კონტენტზე გადახტომა






სურათი

ტოტემიზმი და თანამედროვე ზოო-ფეტიშიზმი (ცხოველთა და ბუნების კულტი XXI საუკუნის ულტრა-ლიბერალურ საზოგადოებაში

დაპოსტა: შანკარადევა, 04 October 2020 · 68 ნახვა

ტოტემიზმი ფეტიშიზმი კულტი სუბკულტურა სექტა რელიგია ლიბერალიზმი ათეიზმი ეგალიტარიზმი ტოტემი
ტოტემიზმი ესაა ადრეული გვაროვნული საზოგადოების რელიგია, რომელშიც თავისებური სახით აისახა ამ პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის გარეთ არსებულ საგნებს (ცხოველი, მცენარე ან სხვა საგანი) შორის არსებობს სისხლით ნათესაური კავშირი. ამიტომ ადამიანთა შორის არსებული ყველა კავშირი ამ ნიშნით განისაზღვრება. ტოტემური რწმენის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური, ნახევრად ადამიანი, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად ითვლება და მის მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი. ტოტემურ საგანზე არსებობს მკაცრი ტაბუ — მისი მოკვლა, ჭამა იკრძალება. ტოტემიზმის მიხედვით იკრძალება ერთი ტომის წევრთა შორის შეუღლება, სქესობრივი კავშირები. ტოტემიზმი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეურნეობის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა მეცხოველეობა და მონადირეობა. ადამიანებმა მათთვის სასარგებლო ცხოველები და მცენარეები რელიგიური კულტის ობიექტებად აქციეს. ტოტემიზმში ასახვა ჰპოვა არა მარტო პირველყოფილი ადამიანის სამეურნეო ცხოვრების პირობებმა, არამედ მისმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავისებურებებმაც.
ოცდამეერთე საუკუნის ულტრა-ლიბერალურ და ულტრა-ეგალიტარულ საზოგადოებაში ტოტემიზმის და ზოო-ფეტიშიზმის დოგმებმა ახალი ძალით იფეთქეს და მთელ მსოფლიოზე გაბატონდნენ. დღეისათვის დომინანტურ იდეოლოგიად ითვლება ბიოცენტრისტული ეთიკა და ინვირომენტალიზმი, როგორც ზოო-ფეტიშიზმის, ეკო-კულტის და ტოტემიზმის ახალი, ძველზე გაცილებით მძლავრი და სიცოცხლის უნარიანი, ერთობ ექსპანსიური ნაირსახეობა, რომელიც მკვეთრად აგრესიული და შოვინური ბუნებისაა. თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი აქვს შინაური ცხოველების კულტს, კერძოდ კი ძაღლების და კატების კულტის ობიექტებად ქცევას და საპირისპირო, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ მკვეთრ სიძულვილს მძლავრი მორალისტური პათოსის და რეპრესიული ფსევდო-ეთიკის თანხლებით. შესაძლოა შინაური ცხოველების და ეკოსისტემის დაცვის ისტერიული კულტი კიდევ დიდხანს იარსებებს... ცნობისათვის, ეკო-კულტისტებს შორის მრავლად არიან რადიკალური იდეების მქონე ე.წ. ეკო-ტერორისტები.