Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    526.783

სულ: ეონები და ღმერთები


ეონების რაოდენობა სხვადასხვა გნოსტიკურ სკოლებში იყო სხვადასხვა. ზოგიერთებს ჰქონდათ ასობით ეონი, ზოგიერთებს კი რამდენიმე ათეული მაქსიმუმ. ბასილიდეს და ისიდორეს მსგავს გნოსტიკოსთა სკოლებში 365 უზენაესი მეუფე დაკავშირებული იყვნენ ხუთ დიად მბრძანებელთან: კრონოსთან, არესთან, ჰერმესთან, აფროდიტესთან და ზევსთან. გნოსტიკოსებს ჰქონდათ რთული ზეციური იერარქიები. ზევსის პარტნიორია იუდეური იეჰოვა, არესის დამხმარე არის უცნობი სული სახელად "იპსანტაჰოუნჰაინჰოუჰეოკ", ჰერმესს ეხმარება არც ისე დიადი სული სახელად - ჰაინჰუჰი. მიუხედავად ამისა გნოსტიკოსებთან ჰაინჰუჰი შედის უძლიერეს ღვთაებათა ტრიადაში. სოფია, ბარბელოს ასული (ქალიშვილი) დაკავშირებული არის აფროდიტესთან. აღსანიშნავია რომ მათი ურთიერთობა უფრო მეგობრული არის ვიდრე დანარჩენ იძულებით ალიანსებში. და ბოლოს კრონოსი შეკავშირებულია უსახელო სულთან, რომელიც წარმოშობილია "დიადი უხილავისგან". პრაქტიკულად გნოსტიკოსები ამბობდნენ, რომ არქონტებმა ელინურ ღმერთებს აიძულეს პარტნიორობა და დაიმორჩილეს. არც ზევსს და არც სხვებს არ სურდათ იაჰვესთან და სხვა არქონტებთან კავშირი. ასე ამბობს გნოსტიციზმი.

 

 

კოდი: ეონები და ღმერთები

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...