კონტენტზე გადახტომა






სურათი

კაულა ვიდია #5

დაპოსტა: შანკარადევა, 05 August 2018 · 369 ნახვა

ვედები დევები ტანტრები სუტრები ასურები ცი კი დაო ლაო-ძი შივა
"ცი" იგივე "კი" ჩინურ და იაპონურ რელიგიებში ესაა ეთერული სასიცოცხლო ენერგია. "ცი" იგივეა რაც ვედური ინდუისტური პრანა-შაკტი (და აკაშა). ცი ესაა უნივერსალური კოსმოლოგიური სუბსტანცია. ცი ესაა სასიცოცხლო ენერგია ადამიანში, ანთროპოლოგიური ფაქტორი. ცი ესაა ფსიქიკური ცენტრი ადამიანის გულში. ცი ესაა ინი და იანი, ცი ესაა უ-სინი ანუ ხუთი სტიქია. ბერძნულ მითოლოგიაში და რელიგიაში ცი-ს ანალოგია ეიდოლონი და ტუმოსი. არსებობს ცი-ს მრავალი ფორმა: 1) ჩჟენ-ცი - ბუნების ჭეშმარიტი სუნთქვა. 2) იუან-ცი - მემკვიდრეობითი თავდაპირველი ენერგია. 3) სე-ცი - ნეგატიური ენერგია. შხამიანი სუნთქვა.
იაპონურ ეზოთერიკაში არსებობს კი-ს რვა ფორმა:
1) კეკკი - სისხლის ვიტალური ენერგია
2) შიოკე - ბიოპლაზმის ენერგია
3) მიზუკე - წყლის ენერგია. სექსუალური ენერგია
4) კუკი - პიროვნული ნებელობის ენერგია
5) დენკი - ორგანიზების ენერგია
6) ზიკი - სილამაზის და ესტეტიკის მაგნიტური ენერგია
7) რეიკი - თეთრი ცეცხლის კოსმიური ენერგია
8) შინკი - ღმერთების ენერგია. ღვთიური ძალი.
სხვადასხვა კი-ს ინტეგრაციას ეწოდება - აიკი
კიაი - ესაა მაგიური მკურნალობა ანუ ენერგიების შეხვედრა.
არსებობს ასევე სულიერი ენერგია - ლი იგივე რი (დაო).
Ganapati - განაპატი (SKT. Gāṇapatya Iast) არის ინდუისტური რელიგიური სკოლა, რომლის მიმდევრებიც ეთაყვანებიან განეშას, როგორც მთავარ ღმერთს. განეშას კულტი ავსებს სხვა ღმერთების კულტებს. განეშას ევედრებიან მაშინ, როცა ცხოვრებაში მნიშვნელოვან საქმეებს იწყებენ და ასევე რელიგიური ცერემონიების დროს. განეშა არის პანჩაიატან-პუჯადან ერთ-ერთი, რომელიც შექმნა შუასაუკუნეების ფილოსოფოსმა და წმინდანმა შანკარამ (Shankara). პანჩაიატანა-პუჯა ესაა ხუთი მთავარი ღვთაების თაყვანისცემა. განსხვავებით ვაიშნავიზმისგან, შივაიზმისგან და შაკტიზმისგან არ ჰყავს მნიშვნელოვანი რაოდენობის მიმდევრები.
თავდაპირველად განეშას კულტი იყო შივაიზმის ნაწილი (დაწყებული V-ე საუკუნიდან). VI—IX საუკუნეებში განეშას კულთმა მიიღო ცალკე ტრადიციის ფორმა. X საუკუნე იყო განაპატის აყვავების დრო. ამ პერიოდში განეშას ბევრი ტაძარი იქნა აღმართული, რომელთაგან უდიდესია ტაძარი Uchhi-pillayar ტირუჩირაპალიში, ტამილ-ნადუში. მოგვიანებით განეშას კულტის გავრცელებას ხელი შეუწყო მორია გოსავიმ. ლეგენდის მიხედვით, მან აღმოაჩინა, სასწაულებრივი ხელთუქმნელი ღვთაება Ganapati პუნას რაიონში და ააშენა მის ადგილას განეშას ტაძარი. არის კიდევ ერთი ვერსია ლეგენდა, რომ შრი გოსავიმ მიიღო დარშანი ანუ ღვთიური გამოცხადება და შთაგონება უფალი განეშასგან.
ამის შემდეგ, XVIII, რომ XIX საუკუნეში განეშას კულტი იყო ძალიან პოპულარული მაჰარაშტრაში, განსაკუთრებით კი ჩინჩვადის რეგიონში.
შრაუტა (SKT. श्रौतम् Śrautam IAST) არის კონსერვატიული რიტუალური ტრადიცია ვედური რელიგიისა ინდუიზმში, რომელიც ეფუძნება წმინდა წერილს - შრუტის. მის პრაქტიკას ახორციელებენ ინდოეთის ზოგიერთ რეგიონებში და არის ძალიან მცირერიცხოვანი მიმდინარეობა. ტერმინი "shrauta" არის viddhi (მიღებული) სიტყვიდან "Shruti", როგორც smarta — სიტყვიდან smriti. შრაუტა არის ვედური პოლითეიზმი კონსერვატიული წესებით.
ომ შანტი
Saura - საურა (sanskr. Ãौ在, saura IAST) ან saurya (sanskr. सौर्य, saurya IAST) — ესაა ერთ-ერთი განშტოება ინდუიზმში, რომლის მიმდევრებიც თაყვანს სცემენ მზეს - სურიას, როგორც უზენაეს ღვთაებას. სურიას კულტი ნახსენებია მაჰაბჰარატაში და რამაიანაში. თანამედროვე საურა არის ძალიან პატარა რელიგიური სკოლა, ისინი უფრო არიან შრაუტა-ინდუიზმის ქვე-განშტოება.
