კონტენტზე გადახტომა






სურათი

ევროპის დეგრადაცია და ფანატიკოსის მენტალიტეტი

დაპოსტა: შანკარადევა, 04 October 2020 · 48 ნახვა

დეგრადაცია ევროპა ფანატიზმი მენტალიტეტი დიალოგი ფილოსოფია დეიზმი ათეიზმი რელიგია ანტიკური სამყარო
ევროპის დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ ახ.წ. 392 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა, აკრძალა ტრადიციული ანტიკური რელიგიები (წარმართობა) და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ორთოდოქსული ქრისტიანობა. ახ.წ. 529 წელს ათენის ნეოპლატონიკური აკადემიის დახურვით და მისი ქონების კონფისკაციით, ბიზანტიის ანტისემიტმა და ანტიპაგანისტმა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა წერტილი დაუსვა ანტიკურ სამყაროს და დაიწყო ახალი ეპოქა - ბნელი შუასაუკუნეები (რომელშიც დომინირებდა გულის ლოგიკა და არა ანტიკური გონების ლოგიკა). შემდეგ დაიწყო რენესანსი, რომელიც მალევე დასრულდა, რენესანსისას დროებით ჰქონდა ადგილი ანტიკური კულტურის ნამსხვრევების აღორძინებას. შემდეგ "განმანათლებლობის" ეპოქა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ათეიზმს და დეიზმს (ასურა-დჰარმას და ჩალა-დჰარმას). შემდეგ ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა ათეიზმი, პრემოდერნიზმი შეცვალა მოდერნიზმმა, რომელსაც ჰქონდა ნათელი მომავლის იმედი, რომელიც უნდა დამდგარიყო მეცნიერული პროგრესის წყალობით, მოდერნი შეცვალა პოსტმოდერნმა და სრულმა კულტურულმა დეპრესიამ, ნიჰილიზმმა, უიმედობამ. ეს დეპრესია დაიწყო 1914 წელს მსოფლიო ომთან ერთად და სერიოზულად გაძლიერდა 1945 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა კაცობრიობამ დაკარგა ყოველგვარი აზრი და იმედი, დაკარგა როგორც რწმენა რელიგიური, ასევე ნათელი უტოპიური მომავლის იმედი. მიუხედავად ყველაფრისა, კალი-იუგაში ფანატიკური მენტალიტეტის ხალხი არ გამქრალა. არის ორი უკიდურესობა; ფანატიკოსი მორწმუნეები და ფანატიკოსი ათეისტები. ნებისმიერი ფანატიკოსი ფლობს ერთნაირ მენტალიტეტს, დესტრუქციულს, შესაბამისად ასეთ არსებასთან მშვიდი და რაციონალური დიალოგი შეუძლებელია და არცაა საჭირო. პირადად გამოვცადე ეს, ფანატიზმით დაავადებული ადამიანი არ ისმენს არაფერს და მასთან წყნარი საუბარი გამორიცხულია, ამასთან, ეს არსებები გამოირჩევიან უმეცრებით და იმით, რომ ემოციური ინტელექტის ანუ სენტიმენტალიზმის ტყვეობაში არიან. მათთვის უცხოა რაციონალური ინტელექტი.