ მან უთხრა მათ: „თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ“.

71. მათ თქვეს: „მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება? ვინაიდან ჩვენ თვითონ მოვისმინეთ მისი პირიდან“.


თავი 23

იესო პილატეს წინაშე

1. და წამოიშალა მთელი ეს ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან.

2. შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: „ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რყვნის ჩვენს ხალხს და ანადგურებს რჯულის კანონს და წინასწარმეტყველებს, კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას და რყვნის ქალებსა და ბავშვებს“.

3. პილატემ ჰკითხა მას: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო მას და თქვა: „შენ ამბობ“.

4. პილატემ უთხრა მღვდელმთავრებს და ხალხს: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში“.

5. მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: „ეგ აშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე“.

6. პილატემ ეს რომ გაიგონა, იკითხა: „განა გალილეველია ეს კაცი?“

7. როცა შეიტყო, რომ ჰეროდეს სამფლობელოდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რადგან იმ დღეებში ისიც იერუსალიმში იმყოფებოდა.

8. ჰეროდემ, იესო რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხნიდან სურდა მისი ხილვა, რაკი გაგონილი ჰქონდა მასზე და იმედი ჰქონდა, რაიმე სასწაულს ნახავდა მისგან.

9. ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს პასუხობდა.

10. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და გაცხარებით ბრალს სდებდნენ მას.

11. ხოლო ჰეროდე თავის ჯარისკაცებითურთ ამცირებდა მას და დასცინოდა, ჩააცვა ბრწყინვალე სამოსელი და უკან გაუგზავნა პილატეს.

12. იმ დღეს პილატე და ჰეროდე დამეგობრდნენ, თუმცა ადრე მტრობდნენ ერთიმეორეს.


იუდეველების მოთხოვნა

13. პილატემ მოუხმო მღვდელმთავრებს, მთავრებს და ხალხს.

14. და უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის გამრყვნელი, და აჰა, მე თქვენს წინაშე გამოვიძიე და ვერავითარი დანაშაული ვერ ვპოვე ამ კაცში, რაშიც თქვენ ადანაშაულებთ მას,

15. და ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას.

16. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ“.

17. მას კი სწორედ ერთი უნდა გაეშვა სადღესასწაულოდ.

18. მაგრამ მთელი ხალხი აუყვირდა: მოაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბაო,

19. რომელიც ჩაგდებული იყო საპყრობილეში ქალაქში მომხდარი რაღაც შფოთისა და მკვლელობისათვის.

20. პილატემ კვლავ მიმართა მათ, ვინაიდან სურდა იესოს გაშვება.

21. მაგრამ ისინი გაჰყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგ“.

22. მესამედ უთხრა მათ: „რა ბოროტება აქვს ჩადენილი? მე ვერაფერი სასიკვდილო ბრალი ვერ ვპოვე მასში. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ“.

23. ისინი კი დაჟინებით ხმამაღლა მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი. და იმძლავრა მათმა ხმამ და მღვდელმთავრების ხმამ.

24. და პილატემ გადაწყვიტა, შეესრულებინა მათი მოთხოვნა:

25. გაუშვა შფოთისა და მკვლელობისათვის საპყრობილეში ჩაგდებული, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ, იესო კი მათ ნებას გადასცა.


გოლგოთას გზაზე

26. როცა იგი მიჰყავდათ, გზაში დაიჭირეს მინდვრიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი, და აჰკიდეს ჯვარი, რომ ეტარებინა იესოს კვალდაკვალ.

27. მისდევდნენ მას ბევრი ხალხი და ქალიები, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო.

28. იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: „იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ.

29. რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: „ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!“

30. მაშინ ეტყვიან მთებს: „დაგვემხეთ ზედ!“ და ბორცვებს: „დაგვფარეთ ჩვენ!“

31. ვინაიდან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?“

32. მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც - ორი ავაზაკი.


იესო ჯვარზე

33. როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, იქ ჯვარს აცვეს ისიც და ბოროტმოქმედნიც - ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ.

34. იესო ამბობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ“. და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით.

35. იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ეგ ქრისტეა, ღვთის რჩეული“.

36. ასევე ჯარისკაცებიც დასცინოდნენ მას, მიდიოდნენ და ძმარი მიჰქონდათ მასთან,

37. ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი“.

38. მის ზემოთ იყო წარწერა ბერძნული, რომაული და ებრაული სიტყვებით დაწერილი: „ეს არის იუდეველთა მეფე“.

39. ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც“.

40. მიუგო მეორემ, გაუწყრა და თქვა: „ნუთუ ღვთაებისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ?

41. ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია“.

42. და თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს ღვთაების ყოფიერებაში (ნირვანაში ანუ პლერომაში) გადახვალ“.

43. და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები ღვთაების ყოფიერებაში“.

44. დღის ექვსი საათი იქნებოდა და მთელი მიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე.

45. დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიპო.

46. და შესძახა იესომ დიდი ხმით და გარდაიცვალა.

47. ასისთავმა რომ იხილა მომხდარი, ღმერთი ადიდა და თქვა: „ჭეშმარიტად, ეს კაცი მართალი იყო“.

48. ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი, რომ ხედავდა, რაც ხდებოდა, გულში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან.

49. ყველა, ვინც მას იცნობდა, და ქალები, გალილეიდან რომ მოჰყვნენ, მოშორებით იდგნენ და უყურებდნენ ამას.