ომ შანტი
რატი — ინდუიზმში ვნების ქალღმერთი, დაკშას ქალიშვილი და ღმერთი კამას ცოლი.
მითის მიხედვით შივამ დაფერფლა კამა, რატიმ (კამა-დევიმ) ვედრებით მიმართა პარვატის, შივას ცოლს და შივამაც აღადგინა კამა. მიიღო რა მოკვდავი ქალის სახე, რატიმ კამა გამოზარდა (დაბადებული როგორც კრიშნას და რუკმინის ძე) და გაუმხილა თუ რა კავშირები აკავშირებდათ, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ გახდა მისი ცოლი, და გააჩინა მისგან შვილი - ანირუდჰა (Aniruddha). კამასთან ერთად რატის უკავია მნიშვნელოვანი ადგილი ინდუიზმში და არსებობს მათი შესაბამისი კულტი. სამხრეთ ინდოეთში, განსაკუთრებული ცერემონიები ტარდება, რომლის დროს თამაშდება რატის ქვითინის სცენა, რომელიც დასტირის ქმარს.
ომ შანტი

შაკტიზმში ტრი-დევი ესაა უზენაესი ქალღმერთების სამება: 1) მაჰა-სარასვატი - შემოქმედი ღვთაება, მეცნიერების და ხელოვნების ქალღმერთი. 2) მაჰა-ლაკშმი - ჰარმონიის და სიყვარულის ქალღმერთი, დამცველი ღვთაება. 3) მაჰა-კალი - სიკვდილის და განადგურების მეომარი ქალღმერთი, დემონთა და ცოდვილთა დამსჯელი. მაჰა-სარასვატი, მაჰა-ლაკშმი და მაჰა-კალი არიან ბრაჰმას, ვიშნუს და შივას ცოლები და უზენაესი ნირგუნა-შაკტის გამოვლინებები. ისინი არიან იშვარები ანუ დედა-უფლები. ისინი მართავენ სამყაროებს. მათ გააჩნიათ სხვადასხვა იპოსტასები. სარასვატი (სრიშტი-შაკტი) ქმნის, ლაკშმი (სტჰიტი-შაკტი) იცავს, ხოლო კალი (სამჰარა-შაკტი) ანგრევს. ესაა მანტრა ა-უ-მ. აკარა, უკარა და მაკარა. ესაა სამყაროს სამი ფაზა: 1) დაბადება 2) ცხოვრება და 3) სიკვდილი. ესაა კოსმიური რეინკარნაცია, როგორც ბუნების კანონი. ტრი-დევის ერთი დღე უდრის ადამიანთა 4 320 000 000 წელს, ხოლო 1 ღვთაებრივი წელიწადი უდრის - ადამიანთა 3 153 600 000 000 წელიწადს. როცა ტრი-დევის სამყაროში - შაკტი-ლოკაში, გადის 1 ღვთიური კვირა, აქ ფიზიკურ სამყაროში გადის 65 700 000 000 ადამიანური წელიწადი, ხოლო როცა იქ გადის 1 ღვთიური თვე, აქ გადის 262 800 000 000 ადამიანური წელიწადი. შაკტი-ლოკაში (უმაღლესი ქალღმერთების სამყაროში) და ბჰურ-ლოკაში (ადამიანურ სამყაროში) დრო სხვანაირად მიდის. შაკტი-ლოკას დრო სხვაა და ბჰურ-ლოკას დრო სხვა. შაკტი-ლოკას 100 ღვთიური წელი უდრის ადამიანთა 311 ტრილიონ წელიწადზე მეტს. იცოდეთ ეს.
ომ შანტი
რიში კაშიაპას ცოლებმა - ადიტიმ, დიტიმ და დანუმ შვეს - ადიტიები, დაიტიები და დანავები. ადიტიები არიან სურები (ღმერთები), ხოლო დაიტიები და დანავები - ასურები (დემონები). ადიტიების სამეფოს ეწოდება - დივია-სვარგა, ხოლო დაიტიების და დანავების სამეფოს - ბილა-სვარგა. ასურები ადამიანთა მტრები არიან. ისინი ებრძვიან ღმერთებსაც და სურთ დივია-სვარგას დაპყრობა. ასურების ლორდებია: ვემაჩიტრინი, რახუ, პრაბჰარა და კრიშნასურა (არ აგერიოთ ვიშნუს ავატარა კრიშნაში). ბუდიზმში ასურების სამეფოს ეწოდება - ასურა-ლოკა. ესაა ომის და ბრძოლის სამყარო. ასურების განზომილებაში მუდმივად ომებია, რადგანაც ასეთია მათი ბუნება.
ომ შანტი
ადიტი - Aditi (SKT. ि在त在- თავისუფალი) - ვედურ რელიგიაში წარმოადგენს ქალურ უმაღლეს დედა-ღვთაებას. ისაა ღვთაებრივი ადიტიების (სურების) დედა და არის განსახიერება სამყაროს სინათლის ენერგიისა.
