Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    525.896

სულ: არაბული წარმართული მითოლოგია და რელიგია


არაბები არიან სემიტური მოდგმის ხალხები. არაბებმა დანარჩენი სემიტებისგან გამოყოფა დაიწყეს ძვ.წ. I ათასწლეულში ანუ 3000 წლის წინ. ძვ.წ. I ათასწლეულიდან ახ.წ. I ათასწლეულამდე არაბეთის ნახევარკუნძულზე უკვე არსებობდა ისეთი სამეფოები, როგორიცაა: პალმირა, ნაბატეა, ლიჰიანი, გასანი, ლაჰმი და ჰიჯაზი. ახ.წ. V-VI საუკუნეებში არაბულმა ცივილიზაციამ იწყო დასუსტება. მეშვიდე საუკუნეში ვაჭარმა მუჰამედმა ჯერ მიიღო ნესტორიანული ქრისტიანობა, ხოლო შემდეგ უარყო იგი და შექმნა საკუთარი რელიგია – ისლამი. დაიწყო მისი ქადაგება და შექმნა ხალიფატი (ისლამური სახელმწიფო), რომელიც მალევე გაფართოვდა და გადაიქცა უზარმაზარ იმპერიად. მუჰამედი თავიდან იყო პოლითეისტი, ხოლო შემდეგ გაეცნო ნესტორიანელობას. ესაა მეცნიერული ფაქტი. მხოლოდ ამის შემდეგ მან მოიფიქრა ახალი რელიგია, გადააკეთა რა არაბული პოლითეიზმი. ისლამის საფუძველში დევს არაბული პოლითეიზმი. ალლაჰი ესაა ძველი არაბული მთვარის "ღმერთი" ალ-ილაჰი, რომელსაც ჰყავდა ცოლად მზის ქალღმერთი ილლაჰატ და სამი ქალიშვილი: ალ-ლათი, ალ-უზა და მანათი. არაბებს ჰყავდათ სხვა ღმერთებიც; ვადდი, ნაჰი და ა.შ.

ვადდი იყო მთვარის ღმერთი, ისევე როგორც ალ-ილაჰი. ნაჰი იყო მეცნიერების ღმერთი. ნაბატეველთა მთავარი ღვთაება იყო დუშარა, რაც თარგმანში ნიშნავს "შარას მეუფეს". მანათი იყო ბედისწერის ქალღმერთი. ძველი არაბები ეთაყვანებოდნენ ჯინებს, ცეცხლოვან იფრიტებს და ეთერულ უსქესო მერიდებს. ეს სულები ისლამიზაციის შემდეგ გამოცხადდნენ ცრუ ღმერთებად და ბოროტ სულებად. მუჰამედმა უბრალოდ გადააკეთა არაბული მითოლოგია და რელიგია. მან დატოვა მხოლოდ ალ-ილაჰის კულტი, ხოლო ყველა სხვა უარყო.

 

ძველი არაბეთი იყო პოლითეისტური ეგვიპტის მსგავსად.

არაბებს ყველაზე მეტად უყვარდათ მზის ქალღმერთი – "ილლაჰატ" და მთვარის ღმერთი ალ-ილაჰი, მზის დედოფლის ქმარი, რომელთაც ჰყავდათ სამი ქალიშვილი: ალ-ლათი – მზე, ალ-უზა – პლანეტა ვენერა და მანათი – ბედისწერის ქალბატონი.

არაბებს ჰყავდათ შემდეგი ღმერთები:

ალლათი – მზისა და ცის დედოფალი

ვადდი – მთვარის და მორწყვის უფალი

დუშარა – ნაბატეას მთავარი უფალი

ალ-კაუმი – ნაბატეური ომის და ღამის უფალი

ალ-კუტბაი – მეცნიერების ნაბატეური უფალი ღმერთი

მანათი – ბედის ქალღმერთი

მანაფი – ელვის უფალი

ნასრი – ღმერთი-წინაპარი, საბას და კატაბანის ოაზისთა მეუფე

ალ-უზზა – პლანეტა ვენუსის პრინცესა

ხუბალი – ცისა და მთვარის უფალი, რომლის მთავარი ტაძარი მდებარეობდა ქალაქ მექაში. კააბას ადგილას მისი ტაძარი იყო.

ნახი – სიბრძნის ღმერთი. აქლემების მფარველი და წინაპარი არაბთა.

ოროტალტი – მასზე საუბრობდა ჰეროდოტე

რუდა – უმაღლესი ქალღმერთი.

მისტიკური არსებები არაბულ მითოლოგიაში:

გულები – კანიბალი დემონი მაქციები.

ჯინები – წარმართულ არაბეთში ღვთაებები. ისლამში კი – ბოროტი სულები.

იფრიტები – ფრთოსანი ცეცხლოვანი დემონები, რომლებიც ცხოვრობენ მიწისქვეშ. არიან კაცი იფრიტები და ქალი იფრიტები.

მარიდები – კეთილი ან ბოროტი ეთერული უსქესო დემონები.

ზოგიერთი მეცნიერები ალ-ილაჰს მიიჩნევენ ფინიკიური "ელის" ანალოგად და თვლიან არაბული ღმერთების მამად, ხოლო ილლაჰატს დედად. ზოგიერთები კი ალ-ილაჰს მიიჩნევენ ელის ძედ.

 

 

კოდი: არაბული წარმართული მითოლოგია და რელიგია

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...