Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    526.785

ბრაჰმავიდია (ღვთიური ცოდნა)


ტანტრები კაცობრიობას აჩუქეს უფალმა შივამ და მისმა მარადიულმა მეუღლემ - დევიმ. იმ წიგნებში, რომლებშიც დევი უსვამს კითხვებს შივას, როგორც მასწავლებელს, განისაზღვრება, როგორც აგამა. ტექსტებს, რომლებშიც ისინი ცვლიან როლებს, ეწოდებათ - ნიგამა. ესაა ღვთაებრივი თამაში რომლითაც შივა და შაკტი აძლევენ ხალხს ცოდნას განთავისუფლების გზისკენ და უმაღლესი ცნობიერებისკენ. ინდოეთში არსებობს სხვადასხვა სახის სულიერი წიგნები; ვედები, უპანიშადები, პურანები და ა.შ. მათში ყველაში არის ერთი სულიერი მარცვალი, რომელიც აერთიანებს ინდუიზმს. ერთიანი ღმერთის კონცეფცია, კარმა, განთავისუფლება და ზეცნობიერების მიღწევა - ეს არის საერთო ყველა ინდუისტური წიგნისთვის, რომლებსაც ეწოდებათ - ტანტრა. ტანტრა არის მოქმედების პირდაპირი ინსტრუქცია და შეიცავს პრაქტიკებს. ტანტრა მოიცავს ადამიანის ცხოვრების მთელ სპექტრს, ისე რომ მის არცერთ ასპექტს არ უარყოფს.

შივაიტური ტანტრისტული ტრადიციის მიმდევრებს სჯერათ, რომ ტანტრა ესაა ღვთაებრივი გამოცხადება ანუ შრუტი, რომელიც კაცობრიობას მოუთხრო უფალმა შივამ სატია-იუგაში, როგორც სვაჩჩჰანდა-ნატჰამ, რომელმაც შექმნა თითოეული ტანტრა, როგორც კომბინაცია ხუთი უნივერსალური ენერგიისა: ჩიტ-შაკტი, ანანდა-შაკტი, იჩხა-შაკტი, ჯნანა-შაკტი და კრია-შაკტი. საუკუნეების განმავლობაში მაჰასიდჰები - დიადი ტანტრიკი მასწავლებლები, მედიტირებდნენ საიდუმლო ადგილებში უბრალო ხალხისგან ფარულად. კალი-იუგას დასაწყისში სვაჩჩჰანდა-ნატჰას მოწოდებული ცოდნა დაიკარგა. მაშინ მოწყალე უფალმა შივამ მიიღო შრი-კანთჰა-ნატჰას ფორმა და კაილასის მთაზე გაუმხილა 92 ტანტრა ბრძენ დურვასას. ესენი იყო მონისტური (პანთეისტური) ბჰაირავა-ტანტრები, მონისტურ-დუალისტური რუდრა-ტანტრები და დუალისტური (მონოთეისტური) შივა-ტანტრები. ეს ნიშნავს, რომ ტანტრიზმი შექმნა უფალმა შივამ!

ბუდისტური ტრადიცია ამბობს, რომ ბუდა ამიტაბჰამ, ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარას თხოვნით ადამიანებს მისცა დღეგრძელობის 18 ტანტრას სწავლება. დაკინი გუჰია-ჯნანამ დამალა ისინი ტერმას (ტანტრისტული საგანძურის) სახით მარატიკას მღვიმეში, სადაც მივიდნენ გურუ პადმასაბჰავა და პრინცესა მანდარავა. ავალოკიტეშვარამ და გუჰია-ჯნანამ მეუღლეებს მისცეს დღეგრძელობის ტანტრების ხელდასმა. პადმასამბჰავა და მანდარავა ამ პრაქტიკას ახორციელებდნენ 90 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც მათ გამოეცხადა ბუდა ამიტაიუსი. იგი შეეხო მათ თავებს ჭურჭელით, რომელშიც იყო ამრიტა - უკვდავების ნექტარი და შემდეგ დაალევინა ის. ამის შემდეგ ამიტაიუსმა მათ მისცა მასთან მუდმივი კავშირის კურთხევა და დღეგრძელობის მილიარდი ტანტრა. პადმასამბჰავამ და მანდარავამ განახორციელეს დღეგრძელობის ტანტრების ვიდიადჰარა და მათ უკვე აღარ ეხებოდა სიბერე და სიკვდილი.