რიგ-ვედაში ხშირად თხოვენ დაცვას (1.107, 2.27, 4.25, 6.75, 7.40). ერთ საგალობელში (1.89) ადიტის ეწოდება ცა, საჰაერო სივრცე, დედა, მამა, შვილი, ყველა ღმერთები, ხუთი კლანი ადამიანთა, რაც არის დაბადებული და რაც იქნება დაბადებული. იგი ეხმარება ადამიანთა დასახლებებს (1.136). მას ადარებენ ძროხას (1.153). ადიტის მიმართავენ სხვა ღმერთებთან ერთად და თხოვენ ბედნიერებას (1.89, 1.94). ადიტის თხოვენ ცოდვებისგან და დანაშაულისგან განთავისუფლებას (1.162, 4.39). მასთან ზოგჯერ აიგივებენ აგნის (2.1, 4.1). ადიტი ამზადებს რუდრას სამკურნალო წამალს (1.43), დაკავშირებულია სომას მომზადებასთან (9.71), ქმნის ინდრასთვის ჰიმნებს (8.12). კოსმოგონიურ ჰიმნში (10.72) ადიტისგან იბადება დაკშა და დაკშასგან ადიტი.
მისი ეპითეტებია:
"სუჰავა" — ადვილად მოხმობადი
"ანარვა" — უსასრულო
"სვარვატი" — მბრწყინავი
"ჯიოტიშმატი" - მანათობელი
ადამიანთა უმეტესობას არ ესმის ტრიმურტი და მანტრა - ა-უ-მ, რომელიც განასახიერებს ღვთაებრივ სამებას (სარგუნა-ბრაჰმანს) შობილს ნირგუნა-პარა-ბრაჰმანის და ნირგუნა-პარა-შაკტის წიაღიდან. ა - ესაა აკარა - შემოქმედი ბრაჰმა, რაჯასის (ვნების) მოდუსის მეუფე. ბრაჰმა ქმნის სამყაროებს. უ - ესაა უკარა - დამცველი ვიშნუ, სატვას (ჰარმონიის) მოდუსის მეუფე, რომელიც იცავს და ავითარებს სამყაროებს. ის იცავს წესრიგს. ის იცავს სატია დჰარმას (მართალ რელიგიას). მ - ესაა მაკარა - დამანგრეველი შივა, ტამასის (სიკვდილის და ნგრევის) მოდუსის მეუფე, რომელიც ანადგურებს და ანგრევს მატერიას. ახლა მთავარი: ბრაჰმას, ვიშნუს და შივა-რუდრას ჰყავთ სულიერი მეუღლეები, რომლებიც არიან მათი სულიერი ენერგიები. ბრაჰმას - ბრაჰმი, ვიშნუს - ვაიშნავი, ხოლო რუდრას - რუდრანი (რუდრა-შაკტი). კუბჯიკა-ტანტრაში წერია, რომ შაკტის (ენერგიის) გარეშე თვით ყველაზე დიადი ღმერთებიც კი - ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, უსიცოცხლო გვამები არიან და განძრევაც კი არ შეუძლიათ. ბევრს არ სიამოვნებს სიტყვა "ნგრევა" ან "სიკვდილი" და ამიტომაც ცუდი თვალით უყურებენ შივას და რუდრანის. უკაცრავად, მაგრამ ეს სრული უვიცობაა. ჯერ ერთი; რუდრა და რუდრანი არიან დემონებთან (ასურებთან) მებრძოლი ღმერთები და სჯიან მხოლოდ ცოდვილებს და მეორეც: ჩემო ტკბილებო და უვიცებო, სამყარო ისევეა როგორც ადამიანი! ადამიანი განიცდის რეინკარნაციას ანუ იბადება, ვითარდება, ბერდება, კვდება და მიდის საიქიოში, საიდანაც ბრუნდება და იბადება ახლიდან ახალ სხეულში ე.ი. ესაა ბუნების კანონი! ესაა კოსმიური, მიკროკოსმიური ციკლი. ჩვენ როგორც ვიცით, ადამიანი-მიკროკოსმოსი და სამყარო-მაკროკოსმოსი დაკავშირებულნი არიან. ეს ნიშნავს, რომ სამყაროს ისევე იბადება, ვითარდება, ბერდება და კვდება, შემდეგ კი ახლიდან იბადება, როგორც ადამიანი! ანუ სამყაროც მოკვდავი არსებაა! ამას შეგვიძლია ვუწოდოთ ფენიქსის ეფექტი. სამყარო იფერფლება შივა-რუდრას და რუდრანის ცეცხლში, რათა ბრაჰმას და ბრაჰმის მიერ კვლავ იშვას ანუ აღდგეს და აღორძინდეს. გასაგებია? სამყარო ბერდება და კვდება და ეს ასეც უნდა იყოს! შეუშვით როგორმე თავში. ასე რომ შივა-რუდრა სულაც არაა "ბოროტი სული". ნგრევა არ ნიშნავს "ცუდს". შივა სჯის დემონებს და ანგრევს სამყაროს დაბერებულს, რათა ბრაჰმამ ახლიდან შექმნას! ასეთია კოსმიური კანონი. სულ ესაა. არ ვიცი უფრო ადვილად როგორ ავხსნა. ტრიმურტის გაერთიანებული ფორმაა - დატატრეია-ავადჰუტა, რიში ატრის და ანასუიას ძე. დატატრეია არის ტრიმურტის გაერთიანებული ავატარა.
