Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    526.705

განსხვავება დჰარმულ რელიგიებსა და ინვირომენტალისტურ ზოორელიგიას შორის


ვეგეტარიანელი ინდუისტი ან სიქჰი ფიქრობს არა იმაზე, რომ ცხოველი როგორც ასეთი თავისთავად წარმოადგენს აბსოლუტურ ფასეულობას, არამედ იმას, რომ თუ ბუნებას ზიანს მიაყენებს ღმერთი დასჯის კარმული კანონის დახმარებით. სინამდვილეში ინდუისტს ადარდებს არა ცხოველი და მისი "უფლებები" შეთხზული დასავლელი ულტრა-ლიბერალების და ეკოლოგიური ტერორისტების მიერ, არამედ კოსმიური კანონები და მათი მოქმედების პრინციპი, შექმნილი იშვარას (ღმერთის) მიერ. ინდუსისათვის მთავარია ღმერთის მორჩილება და უფლამდე მისვლა და არა აგრესიული ცოფიანი პირუტყვების დაცვა. ხვალ რომ ინდუისტების რომელიმე ღვთაებამ შეცვალოს წესები და საპირისპირო თქვას, ინდუსი დიდი სიამოვნებით გაავლებს მუსრს მთელ ფაუნას. ინდუსი ფაუნაზე კი არა საკუთარ სულზე ზრუნავს. მაგის გარდა ყელშია უკვე ამოსული ქუჩებში მაწანწალა ძაღლები და მათი ჰიპსტერი დამცველები თავის ტვინის კიბოთი. :)

პლიუს: რა უფლებებზეა საუბარი პირუტყვთან? საიდან მიიღეს ეგ "უფლებები" ძალიან მაინტერესებს. დროა შეწყვიტონ უაზრო თამაში ეკოაქტივისტებმა და მოეშვან ფარისევლობას. სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება ადარდებთ და თამაშობენ მორალის მცველი ანგელოზების როლს. მინახავს მათი "მორალი" კომენტარებში ინტერნეტში, რას აგინებენ ვინც მათკენ არაა იმათ ყველას. ტიპიური სექტაა ეგ ეკოლოგიზმი და ბევრი ბაიყუში ეკოლოგისტი ინდური რელიგიებითაცაა ვითომ "გატაცებული" და თან ისე, რომ ზედაპირულად თუ იციან ინდური რელიგიები. ძალადობა ყოველთვის არ იკრძალება ინდუიზმში, ეგრე რომ იყოს ინდოელი ჯარისკაცები ქაშმირში ჩინელ ჯარისკაცებს თითსაც არ დააკარებდნენ, არადა დიდი სიამოვნებით ხოცავენ მტრებს ბრძოლის ველზე. ეკოლოგისტების წყალობით ჩვენი ბინძური ქუჩებიც ბრძოლის ველად იქცნენ. დედაჩემი ძაღლებმა მილიონჯერ კინაღამ შეჭამეს და თურმე მათი დაძინება "არ შეიძლება". უკვე გამზადებული აქვთ იდეალური "ეთიკა" მაგ საზიზღარ ბუნების დამცველ ჯორებს.

ერთმა სტუდენტმა ერთხელ ისიც მომახალა ინდუიზმით ვარ დაინტერესებული და ვეგატარიანელი გავხდიო, თან ბოდავდა იმას, რომ ცხოველი ადამიანისგან არაფრით განსხვავდებაო. ლექტორს თვალები შუბლზე აუვიდა სემინარზე. ინდურ რელიგიებს რაც შეეხება ფეხები იცის და არა ინდუიზმი.)) წესიერად ერთი უცხო ენაც არ იცის და სოფლური ლაპარაკიც უყვარს ეტყობა, ისეთი ორატორია პირდაპირ შემშურდა. პირს რომ აღებს იქიდან ოქრო გადმოსდის ტკბილად ჟღერადი.))

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზედმეტად ბევრს ვინც მედიტირებს ფაუნაზე (ცხოველებზე), კარმული კანონის გამო შემდეგ ინკარნაციაში ცხოველის სხეულს მიიღებს. მედიტაცია ნიშნავს კონცენტრაციას. ჰოდა დაემართებათ სათავისო. ერთხელ ერთმა ბუდისტმა ბლოგერმა თქვა: ზოგიერთი ადამიანი ზედგამოჭრილია ცხოველის სხეულში არსებობისათვის, ის რომ ზოგს სხეული ადამიანის აქვს და წერა-კითხვა იცის, სულაც არ ნიშნავს, რომ ცხოველის სხეული არ გამოადგებოდა.

ერთია ვეგატარიანელობა და მეორეა დაბინძურებული ქუჩები და კბენა ერთ ადგილას.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...