 

რეალური ტანტრა ესაა - ვედები, ბჰაირავა-ტანტრები, რუდრა-ტანტრები, შივა-ტანტრები, ნიგამები, აგამები, იამალები, რიში დურვასა, ტრაიამბაკა, ამარდაკა, შრიკანთჰა, შივაიზმი, შაკტიზმი, ტიბეტური ბუდიზმი, ბუდა, ბოდჰისატვა, დაკინი, თეოლოგია, უპანიშადები, სუტრები, უფალი ვიშნუ, დედაუფალი ტარა და ა.შ. ესაა ნამდვილი ტანტრა. როცა "ტანტრიკი" პირდაპირ სექსზე გიწყებს საუბარს და არ ახსენებს საერთოდ, არც შივას და არც ვედებს, იცოდე, რომ ესაა აფერისტი და შარლატანი ფალსიფიკატორი დემონი. ტანტრა უპირველესყოვლისა ესაა - ვედები და უფალი შივა (ან ბუდა ამიდა). სექს-გურუები არიან შარლატანი დემონები და არა ტანტრიკები. ვინც არ იცის შივაიტური, შაკტისტური, ბუდისტური, დაოსური და ვიშნუიტური თეოლოგია (რჯულის კანონი) არის არა ტანტრიკი, არამედ შარლატანი დივერსანტი. რეალურმა ტანტრიკმა უნდა იცოდეს ვედები და უპანიშადები და თუ არ იცის ე.ი. არაა ტანტრიკი. რეალურ ტანტრიკს მუდამ მოჰყავს მაგალითები ვედებიდან და წმინდა აჩარიების შრომებიდან.

ლიბერი იყო თავისუფლების ღმერთი რომაულ რელიგიაში, თანამედროვე "ლიბერალები" კი არიან ურჯულო ათეისტები და თავისუფლების მაგივრად ნერგავენ ყველგან ცენზურას ანუ მონობას. ტანტრას რაც შეეხება, რეალური ტანტრა აშინებს ხალხს დამსჯელი ბნელი ღვთაებების გამო, ხოლო ყალბი "ტანტრა" ხიბლავთ, რადგანაც როგორც ბიბლიაში წერია; თვით ჯოჯოხეთის ეშმაკსაც კი შეუძლია სინათლის ლამაზი ანგელოზის სახით წარუდგეს ადამიანს და მოხიბლოს იგი. გარეგნობა ხშირად მატყუარაა. მასებს ხიბლავთ ლამაზად შეფუთული ფალსიფიცირებული ცრუ-ტანტრა. პოლიტიკური კორექტულობა არაა ლიბერი ანუ თავისუფლება. ესაა ისეთივე მონობა და დივერსია-ფალსიფიკაცია, როგორც სექტანტი ოშოს მასონური ნეო-"ტანტრა" და "ნეო-ინდუიზმი". ხალხი ცხოვრობს ტყუილში. იცოდეთ ეს.