ომ შანტი
ომ ნამაჰ შივაია
ვარუნი (SKT. ा在र在, vāruṇī IAST) ან ვარუნანი (sanskr. व在र在ा在ी, vāruṇāṇī IAST) არის ღვინის და თრობის ქალღმერთი ინდუიზმში და ვედური რელიგიაში, ღმერთი ვარუნას ცოლი. ვარუნი წარმოადგენს უკვდავების გამწნენდ ნექტარს - ამრიტას. ბუდიზმში ვარუნი ითვლება ვაჯრავარახის ერთ-ერთ ფორმად. სიტყვა "varuni", ესაა მათრობელა სასმელი და პალის ენაზე — მთვრალი ქალი. გარკვეულ ტექსტებში არის გამოთქმა "დალიო სასმელი დევი ვარუნი" რაც ნიშნავს გამოიყენო მათრობელა სასმელი. ვარუნი/ვარუნანი არის ასევე სპეციალური თაფლის სასმელი, რომელიც კრიშნას ძმის - ბალარამას საყვარელი სასმელი იყო. მანუ-სმრიტიში ეს სასმელი უპირისპირდება სხვა მათრობელა სასმელს სურას. ვედურ ასტროლოგიაში ვარუნი-დევი განასახიერებს შატაბჰიშაჯის ნაქშატრას. ნაქშატრები ესენია მთვარის თანავარსკვლავედები, კოსმიური ადგილები, რომლებსაც გადის მთვარე ორბიტაზე მოძრაობისას.

პიტრისები (Pitars) ან pitri (sanskr. पितृ, Pitṛ — "წინაპრები") — გარდაცვლილი წინაპრების სულები ვედურ რელიგიაში, მათ სცემენ თაყვანს, მათ ინდუიზმში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავიათ. პიტრის იხსენებენ ყოველწლიურად შრადჰას ანუ რწმენის რუტუალში. ინდუისტურ ოჯახში არის სავალდებულო, რომ იშვას მინიმუმ ერთი შვილი, რომელიც შეასრულებს რიტუალებს მისი მშობლებისთვის მომავალში. აღწერა პიტრისებისა არის პურანებში. ისინი აღწერილი არიან ყველაზე დეტალურად ვაიუ-პურანაში და ბრაჰმანდა-პურანაში. მათი თქმით, არსებობენ სხვადასხვა კატეგორიის პიტრისები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა წარმომავლობა, ფორმები და საბინადრო ადგილი. დიდი განსხვავება არის დევა-პუტრას ("devaputra" - ღვთაებრივ პიტრისებს) და მანუშია-პიტრის ("manasaputra" - გარდაცვლილი ადამიანების სულებს) შორის. ზოგიერთი პიტრი ცხოვრობს სამოთხის სამყაროში, ხოლო დანარჩენები ყოფიერების დაბალ პლანებში. სამოთხეში მცხოვრები პიტრისები არიან პატივცემულნი, როგორც ღმერთები. პიტრისები წარმოადგენენ ღვთაებებს, რომლებიც არასოდეს წყვეტენ არსებობას. ითვლება, რომ მანუშია-პიტრის შეუძლია გადავიდეს სამოთხეში და დევაპიტარებთან ერთად იცხოვრონ, მათ ზეციურ სამყაროში. შემდეგ იბადებიან 1000 მაჰა-იუგაში ერთხელ და ახორციელებენ სამყაროს აღორძინებას. მათგან მოდის მანუ და ახალი შთამომავლობა სამყაროს შექმნის დროს. არსებობს დევა-პიტარების შვიდი კლასი; სამი, რომლებიც არიან არამატერიალურები და უსხეულოები (ამურტაია), ხოლო დანარჩენ ოთხს გააჩნიათ სხეულის მატერიალური ფორმა (სამურტაია). პიტრისების სამი უსხეულო სახეობაა: ვაჯრაჯასი, აგნიშვატები და ბარჰიშადები. ოთხი მატერიალური კლასი ესენია: სომაპები, ჰავიშმანები, აჯიაპები და შუკალინები (მანასები).

მსოფლიოს ყველა რელიგიაში იყო მზის ღმერთი (ან ქალ-ღმერთი). მსოფლიოს რელიგიების 99%-ში მზე არის სინათლის ღვთაება. ძველი ეგვიპტელები ეთაყვანებოდნენ მზის ღმერთს, რომელსაც ერქვა - რა. რა იყო შემოქმედი უფალი და ღმერთების მამა. იყო კიდევ ერთი მზის ღმერთი - ატუმი. იყო ასევე - ხეპერი და რაე. ეგვიპტური უფალი პტახი ერთდროულად იყო მზისა და მთვარის ღვთაება და სამყაროს არსებათა მამა-შემოქმედი. შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში იყო მზის ღმერთი - შამაში. ქანაანელებს და ფინიკიელებს ჰყავდათ მზის ღმერთები - შაჰარი (ამომავალი მზის), ჰეილეილ (განთიადის უფალი მანათობელი, შაჰარის ძე), ჩამავალი მზის უფალი - სალიმი იგივე შალიმუ. გერმანო-სკანდინავებს