გარდამოხსნა. დაკრძალვა

50. აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსებმა, გამოითხოვა იესოს გვამი და დაასვენა მოზრდილ კუბოში.

51. გარდამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.

52. ის დღე პარასკევი იყო და შაბათი დგებოდა.

53. უკან გაჰყვნენ ქალებიც, რომელნიც იესოსთან ერთად მოვიდნენ გალილეიდან, და უყურებდნენ სამარხს, როგორ დაიდო მისი გვამი.

54. ამის შემდეგ დაბრუნდნენ. შაბათს კი მოისვენეს მცნებისამებრ.

55. ქრისტეს ასი მოწაფიდან რამოდენიმემ, რომელთაც ქრისტე ცათა სასუფევლის საიდუმლოებებზე ესაუბრებოდა, ჩუმად მოიტაცეს უფლის ფიზიკური სხეული და შორეულ ინდოეთში წაიღეს დასამარხად.


თავი 24

ქალები და პეტრე ცარიელ სამარხთან

1. ერთშაბათს, უთენია მოვიდნენ სამარხთან და მოიტანეს სურნელებანი, რომლებიც მომზადებული ჰქონდათ.

2. და ნახეს ლოდი, სამარხიდან გადაგორებული.

3. მაგრამ რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალ იესოს ხორციელი გვამი.

4. ამის გამო შეფიქრიანდნენ და, აჰა, მათ წინაშე წარსდგა ორი ღვთაებრივი ანგელოზი სულიერი (კაუზიური) და მშვინვიერი (ასტრალური) სხეულებით მოსილი. ***

5. რაკი შეძრწუნდნენ და სახე მიწად დახარეს, მათ თეთრ სამოსელში გამოწყობილებმა უთხრეს: „რად ეძებთ მას აქ?

6. ის აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო,

7. რომ ანთროპოსის ძე უნდა იტანჯოს და გაცემულ იქნეს“.

8. და მათ გაიხსენეს მისი სიტყვები.

9. დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს იმ თერთმეტს და ყველა დანარჩენს.

10. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი, და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც მოუთხრეს მოციქულებს ეს ამბავი.

11. მაგრამ ეს სიტყვები ფუჭად ეჩვენათ და არ დაუჯერეს მათ.

12. ხოლო პეტრე ადგა, გაიქცა სამარხისკენ და, რომ დაიხარა, მხოლოდ ტილოები დაინახა, და დაბრუნდა მომხდარის გამო გაკვირვებული.


ემაუსის გზაზე

13. და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა ერთ სოფელში, რომელიც სამოცი სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი.

14. ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე ამის გამო.

15. ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თავად ქრისტე სულიერი (კაუზიურ) და მშვინვიერი (ასტრალურ) სხეულებით მოსილი მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ.

16. მაგრამ თვალები დაბმული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი. ***

17. უთხრა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაზე ერთმანეთში?“ ისინი შეჩერდნენ დაღონებულნი.

18. მიუგო ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ და უთხრა მას: „ნუთუ ერთი შენა ხარ უცხო იერუსალიმში, რომ არ იცი, რაც იქ ამ დღეებში მოხდა?“

19. და უთხრა მათ: „რა მოხდა?“ მათ უთხრეს მას: „იესოზე ვლაპარაკობთ, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღვთაებისა და მთელი ხალხის წინაშე,

20. როგორ გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს.

21. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოეხსნა ისრაელი. ყველაფერ ამასთან ერთად, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა.

22. მაგრამ ზოგიერთმა ჩვენიანმა ქალმა გაგვაოცა. ისინი დილაადრიან იყვნენ სამარხთან

23. და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და თქვეს, რომ იხილეს ჩვენება ანგელოზთა, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო.

24. ზოგიერთი ჩვენთაგანიც წავიდა სამარხისაკენ და მართლაც, იგივე დაინახეს, რასაც ქალები ამბობდნენ. ის კი ვერ ნახეს“.

28. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა.

29. მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: „დარჩი ჩვენთან, ვინაიდან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა“. ისიც შევიდა, რომ დარჩენილიყო მათთან.

30. როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ.

31. მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის. ***

32. უთხრეს ერთმანეთს: „განა არ გიზგიზებდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს განგვიმარტავდა?“

33. ადგნენ იმავე ჟამს და დაბრუნდნენ იერუსალიმში, მონახეს შეკრებილნი თერთმეტნი და მათთან მყოფნი,

34. რომელნიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს.

35. მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.


იესო ეცხადება თერთმეტს

36. ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შუა და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“

37. შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ ფანტომს ხედავდნენ.

38. უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი“.

39. მაშინ გაუხსნა მათ გონება გასაგებად

40. და უთხრა მათ: „ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს;

41. და მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს მონანიება ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.

42. თქვენ კი ამის მოწმენი ხართ.

43. და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ“.


ამაღლება

44. და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე და აღაპყრო ხელები, და აკურთხა ისინი.

45. როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა სუპერკოსმოსში.

46. მათ თაყვანი სცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით.

47. და სულმუდამ ტაძარში იყვნენ, ღვთაების მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამონ (იგივე ომნი, აუმკარა, ომკარა, თარგმანით; ყველა და ყველაფერი, წარსული, აწმყო და მომავალი, ემანაცია, ევოლუცია და ანიჰილაცია).