 

"პოლიტკორექტობა" ესაა - პოლიტიკური კორექცია. პოლიტიკა მოდის სიტყვიდან "პოლის", რაც ნიშნავს ქალაქს და ესაა ქალაქის მართვის მეთოდიკა. კორექცია ნიშნავს შესწორებას ან გამოსწორებას. პოლიტიკური კორექცია ესაა იგივე რეპრესიული ცენზურა, როცა ვიღაცა გაიძულებს ილაპარაკო ისე, როგორც თავად უნდა და არა ისე, როგორც გსურს შენ, როცა გაიძულებენ ძალადობრივად, ზეწოლით, კრიტიკით, მორალისტობით, იდეების შეცვლას, განსხვავებულად საუბარს, სიტყვების შეცვლას, ლექსიკის შეცვლას, როცა გბორკავენ და გზღუდავენ, გადებენ ბორკილებს, როცა ცდილობენ გაქციონ მონად ანუ ესაა საბჭოთა სტალინისტური გულაგი და სხვა არაფერი. ლიბერასტი პოლიტ-კორექტები, რომლებიც ვითომ იბრძვიან, თავისუფლებისა და თანასწორობისთვის, რომლებიც თითქოს იბრძვიან ყოველგვარი ჩაგვრის წინააღმდეგ, სინამდვილეში თავად ჩაგრავენ სხვებს და აერთიანებენ ფაშისტურ და სტალინისტურ საბჭოთა ბოლშევიკურ ცენზურას ანუ იგივე "პოლიტკორექტობას". ამერიკა და ევროპა არის "კულტურული" გულაგი. პოლიტკორექტობა არის გზა ფაშისტურ-ბოლშევიკური სტალინური გულაგისაკენ. პოლიტიკური კორექცია ესაა ციხე, გულაგი. ესაა არა თავისუფლების დაცვა, არამედ მისი განადგურება. ესაა ძალადობა და ჩაგვრა და არა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა. ესაა ცივილიზაციის კულტურული კოლაფსი ინიციირებული ბედოვლათი და ფარისეველი სოციალური ინჟინრების მიერ. ესაა კრახი. იცოდეთ ეს.

მსოფლიოს რელიგიების უმრავლესობაში უსექსობა (და სხეულის გვემა) სისუფთავედ და სათნოებად ითვლება, ხოლო ტანტრიზმში ყველაფერი პირიქითაა. ტანტრაში რელიგიური პურიტანობა "სისუფთავედ" და "სათნოებად" არ ითვლება. ტანტრაში არაა პურიტანული ვირგოფილია. მსოფლიოს რელიგიების 99%-ში პურიტანული ვირგოფილია არის და გაიგივებულია "მაღალ სულიერ სისუფთავესთან". ტანტრა, ტრადიციული ტანტრა, უპირისპირდება რელიგიების 99%-ს. ამიტომაც ტანტრა ყველას სძულს (მათ შორის ქრისტიანებსაც და იაპონელ შინტოისტებსაც).

რეალური ტრადიციული ტანტრიზმი შემზარავი გარეგნობისაა, ხოლო ყალბი ტანტრიზმი (ე.ი. ფალსიფიკაცია) - მომხიბლავი და მიმზიდველი გარეგნობის. ყალბი ტანტრა ხიბლავს გარეგნობით და სიტყვებით, მაშინ როცა ტრადიციულ ტანტრაზე მასებს გული ერევათ. ეს უმეცრების რეზულტატია. ეს იმიტომ რომ მსოფლიოს დემონები მართავენ. ეს იმიტომ რომ ფალსიფიკატორებმა ამოიღეს ტანტრადან დამსჯელი ღმერთების კულტი და რეალური რჯულის კანონი.