ჰყავდათ მზის ქალღმერთი - სული და მზის და გაზაფხულის უფალი - ბალდერი. ძველ სლავებს ჰყავდათ მზის სინათლის და განათლების ღმერთი - დაჟბოგი. ირანელებს ჰყავდათ მზიური ღმერთი - მითრა. მითრა იშვა ქალწულისგან 25 დეკემბერს და მისი სიმბოლო იყო ხარი. აცტეკებს ჰყავდათ მზის ღმერთი-დრაკონი - კეტცალკოატლი. მან თავისი სისხლისგან შექმნა ინდიელები. არაბულ მთვარის ღმერთ ალ-ილაჰს ცოლად ჰყავდა მზის დედოფალი - ილლაჰატ. ძველ ქართულ მითოლოგიაში იყო მზის დედა-ქალ-ღმერთი დედა-უფალი - ბარბარე (ბარბალე). ბარბარე იყო ღმერთების დედა. ბარბარეს ქმარი იყო მთვარის უფალი - მორიგე. იყო ასევე მზის ღმერთი - კვირია იგივე კვი-რაე. იყვნენ ასევე მზის სულები - დობილები, რომლებსაც ბარბარე აგზავნიდა დედამიწაზე ცოდვილთა დასაჯელად. აინინა და დაინინა იყვნენ ამომავალი და ჩამავალი მზის ქალღმერთები. ჩინურ რელიგიებში არის მზიური დრაკონი ქალი ნიუი-ვა, რომელსაც დღემდე ეთაყვანებიან. ძველ ბერძნულ რელიგიაში იყო მზის ღმერთი - აპოლონი, რომლის სახელიც ნიშნავს: დამღუპველს, ჯოგთა მფარველს და ღვთაებრივ კარიბჭეს. აპოლონს ჰქონდა სხვა სახელებიც: ლუციუს - მგელი ან მანათობელი, ფებოს - სხივოსანი, ნათელი, ქრისტოს - მირონცხებული კეთილი ნათელი ღმერთი და პითო-ქრისტოს - პითიას ორაკულთა ნათელი ღმერთი. აპოლონი ასევე იყო მგლების ღმერთიც. იყო ასევე მზის ტიტანი - ჰელიოსი, რომლის შვილი იყო კოლხეთის მეფე - აიეტი. ჰელიოსის შვილიშვილი იყო - მედეა, კოლხეთის მოგვი პრინცესა. რომაელები ეთაყვანებოდნენ მზის და განთიადის ქალღმერთ - აურორას, რომელიც იგივეა რაც ინდუისტური - უშასი, ბერძნული - ეოსი და იაპონური - ამატერასუ-ო-მიკამი (დიადი ქალღმერთი, რომელიც ანათებს მსოფლიოს). ამატერასუ არის უმაღლესი ქალღმერთი და ღმერთების დედა. მისი ტყუპისცალია მზის კაცღმერთი - ამატერუ-მიტამა (დიადი სული რომელიც ბრწყინავს ცაში). ამატერასუს მსგავსია ინდუისტურ-ვედური დედა-უფალი - ადიტი. ადიტი ნიშნავს თავისუფალს ან ბორკილებისგან თავისუფალს. მას აქვს სხვა სახელებიც: სუჰავა - იოლად მოხმობადი, ანარვა - უსასრულო, სვარვატი - მბრწყინავი და ჯიოტიშმატი - მანათობელი. ადიტი არის რიში კაშიაპას პირველი ცოლი და მზიური ნახევარ-ღმერთების (უპა-დევების) - ადიტიების დედა. ინდრა-დევა - ელვის უფალი და დივია-სვარგას მეფე არის ადიტის შვილი. ადიტიმ შვა 12 ადიტია, რომლებიც არიან ზოდიაქოს 12 ნიშნის მზიური სულები. ინდრა არის ერთ-ერთი ადიტია. მზის კაც-ღმერთი - სურიაც არის ადიტის შვილი. სურიას ინდოეთში დღემდე ჰყავს მიმდევრები - საურები. საურები იეზიდების მსგავსად უმაღლეს ღმერთად თვლიან მზის უფალ სურიას და მას ეთაყვანებიან. ინკები ამბობდნენ, რომ მათი იმპერატორები მზის ღმერთის შვილები იყვნენ. კელტებს ჰყავდათ მზის და სინათლის ღმერთი - ლუგი იგივე სამილდანაჰი, რომლის შვილია დევ-გმირი კუჰულინი. ჯვარი ესაა ელინური ასტროლოგიური სიმბოლო და განასახიერებს ზოდიაქოს წრეს. ქრისტეც, კრიშნაც და ვიშნუც მზიური ღმერთებია. ქანაანურ-ფინიკიური მთვარის ღმერთი - იაჰვეს ცოლი - ასტარტეც იყო - მზე. აბრაამულმა რელიგიებმა გაანადგურეს მზის კულტი. იუდეველთა - იაჰვე და ისლამისტების - ალლაჰი ესაა მთვარე ე.ი. მთვარის კულტმა გადაფარა და მოსპო მზის კულტი, განსაკუთრებით კი ქალური მზის. ბევრი თანამედროვე ქართველი მეცნიერიც ამრუდებს ძველ ქართულ რელიგიას და ცდილობს გაანადგუროს და დააკნინოს მზის დედოფალი ბარბარეს კულტი. მზის ღმერთს დღემდე ებრძვიან მსოფლიოში, მაგრამ მზეს მიმდევრები მაინც ჰყავს დღესაც კი. იცოდეთ ეს.
