კონტენტზე გადახტომა






სურათი

ინდუიზმის და ბუდიზმის მოკლე შედარებითი ანალიზი

დაპოსტა: შანკარადევა, 27 July 2018 · 232 ნახვა

ინდუიზმი ბუდიზმი
ინდუისტები ე.ი. ვედური რელიგიის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ბუდა შაკიამუნი იყო ვიშნუს ავატარა, ხოლო ბუდისტები მიიჩნევენ, რომ შაკიამუნი იყო 28 ბუდადან ერთ-ერთი და დჰიანა-ბუდა მაჰავაიროჩანას დჰარმაკაის (ჭეშმარიტების სხეულის) განსხეულება. სხვა ვერსიით ისაა ბუდა აკშობჰიას განსხეულება. ზოგიერთი ვერსიით ვედური ტრიმურტის ღმერთები არიან ბუდა შაკიამუნის ავატარები და ემანაციები. რითი განსხვავდება ბუდიზმი ინდუიზმისგან (ვედური დჰარმისგან)? იმით, რომ ბუდიზმში არსებობენ სულები, რომლებიც ვედური ტრიმურტის და ტრიდევის ღმერთებზე მაღლა დგანან, ესენია: ადი-ბუდები, დჰიანა-ბუდები, დჰიანა-ბოდჰისატვები, არჰატები, იიდამები, დაკინი და დჰარმაპალები. დევები ანუ ღმერთები ბუდიზმში დაკნინებულნი არიან და წარმოადგენენ უბრალოდ ადამიანზე ოდნავ უფრო ძლიერ და ნეტარ ზეადამიანურ არსებებს, რომლებიც ადამიანთა მსგავსად კარმის მონები არიან. ბუდისტური ბუდები, ბოდჰისატვები, არჰატები, იიდამები, დაკინი და დჰარმაპალები არ არიან არც შემოქმედები, არც დამცველები და არც დამანგრეველები, როგორც ვედური ბრაჰმა, ვიშნუ და შივა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ბუდისტურ ტანტრიზმში (ვაჯრაიანაში) არის ვიშნუსთან, შივასთან და სხვა დევებთან დაკავშირებული ტანტრისტული მანტრები და რიტუალები. ეს უცნაურია. ბუდიზმის მიხედვით მსოფლიოს მართავს მხოლოდ ცოცხალ არსებათა კოლექტიური კარმა (კარმული ენერგია). ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ბუდისტებმა დაამახინჯეს და გაამრუდეს ვედური რელიგია. რაც შეეხება შუნიას ე.ი. სიცარიელის დოქტრინას, ეს აღებულია ვედური რელიგიიდან, კერძოდ კი შივაიზმიდან და შაკტიზმიდან და ნათლადაა აღწერილი ისეთ ტექსტებში, როგორებიცაა: შივა-სამჰიტა, ტეჯაბინდუ-უპანიშადა, სვაჩჩჰანდა-ტანტრა, დევიკალოტარა აგამა და ა.შ. შივაიზმში შუნია (სიცარიელე) ბრაჰმანის (აბსოლუტის) და ატმანის (სულის) სინონიმია. ბუდისტებმა ყველაფერი დაამახინჯეს და თან არც სურთ ამის აღიარება, იმის აღიარება, რომ თავიანთი დოგმატების 90%-ი აიღეს შივაიტებისგან და შაკტისტებისგან. სამწუხაროა ეს.
ომ შანტი