როცა ტანტრა გაინტერესებს, მთავარია დასვა ორი კითხვა: 1) რაზე მუშაობს ტანტრა? 2) რატომ არიან ტრადიციული (ბუდისტური და ინდუისტური) ტანტრიზმის ღვთაებები და ბოდჰისატვები შემზარავი გარეგნობის? პასუხი: ჯერ ერთი, ტანტრა მუშაობს ადამიანური ცნობიერების ბნელ სიღრმეებზე და მათ წიაღში არსებული შემზარავი ცოდვების აბსოლუტურ სათნოებად გარდასახვაზე. მეორეც: ტანტრისტული დევატების (ღვთაებების) შემზარავი გარეგნობა არის გარდაუვალი აუცილებლობა. მათ უნდა ჰქონდეთ ასეთი ფორმა. როცა ხედავთ დევატას გამოყოფილი ენით, თავისქალებით, მოჭრილი თავით და ა.შ. კი არ უნდა შეშინდეთ, არამედ უნდა მიხვდეთ, რომ ეს ფორმა, არის ტანტრიზმის სულიერი პრაქტიკის არსი. შემზარავი და ბნელი ფორმით ბუდა ან ნათელი უფალი ცდილობს დასაჯოს ცოდვილი, შეიჭრას მის ქვეცნობიერში და გარდასახოს სიბილწე და ცოდვა სათნოებად და სიკეთედ. ბნელი ღმერთები არიან დამსჯელი ღმერთები, ცოდვილთა დამსჯელები. ისინი არიან დემონებთან მებრძოლი ღმერთები. ისინი ებრძვიან ადამიანის შინაგან დემონებს და ვნებებს, ამიტომაც აქვთ მრისხანე და საზარელი ფორმები. ნათელ ღვთაებას არ შეუძლია გაარღვიოს ბარიერი, შევიდეს ადამიანური ცნობიერების ბნელ სიღრმეებში და გარდასახოს ცოდვილი ვნება აბსოლუტური გასხივოსნების სათნოებად. შემზარავი ღმერთები და ბოდჰისატვები გამოყოფილი წითელი ენით, თავისქალებით და ა.შ. სჯიან ადამიანურ შინაგან დემონებს, სჯიან ცოდვილ სულებს. მათ მოაქვთ ნირვანა. მათი მიზანია ადამიანური სირეგვნის დანგრევა, ამიტომაც ეწოდებათ დამანგრეველები. მათი შიში უვიცობაა.

არა... უბრალოდ არ მესმის უმეცარი ადამიანების... ნუთუ ასე ძნელია ტვინის განძრევა და წიგნის წაკითხვა? ნუთუ ასე ძნელია ცოდნის მოძიება? როგორც კი ვიწყებ ინდუისტური ტრიმურტის ღმერთებზე საუბარს და ვახსენებ სამყაროს დამანგრეველ შივას და მის ცოლს - რუდრანის, მყისვე ვიღებ პათოლოგიურ შიშებს და აგრესიას უვიცი გოიმებისგან. არ სიამოვნებთ მშიშარა უვიც გოიმებს შივა და რუდრანი... კარგი, არ ესმით ინდუისტური რჯულის კანონი (თეოლოგია), ეს გასაგებია, მაგრამ ტრიმურტის ფუნქციებში რაა გაუგებარი? ჰა? ბრაჰმა ესაა - შემოქმედება, ვიშნუ - დაცვა, შივა - დანგრევა. სიტყვა დანგრევაზე ან სიკვდილზე ჯოჯოხეთური რეაქციები აქვთ გოიმებს. უკაცრავად გოიმებო, მაგრამ გესმით მაინც რა გძულთ? ჯერ ერთი; ადამიანი ერთხელ არ იბადება, არსებობს რეინკარნაცია. მეორეც; სამყაროც განიცდის რეინკარნაციას. მესამეც; შექმნის, დაცვის და ნგრევის ფაზები მუდმივად მეორდებიან. მეოთხეც: დანგრევა ესაა - სიკვდილი! მეხუთეც: ადამიანი იბადება, ცხოვრობს და კვდება... რაა გაუგებარი? არ გესმით რომ ასეთია ბუნების კანონი? ეგ კი არა ღმერთებიც კი იბადებიან, ცოცხლობენ და კვდებიან! სამყაროც იბადება, ცხოვრობს და კვდება! ეს მეორდება უსაწყისოდ და უსასრულოდ! ყველა და ყველაფერი იბადება, ცოცხლობს და კვდება, შემდეგ კი კვლავ იბადება და ა.შ. ასე ხდება. რა არის აქ გაუგებარი? რაც შეეხება ბნელი მრისხანე ღმერთების გარეგნობას და ფუნქციებს, ბნელი ღმერთები არიან ცოდვილთა დამსჯელი მეომარი სულები. რა არის აქ გაუგებარი? ეს ასეა საჭირო. შეიგნეთ ეს. შეუშვით თავში. ბრაჰმა ესაა - დაბადება, ვიშნუ - ცხოვრება, ხოლო შივა (და კალი) - აბსოლუტურად ბუნებრივი და გარდაუვალი სიკვდილი! გაიაზრეთ ეს ბოლოსდაბოლოს!