ვედურ რელიგიაში ნათქვამია, რომ ყოფიერება შედგება 4 სამყაროსგან, ესენია:
1) შივა-ლოკა - აბსოლუტის ზესულიერი სამყარო
2) კარანა-ლოკა - კაუზალური სულიერი სამყარო
3) ანტარ-ლოკა - ასტრალური სამყარო
4) ბჰურ-ლოკა - ფიზიკური სამყარო
რა შუაშია ეს? საქმე იმაშია, რომ დღეს ბევრი გამოუცდელი ადამიანი ცდილობს დაკავდეს ოკულტიზმით და გავიდეს "ასტრალში"... უმეტესობას უბრალოდ გართობა უნდა და ვერც კი ხვდებიან რას შვებიან. ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ასტრალი და ოკულტიზმი, უნდა ჰყავდეს რეალიზებული გურუ ანუ სულიერი მოძღვარი, ავტორიტეტული გურუ და არა შარლატანი! და მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მას უფლება განახორციელოს სხვა სამყაროებში სულიერი გასვლა. რატომ? იმიტომ რომ ეს სახიფათოა! რატომ? იმიტომ რომ ასტრალური სამყარო ე.ი. ანტარ-ლოკა, შედგება სამი სფეროსგან, ესენია: 1) მაჰარ-ლოკა 2) დივია-სვარგა-ლოკა (ინდრა-ლოკა) და 3) ბჰუვარ-ლოკა. მაჰარ-ლოკაში და სვარგა-ლოკაში ცხოვრობენ კეთილი და ნათელი უპა-დევები, აი ბჰუვარ-ლოკაში კი ცხოვრობენ - დამშეული აჩრდილები (პრეტები) და ბნელი დემონები (რაკშასები)! ბჰუვარ-ლოკა იყოფა სამ სფეროდ: 1) პრეტა-ლოკა - ბნელ მშიერ აჩრდილთა სამეფო 2) პიტრი-ლოკა - ცეცხლოვანი განსაწმენდელი, სადაც მეფობს სიკვდილის ნახევარღმერთი - იამა. და 3) ბილა-სვარგა-ლოკა - დემონთა ქვე-სკნელი. ეს ბჰუვარ-ლოკა გარშემო არტყია დედამიწას, ესაა კოსმიური ეთერი და ასტრალი. ქრისტიანობაში ამას ეწოდება "ცისქვეშეთის საჰაერო სამეუფეო ბოროტების სულთა", ამ სფეროში ცხოვრობენ - არქონტები, ლიტურგები, დეკანები, კაკოდემონები და ბნელი ელემენტალები ანუ იგივე ასურები, რაკშასები და პრეტები. ეს სულები არიან პარაზიტები და ენერგო-ვამპირები. როცა გამოუცდელი იოგინური ძალის არმქონე სული გადის დედამიწიდან ამ "ასტრალში", ის ბჰუვარ-ლოკაზე შორს ვერ მიდის, რადგან ან არ იცის ვედური კოსმოლოგია ან ვერ მიდის უფრო მაღალ სფეროებში, რადგანაც არ ჰყავს რეალიზებული მოძღვარი. ბჰუვარ-ლოკას სულების შესახებ საუბარია იოანეს სახარებაში, პავლეს ეპისტოლეებში და ა.შ. ეს სულები ხელს უშლიან ადამიანურ სულს სამოთხეში ასვლაში ანუ ესაა იგივე - ს ა ზ ვ ე რ ე ე ბ ი! გესმით? ბილა-სვარგას ათეისტი დემონები და პრეტა-ლოკას პრეტები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ადამიანის სული (ჯივატმანი) და სხეული (ფიზიკური)! როცა დილეტანტი გადიხარ ასტრალში, არის შანსი რომ მინიმუმ მოტყუვდე ამ სულების მიერ, მაქსიმუმ შენი სული დაატყვევონ, ხოლო შენ სხეულში ვინმე სხვა ჩასახლდეს! გესმით? მოკლედ: შეისწავლეთ ბიბლია და ვედები. ავტორიტეტული მოძღვარის გარეშე ოკულტიზმის პრაქტიკა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! ასტრალის დემონები საშიშნი არიან. იცოდეთ ეს.
ომ შანტი
ომ კალიკე სვაჰა
სურები (ღმერთები) და ასურები (დემონები) ცხოვრობენ დედამიწის გარშემო არსებულ კოსმიურ ეთერში (აკაშაში), რასაც ეწოდება - ანტარ-ლოკა და შედგება მრავალი შრისგან. თუმცა ჩვეულებრივ აკაშა ესაა მეტაგალაქტიკის ერთ-ერთი გარსი. სამყაროს აქვს 8 გარსი: 5 სტიქია + გონი, ინტელექტი და ცრუ ეგო. ასეა ყველა მინი-სამყარო. სამყაროები ცურავენ კარანას ოკეანეში - ეკარნავაში. მაღალი რანგის ღმერთები ცხოვრობენ კარანა-ლოკაში. ესაა კაუზალური სამყარო. ტრიმურტის და ტრიდევის უზენაესი ღმერთები და ქალღმერთები (გუნა-ავატარები) ცხოვრობენ ოთხ უმაღლეს სამყაროში, ესენია: შაკტი-ლოკა, შივა-ლოკა, ვიშნუ-ლოკა და ბრაჰმან-ლოკა. ამაზე მაღლა კი არის ნირგუნა-ბრაჰმანი (უპიროვნო აბსოლუტი). არის ნირვანას სამი ფორმა: 1) ნირვანა 2) პარანირვანა 3) მაჰაბოდჰინირვანა. ბუდისტური კოსმოლოგია ამბობს, რომ უმაღლესი სამყაროებია - არუპა-ლოკა (უსასრულო სიცარიელის, უფორმო ენერგიის და უსასრულო ცნობიერება-სივრცის სამყაროები) და შუდჰავასა-ბუდჰა-კშეტრა (ბუდების სუფთა მიწა). შაკტისტები მიდიან შაკტი-ლოკაში, შივაიტები - შივა-ლოკაში, ხოლო ვაიშნავები - ვიშნუ-ლოკაში. ბრაჰმას მცირერიცხოვანი ადეპტები მიდიან ბრაჰმან-ლოკაში. ვედებში ნათქვამია, რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ მიდის იმ ღვთაებასთან, რომელზეც ფიქრობს სიცოცხლის ბოლო წუთებში. უპა-დევების ადეპტები მიდიან უპა-დევებთან, ბრაჰმას მიმდევრები მიდიან ბრაჰმასთან, ვიშნუს და კრიშნას ადეპტები მიდიან ვიშნუ-ლოკაში ვიშნუსთან, ვინც ფიქრობს შივაზე მიდის შივასთან, ხოლო ვინც ფიქრობს დედა უფალ შაკტიზე, მიდის შაკტისთან. ესაა ჭეშმარიტება. ასურები ცდილობენ გაანადგურონ ვედური ცოდნა.