ადამიანური კანონები სხვაა და ღმერთების კანონები სხვა. ღვთაებრივ სამყაროში და ადამიანთა სამყაროში სხვადასხვა კანონებია. ადამიანური მორალი განსხვავდება ზეადამიანების ანუ ღმერთების მორალისგან. ღმერთებს შეუძლიათ ადამიანური ათეისტური (მიწიერი) კანონების დარღვევა. მათ აქვთ ამის უფლება. დევა ანუ ღვთაება არაა ვალდებული დაემორჩილოს უბადრუკი ადამიანის მოგონილ ზნეობრივ კანონებს. ნებისმიერი კანონი, რომელიც არაა ღვთაებრივი წარმომავლობის, სრული უაზრობაა დევასთვის (ღმერთისთვის), მაგრამ ხშირად ადამიანები ურევენ ადამიანურ და ზეადამიანურ ზნეობრივ კანონებს. ადამიანის ეთიკური ზნე-ჩვეულებები არ ვრცელდება ზეადამიანურ ღვთაებრივ არსებებზე. სამწუხაროდ ეს ბევრს არ ესმის. ზეცა სხვაა და დედამიწა სხვა. იცოდეთ ეს. იმედია გაიგებთ ამას.

ადამიანთა უმეტესობა უვიცია და მშიშარა, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში. ადამიანთა უდიდესი ნაწილი ვერ ერკვევა ინდუისტურ და ბუდისტურ სიმბოლიზმში, რჯულის კანონში (თეოლოგიაში) და იკონოგრაფიაში და ბნელი, მრისხანე ტანტრისტული ღვთაებების ხატების დანახვაზე ნეგატიური რეაქცია აქვთ, ეწყებათ კანკალი, შიშები და იწყებენ ტანტრიზმის ლანძღვას. ტრადიციულ ტანტრიზმში ბნელი მრისხანე ღმერთები და ბოდჰისატვები, განასახიერებენ ადამიანთა ცნობიერებაში არსებულ ნეგატიურ იმპულსებს და მათზე გამარჯვებას. ტანტრისტულ ღვთაებებს აქვთ ბნელი და საზარელი ფორმები იმიტომ, რომ მათი დანიშნულება და ფუნქციაა ადამიანში არსებული დემონური ეგოიზმის და ცოდვების დაძლევა. მათი მიზანია დემონური ძალების დამარცხება. როცა ნათელი და მოწყალე ღმერთი ან ბუდა ნათელი სახით ვერაფერს აკეთებს, ის იღებს ბნელ მრისხანე ფორმას და ცდილობს მრისხანე, შემზარავი ფორმით აიძულოს ადამიანს გამოფხიზლება სულიერ დონეზე და შემუსროს მის არსებაში ცოდვები. ბნელი მრისხანე ღვთაების მიზანია ადამიანში არსებული დემონური ბნელი იმპულსების მოსპობა. მაგალითად: ქალღმერთი კალის გამოყოფილი წითელი ენა ესაა რაჯასის მოდუსი ანუ ვნება. ესაა ვნების სიმბოლო. მოჭრილი თავი ესაა დემონური ეგოიზმი, დამარცხებული დემონური ეგო. მესამე თვალი ესაა ბოროტების დამანგრეველი თვალი. სამი თვალით კალი ხედავს და აკონტროლებს სამ დროს (წარსულს, აწმყოს და მომავალს) და სამ სამყაროს (ზეცას, ადამიანთა სამყაროს და ქვესკნელს). მოჭრილი ხელების ქამარი ესაა კარმა. მოჭრილი ხელები იმის ნიშანია რომ უფლის ხელი კარმის დახმარებით ყველგან მოგწვდება. კარმას ვერსად გაექცევი. მოჭრილი თავების გირლიანდა ესაა - სამსარა (რეინკარნაცია). ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ერთხელ არ იბადება. ეს არის სხვადასხვა სხეულების და ცხოვრებების სიმბოლო. ადამიანი იბადება და კვდება. ესაა ბუნების კანონი. ოთხი ხელი ესაა სამყაროს 4 მხარე და შემოქმედების, დაცვის და დანგრევის ფაზების სრული წრე. კალის კანის ფერი ესაა სუფთა ენერგია, სუფთა შაკტი. სისხლიანი ნაჯახი ნიშნავს იმას, რომ კალი ანადგურებს უმეცრებას და ცრუ ცნობიერებას. მისი სიშიშვლე განასახიერებს ზესულიერ სისუფთავეს და მატერიის მიღმა სულიერ სფეროში გასვლას. შივა კალის ფეხქვეშ ესაა პასიური მამაკაცური ცნობიერება, რომელსაც დინამიკური ქალური ენერგიის გარეშე არაფერი შეუძლია. კალი ესაა დინამიკური ენერგია - შაკტი, ხოლო შივა - პასიური ნეიტრალური სულიერი ცნობიერება, მამრობითი საწყისი. თუ კალი დგას თავის ქალებზე, ეს ნიშნავს მატერიაზე და მატერიალიზმზე გამარჯვებას და რომ სული (ატმა) სხეულზე მაღლა დგას.

მსოფლიოში მომრავლდნენ ფალსიფიკატორები და შარლატანები, რომლებიც ტრადიციულ ინდუისტურ, ბუდისტურ და დაოსურ ტანტრიზმს ამრუდებენ და ამახინჯებენ. ოშოს ნეო-ტანტრიზმი არაა ტანტრა, ესაა დემონური დივერსია. იცოდეთ ეს. ეს არაა ტრადიციული ტანტრა. ტრადიციულ ტანტრასთან მაგ სატანიზმს არაფერი საერთო არ აქვს. თუმცა უვიცები, რომლებმაც არ იციან არც რელიგია და არც მეცნიერება, მუდამ ჩხუბის და კამათის ხასიათზე არიან. მომრავლდნენ შიზოთერიკები და შავი ოკულტისტები, რომლებიც ამრუდებენ ოკულტუს ფილოსოფიას და ცდილობენ ათეიზმი ჩააკვეხონ შიგნით. პრინციპში, ნეო-ტანტრაც იგივე აბსურდი და დივერსიაა. ვედებში და პურანებში ნათქვამია, რომ ასურები (დემონები) პერიოდულად მოდიან დედამიწაზე რათა გაამრუდონ ან საერთოდ გაანადგურონ ვედური ცოდნა და სიბრძნე. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში სწორედ ასეთმა ასურებმა შექმნეს შიზოთერიკული და ნეო-რელიგიური სექტები. უამრავი ადამიანი დღემდე ტყუილში ცხოვრობს. არც კი იციან როგორ უნდა ცოდნის ძიება ინტერნეტში. საწ####ბი... არსებობს უამრავი ბუდისტური და ინდუისტური საიტი, ბოლო-ბოლო არსებობს რუსული და ინგლისური ვიკიპედია, სადაც ბევრად უფრო მეტი ინფორმაციაა ვიდრე ქართულში. არა... ადამიანთა უმეტესობას არ სურს ძიება და კვლევა... არსებობს ცოდნა, ცოდნა ყველგანაა... უბრალოდ ტრაკის განძრევაა საჭირო.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...