ათენა არის ქალღმერთი მეტისის ქალიშვილი. ჰომეროსი ათენას უწოდებდა "დედათა დედას და ყველა ღმერთის მშობელს". ჰომეროსის აზრით ათენა იყო ზევსზე უფრო ძველი და დიადი ღვთაება. ათენას სიმბოლო არის გველი და ბუ და ორივე არის ბნელეთის სიბრძნის გამოვლინება. ბუ ასევე არის ლილიტის სიმბოლოც.
ძველი ბერძნული მზის ღმერთი აპოლონი იყო ასევე მგელი-ღვთაება და ჯოგთა მფარველი. ის ასევე იყო ჭირის ღმერთი. ეს მეცნიერული ფაქტებია. სახელი - "აპულუნა" ნიშნავს ღვთაებრივ კარიბჭეს. აპოლონს აქვს სხვა სახელებიც: "ფებოს" - რაც ნიშნავს მანათობელს, "ლუციუსი" - რაც ნიშნავს მგელს, ასევე ნათელს და "ლუცი-ფეროსი" - რაც ნიშნავს სინათლის მომცემს. აპოლონთან დაკავშირებული იყო პლანეტა ვენერა და ვარსკვლავი სირიუსი. აპოლონის ერთ-ერთი სახელი ასევე იყო "ქრისტოს", რაც ნიშნავს მირონცხებულს ან გასხივოსნებულს ან კეთილ ღმერთს. აპოლონი იყო "პითოქრისტოს" ანუ ორაკულთა უფალი. სახელი ლუციფეროსი არის აპოლონის სახელი, აპოლონი ძლიერ წააგავს ფინიკიურ ღვთაებას - ჰეილეილ, რომლის სახელიც ასევე ნიშნავს მანათობელს და არის ამომავალი მზის ღმერთის - შაჰარის ძე და უზენაესი ღმერთი - ელის შვილიშვილი. ჰეილეილ, ლუციფეროს და აპოლონ, პრაქტიკულად ერთი და იგივეა. აპოლონი ესაა მანათობელი და მირონცხებული კეთილი ღმერთი. ისაა ქრისტე, ისაა ლუციფეროსი. ასეთია მეცნიერული ფაქტები. ამას ადასტურებს რუსი ეზოთერიკი და კულტუროლოგი - ოლეგ ტელემსკი. ასეთი იყო აპოლონის კულტი.
ასკლეპიოსი არის ელინური მედიცინის ღმერთი, ისევე როგორც ვედური დჰანვატარი და ბუდისტური ბჰაშიაჯიაგურუ ბუდა. ასკლეპიოსს ჰყავს ქალიშვილი - ჰიგიეია. სწორედ აქედან მოდის ტერმინი - ჰიგიენა. ჰიგიენა ესაა სხეულის სისუფთავის დაცვა და მოვლა.
ინდუიზმში არის სისტემა, რომლის მიხედვითაც არსებობენ ორი ტიპის რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლებები:
1) ასტიკა - რომლებიც აღიარებენ ვედებს
2) ნასტიკა - რომლებიც არ ცნობენ ვედებს
ნასტიკა არის: ჯაინიზმი, სიქჰიზმი, ბუდიზმი და ლოკაიატა, ასევე - აჯივიკა. ნასტიკას სკოლები ესაა გველი კალის ეპოქაში ასურების შექმნილი დივერსია. ნასტიკა არის დივერსია. ასურები ყოველ კალი-იუგაში ქმნიან ასეთ დივერსიებს.
ომ შანტი
უპანიშადებში წერია: "სული (პურუშა) მიისწრაფვის ერთიანობისკენ, ხოლო მატერია (პრაკრიტი) დაყოფისკენ". აი ამიტომაც არსებობს ნაციონალიზმი და რასიზმი. ადამიანი სულიერი არ ყოფს ერთიან სამყაროს რასებად და ერებად. მატერიალისტი ადამიანი კი უარყოფს რა ერთიან ატმანს, მიილტვის ყოფიერების ჯგუფებად და კლანებად დაყოფისკენ. ატმანი არ ცნობს ნაციონალიზმს. როგორც გურუ შანკარაჩარიამ თქვა: "ბრაჰმან - სატ, ჯაგად - ასატ" - ღმერთი რეალურია, სამყარო არარეალური. იმპერსონალიზმი გვეხმარება იმის გაგებაში, რომ მატერიალური რეალობა ილუზორულია, ხოლო სულიერში არავითარი ნაციონალიზმი, კლანები და რასები არაა. კლანურ-ნაციკური მენტალობა აქვთ მხოლოდ დაცემული ბნელი გონების ადამიანებს. სულიერ კაცს არ აქვს ფრაგმენტული აზროვნება. სული გვაერთიანებს, მატერია - გვყოფს.
ომ შანტი
დჰარმულ რელიგიებში მანტრა ესაა მაგიური ფორმულა ანუ იგივე ლოცვა კონკრეტული ღმერთის ან ბოდჰისატვას მიმართ. მაგალითად: "om kalike svaha" ესაა ლოცვა კალის მიმართ, "om kurukule hri svaha" ესაა ლოცვა კურუკულას მიმართ, "om namo amida buddai" არის ლოცვა ბუდა ამიდას მიმართ და ა.შ. მანტრა ესაა ღმერთის ან ბუდას (ან ბოდჰისატვას) მიმართ ლოცვა ე.ი. თაყვანისცემა, მუხლის მოდრეკა და ვედრება. ცხადია არსებობს აბჰიჩარას პრიმიტიული მაგიაც, მაგრამ ზოგადად, ინდუიზმშიც, ბუდიზმშიც და ჯაინიზმშიც, ასევე დაოსიზმშიც და თქვენ წარმოიდგინეთ ეგვიპტურ და ელინურ ეზოთერიკაშიც, მანტრა ესაა არა უბრალო მაგიური ფორმულა არამედ ლოცვა, ხოლო ლოცვა ესაა როცა ქედს იდრეკ ღვთაების წინაშე ე.ი. თაყვანს სცემ. ქართული ფილოლოგიური გაგებით "თაყვანი" ნიშნავს თავის დახრას უფლის წინაშე ანუ "თავი ყანას სცა" ე.ი. ძირს დახარა. ესაა როცა შენ თრგუნავ შენ ამპარტავნებასა და ეგოიზმს და აღიარებ უფლის ნებას და ავტორიტეტს. მანტრა ესაა - თაყვანისცემა. თუ დააკვირდებით, ნებისმიერი მანტრა არის რომელიმე ღმერთის ან ბუდას მიმართ ვედრება ე.ი. როცა მიმართავ თხოვნით ზესულს. მაგალითად რამე ასეთი: "ო, უფალო ინდრა! შემეწიე და მომეცი ძალა რათა დავიცვა ჩემი სამეფო! უფალო მაჰენდრა! მომეცი ძალა რათა გავფანტო ქარიშხალი და შევმუსრო ბოროტი დემონები!" ან დაახლოებით ასეთი: "ო, კალიკა დევი მომეცი ძალა! კალიკას სახელით ვბრძანებ, დაე მტვრად იქცეს მტერი ჩემი!". ეს ნიშნავს იმას, რომ მანტრების გამოყენება შეუძლია მხოლოდ მორწმუნე რელიგიურ ადამიანს და არა ათეისტს. გასაგებია? მუხლის მოდრეკა ესაა ადამიანური სათნოება, თავმდაბლობა და უფლის სიყვარული. ესაა ბჰაქტი და ჯნანა.
Amitabha ან Amita Buddha (sanskr. अमिताभ, Amitābha, "უსასრულო შუქი") არის ყველაზე პატივსაცემი ფიგურა ბუდისტურ სკოლაში - "სუფთა მიწის სწავლება". ითვლება, რომ მას გააჩნია ბევრი ღირსეული თვისებები: იგი განმარტავს სამყაროს უნივერსალურ კანონს დასავლეთის სამოთხეში და იღებს და იცავს ყველას, ვინც გულწრფელად მიმართავს მას, მიუხედავად მათი წარმოშობის, სტატუსის ან სათნოებებისა. დოქტრინა ამიტაბჰას (ამიდას) მოწყალების შესახებ არის ქვაკუთხედი ამიდაიზმისა.
ჩინეთის ტრადიციაში Amita Buddha ცნობილია სახელით ემიტო ფო - Amita Fo (chin. 阿彌陀佛), Japanese Amida Nyorai (იაპონური 阿弥陀如来), (vietn. A Di Ðà Phât) ან a-z-da (vietn. A-di-đà Phật).
Amitabha, ალბათ ყველაზე ცნობილი და პოპულარულია სიბრძნის ხუთი ბუდადან ვაჯრაიანას ბუდიზმში. ამიდა წარმოშობილია თავდაპირველი ბუდასგან. ხუთი დჰიანა-ბუდა შეესაბამება ხუთ სკანდჰას და რეალობის გაცნობიერების ხუთ ასპექტს. მას ასევე ჰქვია - ამიდა ნიორაი. ვიეტნამურად მას ეწოდება - ა ზი და ფატ.
სწავლება
ლეგენდის მიხედვით Amitabha იყო მეფე, რომელიც, რომელსაც გაეცნო ბუდას სწავლებას, უარი თქვა ტახტზე, გახდა ბერი, მისი სახელი იყო - Dharmakara (sanskr. धर्मकार, Dharmakāra, დჰარმის შემსრულებელი"; jap. 法藏菩薩, Ho:Jo:bosatsu). მან გადაწყვიტა, გამხდარიყო ბუდა, და შეექმნა სუფთა ქვეყანა ან უსასრულო სიხარულის მიწა, რომელშიც მიიღებდა ყველას, ვინც მას მიმართავს, შეძლებს აღსდგება მომავალ ცხოვრებაში ამიდას სამეფოში. ამ თვალსაზრისით, ამიტაბჰამ ორმოცდარვა აღთქმა დადო, მეთვრამეტე და მეცხრამეტე აღთქმაში თქვა, რომ არ გადავა უმაღლეს გასხივოსნებაში, სანამ არ დაეხმარება ყველა ცოცხალ არსებას თავის დასავლეთის სამოთხეში (Sukhavati, sanskr. सी在, sukhāvatī Iast, "ბედნიერების მიწა", YAP. Jedo ან YAP. 極楽, პუმა). ამიტაბჰას და ამიდაიზმის ძირითადი პრინციპები გადმოცემულია "ამიტაბჰა-სუტრაში" და "უსასრულო სიცოცხლის სუტრაში".
სუფთა მიწის ბუდიზმი (whale. 净土宗 intucson; jap. 浄土宗, jedo-Xiu; vietn. Tịnh Độ Tông, Tong, რომ tin), ასევე ამიდაიზმი, ესაა მაჰაიანური ბუდიზმის ერთ-ერთი სკოლა. ესაა შორეული აღმოსავლეთის ბუდიზმი.
ბუდა ამიტაბჰას მანტრებია:
"ომ ამი დევა ჰრი"